მამაკაცის სპორტული კოსტიუმი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცის სპორტული კოსტიუმი

მოდურმა სპორტულმა ტანსაცმელმა კაცს არ უნდა შეუზღუდოს მოძრაობა და თავი მოხერხებულად უნდა აგრძნობინოს.

სპორტული კოსტიუმი მამაკაცის გარდერობის სრულუფლებიანი სამოსია. შესაბამისად, ის პერიოდულად იცვლის თარგსა და სიგრძეს. ამ საკითხში ტონს წამყვანი სპორტული ბრენდების დიზაინერები იძლევიან. ისინი სპორტულ სამოსს სპორტული სტილის კოსტიუმებად და აქტიური სპორტისა და ვარჯიშისთვის გამოსადეგ ტანსაცმლად ყოფენ. ყურადღება უნდა გამახვილდეს ქუჩისა და სპორტული დარბაზებისთვის განკუთვნილ ტანსაცმელს შორის სხვაობაზე, გასათვალისწინებელია სეზონური ფაქტორებიც.

ზამთრისა და გარდამავალი პერიოდის ქურთუკები არის ნახევრად მომდგარი და ისეთები, რომლებიც არ ზღუდავს მოძრაობას. ზაფხულის ქურთუკები კი უფრო ტანზე მომდგარია. აქტუალობას არ კარგავს ჰუდები – ტრადიციული კაპიუშონითა და თასმებით. ისინი შეიძლება იყოს ფართოც და ტანზე მომდგარიც, მამაკაცის ათლეტური აღნაგობის გამოსაკვეთად. ამგვარი სამოსი იცავს მამაკაცს გაციებისგან დარბაზში ვარჯიშის შემდეგ, ძალზე მოსახერხებელია გარეთ ზომიერი ფიზიკური აქტივობის დროსაც.

სპორტული შიკი (ბრწყინვალება)

ყველაზე წინააღმდეგობრივი ფორმატია, რადგანაც ამ თარგის სპორტულ ტანსაცმელს ხშირად აქვს ჰიპერტროფირებული მოცულობები ან არასტანდარტული სახე. შარვლის ფასონად ხშირად გამოიყენება ჩინოსი – ვარიანტი, რომლის ხმარებაც შესაძლებელია ყველაფერთან, კლასიკურ პიჯაკთანაც კი.

სამხედრო სტილი

სამხედრო სტილი კარგად ერგება სპორტული კოსტიუმის ესთეტიკას. ამ სტილს მრავალი განშტოება აქვს. სამხედრო სტილისტიკის ელემენტების მქონე სამოსის გამოყენება შესაძლებელია ფუნქციური ან ქუჩაში ვარჯიშისას, სირბილის დროს. სპორტული კოსტიუმი ბამბისა უნდა იყოს.

ქუჩის სტილი

ამ სტილის ბევრი ელემენტი აქტიური სპორტული მიმართულებებისგანაა ნასესხები, ასეთებია: სერფინგი, სტრიტბოლი. ტრადიციულად მიიჩნევა მკერდზე ამოჭრილი გრძელი მაისური და გრძელი შორტი, რომელიც მუხლებს ფარავას. ქსოვილი უნდა იყოს ბამბის, მსუბუქი, სპორტსმენის სილუეტის გამოსაკვეთად სასურველია შერეული ჰქონდეს სინთეზური ბოჭკო.

მჭიდრო ტრიკოტაჟის თბილი ჰუდი და შარვალი მშვენივრად ეხამება თერმოთეთრეულს და საშუალებას იძლევა არ შეიზღუდოს სპორტსმენის ფიზიკური აქტივობა.

კლასიკური სპორტული კოსტიუმი

ტრადიციული სპორტული კოსტიუმი ელვა შესაკრავითა და სწორი შარვლით აქტუალურია დღემდე. როგორც წესი, კლასიკური მოდელები მსოფლიო ბრენდების ხაზებში კუთვნილ ადგილს ინარჩუნებს.

ტურისტული კოსტიუმი

სპორტულ მოდაში ეს მიმართულება იახტინგიდან და ჩოგბურთიდან შემოვიდა. სტილის ძირითადი მოთხოვნაა მოკლე ქვედა ნაწილი და ნახევრად მომდგარი ზედა სამოსი. აუცილებელია თავსაბურავი, რადგან სტილი ღია ცის ქვეშ დიდხანს ყოფნას გულისხმობს. ეს კოსტიუმი კომფორტულია ზომიერი ფიზიკური აქტივობისთვის.

პიჟამას სტილი

ველიურის კოსტიუმის მოდა მამაკაცებთანაც დამკვიდრდა, მიუხედავად იმისა, რომ კაცებს კომფორტულ ბამბის მოდელებსაც სთავაზობენ. ორივე კონცეფცია კარგად ჯდება თავისუფალი და მსუბუქი პიჟამას სტილში, ამგვარი ტანსაცმელი უფრო მეტად სახლისას ჰგავს, ის არ ზღუდავს მოძრაობას.

პოპულარული ფერები

მამაკაცის სპორტული კოსტიუმის ფერთა გამა თანამედროვე ვერსიით სრულიადაც არ უნდა იყოს ულტრათავშეკავებული, ზოგჯერ მინიმალიზმი სასარგებლოა, მაგალითად, ველიურის შემთხვევაში, რომელსაც ისედაც საკმარისი ელვარება გააჩნია. მამაკაცის სპორტული ტანსაცმლის ფერები საკმაოდ დემოკრატიულია. ყურადღების ცენტრში რამდენიმე მიმართულებაა.

თეთრი – უნივერსალური ფერი ნებისმიერი ქსოვილისა და ფაქტურისათვის. ვისაც თეთრი მოსაწყენად ეჩვენება, შეუძლია აქსესუარებით გამოაცოცხლოს, მაგრამ გადამეტებაც არ ღირს. ტოტალ წჰიტე ხაზს უსვამს ფიგურის არასრულყოფილებასა და დისპროპორციას. დიზაინერები უფრო რაციონალურ გადაწყვეტას სთავაზობენ მამაკაცებს – კონტრასტული თეთრი ზედა და მუქი ქვედა.

წითელი და ბორდოსფერი – კეთილშობილური დომინანტური ფერებია, რომლებიც ადამიანის ლიდერობასა და ქარიზმას გამოკვეთს. მამაკაცის სამოსის კოლექციაში მკვეთრი ფერები კონტრასტული ნეიტრალური დეტალებით შეიძლება შესუსტდეს. ამას გარდა, გამოიყენება წითელის სხვადასხვა კომბინაცია, მარჯნისფრიდან ალუბლისფრამდე.

სალათისფერი – არაერთგვაროვანი, მაგრამ საყურადღებო ფერია. სპორტული დარბაზისთვის ის ზედმეტად აქტიურია, მაგრამ კარგად ესადაგება ქუჩის სპორტს, სირბილს, ველოსიპედით სეირნობას. ასეთი ფერი შორიდანვე შესამჩნევს ხდის ათლეტს.

რუხი – კლასიკური ნეიტრალური ვარიანტია. ასეთი ფორმა უნივერსალურად გამოიყურება.

ინდიგო – ლურჯისა და ცისფრის ყველა ტონალობა კარგად ეხამება ერთმანეთს, ასევე ჰარმონიულად ესადაგება რუხსა და თეთრს.

შავი – კლასიკური ფერი. გარდა ძირითადი ფერთა გამისა, ისევ მოდურია ლითონისფერი, სტაფილოსფერი, იასამნისფერი, იისფერი, ფირუზისფერი, რომლებიც უპირატესად ზაფხულის კოლექციებშია წარმოდგენილი.