რძიანა, ფსორიაზი და გენიტალური ჰერპესი - სასქესო ასოზე კანის აქერცვლის მიზეზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რძიანა, ფსორიაზი და გენიტალური ჰერპესი - სასქესო ასოზე კანის აქერცვლის მიზეზები

მოუწესრიგებელი სქესობრივი ცხოვრება და მამაკაცის ან მისი სქესობრივი პარტნიორის მიერ ინტიმური ჰიგიენის ელემენტარული წესების დაუცველობაა.

რძიანა

აღნიშნული დაავადება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რის გამოც მამაკაცის სასქესო ორგანოზე კანის საფარველი იქერცლება. რძიანა, ანუ კანდიდოზი, მამაკაცებს შემდეგი სიმპტომებით უვლინდებათ:

  • სასქესო ორგანოზე კანი შეწითლებულია, აღინიშნება ქავილი, იგი იფარება ნახეთქებით, იქერცლება;

  • პენისის თავზე აღინიშნება შეშუპება.

სპეციფიკური სიმპტომია გამონადენის უსიამოვნო, მკვეთრი სუნი.

  • შეიძლება აღინიშნოს ერექციის დარღვევა, სქესობრივი აქტის შემდეგ ტკივილი ან დისკომფორტი.

აღნიშნული ინფექცია გადაეცემა დაუცველი სქესობრივი აქტისას დაავადებული ქალიდან. მკურნალობისთვის საჭიროა სოკოს საწინააღმდეგო თერაპია.

გენიტალური ჰერპესი

დაავადება სასქესო ასოზე ზოგჯერ სისხლნარევი ან გამჭვირვალე სითხით სავსე ბუშტუკების სახით ვლინდება.

მას შემდეგ, რაც ბუშტუკები სკდება, მათ ადგილზე წარმოიქმნება დაზიანებული კანის უბნები, რომლებიც იქერცლება. '=

ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია კონდილომების გაჩენა.

გენიტალურ ჰერპესს დაუყოვნებლივი მკურნალობა სჭირდება, რადგანაც პათოლოგიურ პროცესში შეიძლება პროსტატაც ჩაერთოს.

ფსორიაზი

მამაკაცის სასქესო ორგანოს კანის ზედაპირი ზოგჯერ იქერცლება ფსორიაზის გამო, ამასთან, პენისის თავზე აღინიშნება მკვეთრი საზღვრების მქონე შეწითლებული უბნები. აქერცვლა ხშირად ზამთრის პერიოდში ხდება.