როგორი მამაკაცები არ უყვართ ქალებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორი მამაკაცები არ უყვართ ქალებს

მგრძნობიარე

არსებობენ მეტისმეტად ემოციური მამაკაცები, რომლებიც ყველას უზიარებენ საკუთარ გრძნობებს, განცდებსა თუ შთაბეჭდილებებს... მათ აკლიათ თავდაჯერება და სურთ, განუწყვეტლივ ესმოდეთ, რომ თქვენს შორის ყველაფერი რიგზეა, რომ აქვს კარგი სამსახური, ჰყავს შესანიშნავი მეგობრები და ა. შ.

მამაკაცს ისეთი თვისებები უხდება, როგორიც არის თავდაჯერება და დამოუკიდებლობა. ქალი ცდილობს, მოიპოვოს მამაკაცი, რომელიც ძლიერი ნებისყოფითა და სიმტკიცით გამოირჩევა, ამიტომ თქვენმა სენტიმენტალურობამ შესაძლოა დააფრთხოს. თუმცა ქალები წინააღმდეგობრივი არსებები არიან - შესაძლოა, ორი ურთიერთგამომრიცხავი თვისება მოეწონოთ, ხოლო როდესაც უფრო მეტად დაუახლოვდებით, თქვენი სულიერება თქვენს კოზირად იქცევა. აი, მაშინ კი შეგიძლიათ, იმდენი ესაუბროთ რომანტიკაზე, რამდენიც გნებავთ - დააინტერესებს კიდეც, რა გიდევთ გულსა და გონებაში.

 

პრაგმატული

ურთიერთობას ისე არაფერი ვნებს, როგორც პრაგმატულობა - არავითარი სიურპრიზი და მოულოდნელობა, მხოლოდ მოწყენილობა... შემოქმედებითი, თავისუფალი სული იზიდავს ქალებს, ამიტომაც არის, ასე ხშირად რომ უვარდებიან ხელში "ცუდ ბიჭებს". ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კრიმინალი გახდეთ. უბრალოდ, იყავით მრავალფეროვანი, პრაგმატულობას დროდადრო ცოტაოდენი სიგიჟე შეუნაცვლეთ. თაიგულით ხელში აივანზე აცოცებას და იქიდან თავდაყირა გადმოშვებას არავინ გთხოვთ; საკმარისია, მოულოდნელად დაურეკოთ თქვენი თაყვანისცემის ობიექტს და ბუნების წიაღში გასეირნება შესთავაზოთ, გამოფენაზე ან სპექტაკლზე დაპატიჟოთ.

 

ქედმაღალი

ამ ტიპის მამაკაცს პატივისცემის ღირსად მხოლოდ სოციალური სტატუსი მიაჩნია, უბრალო ხალხს კი თავს იშვიათად უყადრებს და მაშინაც ისე, თითქოს მოწყალება გაიღოო. ქალი მამაკაცს იმით აფასებს, როგორი ურთიერთობა აქვს მას ირგვლივ მყოფებთან და ამგვარად ასკვნის, როგორ მოეპყრობა მას უფრო ახლო ნაცნობობის შემთხვევაში. ასე რომ, თუ ქალზე შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ, ირგვლივ მყოფებისადმი მეტი პატივისცემა გამოამჟღავნეთ.

 

უზრდელი

მაშინაც კი, როცა ქალის საზოგადოებაშია, მოურიდებლად ათვალიერებს სხვა ქალებს და შესაძლოა, ფლირტიც კი გააბას. ამ ტიპის მამაკაცი ურცხვად ტრაბახობს სასიყვარულო ფრონტზე საკუთარი მიღწევებით. ზოგადად, ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ეს მამაკაცი ქალებს პატივს არ სცემს.

 

ძუნწი

იგი ძნელად თუ გაიმეტებს ფულს თაიგულისთვის და ყოველთვის იაფფასიან ღვინოს დაუკვეთს. ქალი პირველივე პაემანზე იგრძნობს სასტიკი ეკონომიის რეჟიმს. სიტყვები: "ეკონომია" და "ბიუჯეტი" პირველ პაემანზე უადგილოა. თაყვანისცემის სტადიაში ქალი თავს განსაკუთრებულად უნდა გრძნობდეს, სხვაგვარად არაფერი გამოვა.

 

კამათის მოყვარული

მას შეუძლია, ყოველგვარი დიალოგი სიტყვიერ ბატალიად აქციოს. ამ დროს ქალი თავს უხერხულად გრძნობს. ის იძულებულია, თავი დაიცვას და იმაზე იფიქროს, რისი თქმა შეიძლება და რისი - არა.

კამათის მოყვარულთან ურთიერთობა ერთგვარი სტრესია. თუ თქვენ ეს თავისებურება გახასიათებთ, ეცადეთ, პაემანის დროს მოეშვათ. წინასწარ იფიქრეთ თემებზე, რომლებზეც შეიძლება ესაუბროთ თანმხლებ ქალბატონს.

 

ყოველთვის მართალი და შეუცდომელი

ასეთ მამაკაცს მიაჩნია, რომ ყველას განსჯის უფლება აქვს და პირველივე პაემანზე უთითებს ქალს, რა გააკეთოს და რა არა. ქალს ეს, ბუნებრივია, აღიზიანებს და აბრაზებს - ვის მოეწონება პირველივე პაემანზე დატუქსვა? უცნობი ადამიანის საქმიანობა, თვისებები, ქცევა მისი პირადი საქმეა. თუ პირველივე პაემანზე არ მოგეწონათ რამე, ამ ქალთან ურთიერთობას ნუღა გააგრძელებთ. ყველა ადამიანს აქვს ღირსებები და ნაკლოვანებები, ზოგიერთზე თვალის დახუჭვა შეიძლება, ზოგიერთზე - არა, ადამიანის გადაკეთება კი ამაო გარჯაა.

 

ქალთმოძულე

ასეთი ტიპის მამაკაცები არ ფარავენ ქალების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას, არ იშურებენ მათი მისამართით დამცინავ და შეურაცხმყოფელ კომენტარებს. ეს ერთადერთი თვისებაა, რომელიც ნებისმიერი ქალის მხრიდან ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურ რეაქციას იწვევს. თუ ქალთმოძულე ბრძანდებით, საერთოდ რაში გჭირდებათ ქალთან შეხვედრა? რათა კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ საკუთარი პოზიციის სისწორეში? თუ იდეალის პოვნის იმედი გაქვთ? თუ ასეა, მოგიწევთ, ილუზიებისგან გათავისუფლდეთ და ფსიქოლოგია შეიცვალოთ, გახდეთ უფრო მომთმენი და მიმტევებელი.