როგორი იქნება მამაკაცის 2020 წლის შემოდგომის მოდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორი იქნება მამაკაცის 2020 წლის შემოდგომის მოდა

2020-ის შემოდგომაზე, მამაკაცის მოდის ყველაზე მთავარი და ძირითადი ტრენდია მრავალშრიანობა. დიზაინერები ერთ სამოსში ერთდროულად რამდენიმე ჩასაცმელის კომბინაციას აკეთებენ. ძალიან ლამაზი იქნება პიჯაკი პალტოსთან ერთად, ბომბერი სვიტერთან და პერანგთან, ტრენჩი პერანგთან ან ჯემპრთან. მთავარია, ტანსაცმლის ყველა ელემენტი ორგანულად ერწყმოდეს ერთმანეთს ფერთა გამითა და სტილით.

კლასიკური სტილის მიმდევრებისთვის დიზაინერები ქმნიან მოსახერხებელ და მოდურ პიჯაკსა და შარვალს. ამ შემოდგომაზე ტრენდულია ელეგანტური და დახვეწილი კოსტიუმი-სამეული, რომელიც იდეალურია ნავარჯიშევი სხეულის მქონე მამაკაცებისათვის.

კოსტიუმ-სამეულში ჟილეტი აუცილებლად უნდა იყოს პიჯაკისა და შარვლის ტონალობაში. ტანსაცმლის თითოეული ეს ნაწილი იდეალურად უნდა ერგებოდეს სხეულს.

საყურადღებოა, რომ თანამედროვე კლასიკური კოსტიუმ-სამეული შეიძლება იყოს არა მარტო ელეგანტური შალისგან ან თხელი ტვიდისგან, აქტუალურია ხავერდი და ველიურიც, რაც ძალზე ორიგინალურია. კიდევ ერთი ვარიანტი ნატურალური, კარგად გამოყვანილი ტყავია.

ამგვარი კოსტიუმ-სამეულისთვის აქტუალურია შავი და რუხი ფერი. დიზაინერები მამაკაცებს ურჩევენ ბაც ცისფერს, ქვიშისფერს, ნაზ ლილისფერ და კრემისფერ ფერებს. ამ ფერის კოსტიუმები მნიშვნელოვნად აცოცხლებენ კანის ფერს და აახალგაზრდავებენ ადამიანს.

მოდური სვიტერი აუცილებლად უნდა იყოს ნებისმიერი მამაკაცის გარდერობში. მკაცრი, კლასიკური სტილის მიმდევრებისათვის სასურველია მრგვალი ან სამკუთხა ჭრილის მქონე თხელი ჯემპრები. ისინი შეიძლება იყოს თხელი შალის, ანგორის ან ქაშმირის. მოდურია მათი შეხამება კლასიკურ პერანგსა და შარვალთან.

ქუჩის სტილის მოყვარულებისთვის გარდერობის შევსება სასურველია მოცულობითი, მსხვილი ნაქსოვი სვიტერებით. ისინი ორგანულად ეხამება ჯინსებს, ლამაზია მათი კომბინაცია პერანგებსა და პიჯაკთან. მსხვილი ქსოვის სვიტერები საინტერესოდ ჩანს ქაშმირის პალტოს ქვეშ, კლასიკურ ფეხსაცმელთან და ბოტასებთანაც კი.

შარვალი შეიძლება იყოს არა მარტო კლასიკური, ასევე ბევრისთვის საყვარელი ჯინსები, სლაქსი და სპორტული შარვალიც კი. განსაკუთრებული პოპულარობით ამ შემდგომით სარგებლობს ტყავის მოდელები.

თითოეული ვარიანტი კარგად ეხამება ფეხსაცმელსა თუ ბოტასს. შარვლის შერჩევა სასურველია ზედა სამოსის საერთო სტილის მიხედვით. მაგალითისთვის, ტყავის შარვალი შესაძლებელია შევუხამოთ მსხვილი ქსოვის სვიტერს ან გრძელ ტრენჩს. სლაქსი კარგად ეხამება სვიტერსა და პერანგს.

მამაკაცის 2020 წლის შემოდგომის მოდაში წინა პლანზეა ზედა ტანსაცმელი. მის გარეშე წარმოუდგენელია კაცის სამოსის დასრულება, განსაკუთრებით, შემოდგომის გრილ და წვიმიან დღეებში.

ტრენჩი და ლაბადა თავისუფლად შეიძლება მოვისხათ კოსტიუმზე. ზედა ტანსაცმლის ასეთი ვარიანტი ორგანულად ეხამება ფეხსაცმელ-ოქსფორდებს, მაღალყელიან ფეხსაცმელს და ჯინსებსაც.

მამაკაცის გარდერობში ამ სეზონზე უნდა იყოს ასევე კლასიკური პალტო, რომელსაც ჩვეულებრივ მაღალხარისხიანი შალის, ტვიდის ან ქაშმირის ქსოვილისაგან კერავენ. პალტო კარგად ესადაგება როგორც ჯინსებს, ისე კლასიკურ შარვალს. შესაძლებელია კლასიკური ზედა ტანსაცმლის კომბინაცია სვითშოთთან და სლაქსთან, კლასიკური კოსტიუმი-სამეულის შეხამება ბოტასებთანაც.

პარკა ჩვენთან რამდენიმე წლის წინ შემოვიდა და საიმედოდ დამკვიდრდა ახალგაზრდულ და მამაკაცურ მოდაში. მსგავსი მოდური ქურთუკები შესრულებულია მკვრივი ქსოვილისაგან. გააჩნია ბეწვის სარჩული ან საყელო კაპიუშონზე. პარკა იდეალურად ეხამება სლაქსს, სპორტულ კოსტიუმს ან ჯინსებს. ძალიან პრაქტიკულია პარკში სასეირნოდ, მეგობრული შეხვედრების დროს, ოფისში სასიარულოდ მკაცრი დრეს-კოდის არარსებობისას.

ბომბერ - ხაზგასმით სპორტული სტილის ზედა ტანსაცმელია. ქურთუკი შეიძლება იყოს ტრიკოტაჟის, შალის, ტყავის ან ატლასის.

ბომბერი საინტერესოდ ჩანს კლასიკურ და სპორტულ ფეხსაცმელთან, თხელ ან მოცულობით სვიტერთან. მოდური დიზაინერების აზრით, ასეთი ქურთუკი მამაკაცის შემოდგომის გარდერობში მუსტ-ჰავე არის.

მოდური პრინტი

მონოქრომულობის მომხრეებისთვის საუკეთესო იქნება თხელი, ზოლებიანი ან უჯრიანი ტანსაცმელი. ექსტრაგავანტური ნატურებისათვის შეიძლება განიხილებოდეს ანიმალური პრინტიც.