მამაკაცთა კლიმაქსი - როგორ მიმდინარეობს და რამდენად მნიშვნელოვანია ექიმთან დროული ვიზიტი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცთა კლიმაქსი - როგორ მიმდინარეობს და რამდენად მნიშვნელოვანია ექიმთან დროული ვიზიტი?

- ნორმალური ფიზიოლოგიური მოვლენაა, რომელიც ორგანიზმის დაბერების აღმნიშვნელი და სასქესო ჯირკვლების ჰორმონული აქტივობის დაქვეითების მანიშნებელია.

თუმცა მამაკაცებში ჰორმონული ცვლილება ისე მკვეთრად არ დგება, როგორც ქალებში, ამიტომ ანდროპაუზა უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ჰორმონული ფონი იმდენად თანდათანობით იცვლება, რომ თავად მეცნიერებიც სათუოდ თვლიდნენ “მამაკაცთა კლიმაქსის” არსებობას.

სასქესო ჯირკვლების ანდროგენული აქტივობის შემცირების პირველი ნიშნები 45-70 წლის ასაკში ვლინდება.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გამოვლინებები - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, არტერიული წნევის მატება, ხშირი გულისცემა, ზეწოლის შეგრძნება გულმკერდში. ამ პერიოდში მამაკაცები უფრო მეტად არიან მიდრეკილები ინფარქტისა და ინსულტისაკენ.

სქესობრივი სფეროს დარღვევები - ლიბიდოს დაქვეითება, ერექციული დისფუნქცია, ეაკულაციის დაჩქარება, სპერმის რაოდენობისა და ხარისხის დაქვეითება.

ნერვულ-ფსიქიკური დარღვევები - სწრაფი დაღლა, შრომის უნარის დაქვეითება, ნევროზულობა, გაღიზიანება, მეხსიერების გაუარესება, ძილის პრობლემა.

ენდოკრინული დარღვევები - კლიმაქსის პერიოდში შეიძლება დაირღვეს კუჭქვეშა და ფარისებრი ჯირკვლების ფუნქცია. იზრდება ჰიპოთირეოზისა და შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი.

შინაგანი ცვლილებები არ შეიძლება არ აისახოს გარეგნობაზე - კანი უფრო მოშვებული ხდება, კუნთებიც კარგავენ სიმკვრივეს. ჰორმონული დარღვევები აისახება თეძოს არეში ცხიმოვანი ჩანართების წარმოქმნითა და გინეკომასტიით.

მამაკაცის კლიმაქსის ხანგრძლივობა 3-5 წელია. ამ პერიოდში მამაკაცები დეპრესიისკენ არიან მიდრეკილები, ხშირად ცდილობენ ცხოვრების შეცვლას და უფრო ახალგაზრდა ქალებთან ურთიერთობის გაბმას. ნებისმიერი მამაკაცისთვის ეს ცხოვრების რთული პერიოდია, რომელიც თითოეულ შემთხვევაში განსხვავებულად მიმდინარეობს.

უსიამოვნო სიმპტომების შემცირება შესაძლებელია ცხოვრების ჯანსაღი წესით, სრულფასოვანი ძილით, სწორი კვებითა და მავნე ჩვევების უკუგდებით.

აუცილებელია ადეკვატური ფიზიკური დატვირთვა და სუფთა ჰაერზე ყოფნა. ნორმალური წონის შენარჩუნება შეამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე დატვირთვას. მნიშვნელოვანია რეგულარული სქესობრივი ცხოვრება, ოჯახში ჯანსაღი ემოციური ატმოსფეროს შენარჩუნება.

მამაკაცის კლიმაქსის არასასიამოვნო სიმპტომების არსებობისას არ შეიძლება მათი უყურადღებოდ დატოვება, რათა არ დავუშვათ სერიოზული გართულებები, ისეთი, როგორებიცაა ათეროსკლეროზი, ჰიპერტონია, შაქრიანი დიაბეტი. საჭიროა ექიმთან დროული ვიზიტი და ცხოვრების წესის გადახედვა.