სტილის გაკვეთილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სტილის გაკვეთილები

არ შეუშინდეთ ვარდისფერს. ამ ფერში არის რაღაც მიმზიდველი. გარდა ამისა, ის სასიამოვნო ელფერს აძლევს პრაქტიკულად ყოველგვარ სახის კანს. ვარდისფერ პერანგსა თუ ქურთუკში გამოწყობილი მამაკაცი თავდაჯერებულობისა და მგრძნობიარობის განსახიერებაა. ქალებს ქვეცნობიერად იზიდავს ვარდისფერი, ამიტომ თუ თქვენს ჩაცმულობაში ერთი შტრიხი მაინც იქნება ვარდისფერი, ქალბატონების მზერა თქვენზე შედარებით მეტხანს შეჩერდება. სოლიდური საქმიანი კოსტიუმი შეიძლება გაალამაზოთ და გაახალისოთ ელეგანტური ვარდისფერი პერანგით ან ჰალსტუხით.

შავი შავს არ ეთანადება. მამაკაცებს უყვართ შავის შავთან შეხამება. მაგრამ ვურჩევთ, ფრთხილად იყვნენ - შავის სხვადასხვა ტონის კომბინაცია ყოველთვის არ არის დახვეწილი. ერთი შეხედვით შავ პერანგს შესაძლოა დაჰკრავდეს იისფერი ან მუქი ლურჯი ელფერი, ხოლო შავ შარვალს - ყავისფერი. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, შავის სხვადასხვა ტონი იდეალურად ეხამებოდეს ერთმანეთს. შესაძლოა, მათ შორის განსხვავება შესამჩნევი არც იყოს, მაგრამ ანსამბლის ფერთა გამის მთლიანობა დაირღვეს.

გადააგდეთ უფორმო ფეხსაცმელი. ასეთი ხაზგასმით მამაკაცური ფეხსაცმელი მოდური იყო ათი წლის წინ. სადღეისოდ ყველაფერი შეიცვალა - კვადრატულცხვირიანი ფეხსაცმელი აქტუალური აღარ არის. მას დიდი ხანია ეკუთვნის დამსახურებული დასვენება, მის ნაცვლად კი უფრო კლასიკური მოდელი შეიძინეთ.

ყურადღება მიაქციეთ ულტრამარინს, იმავე ცისფერს, ოღონდ - უფრო ბაცს. ეს ფერი აცოცხლებს სახის ფერს და შესანიშნავია პერანგისთვის. ამასთანავე, თავი შორს დაიჭირეთ კრემისფერისა და, საზოგადოდ, პასტელის ტონებისაგან. ასეთი ფერის პერანგი იშვიათად რომ ვინმეს მოუხდეს - ბაც ფონზე სახე არაჯანსაღ მოყვითალო ან მორუხო ელფერს იღებს.

დაივიწყეთ თმის გელი. დახვეწილი ვარცხნილობის მოყვარულებს თმის საფიქსაციოდ დღეს უამრავი სხვა საშუალების შეძენა შეუძლიათ. გელით გაპოხილი თმა დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. დღეს მოდაში ბუნებრიობაა. გელი გასული საუკუნის გადმონაშთია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, გაპოხილი თმა სიცხეში უსუფთაოდ გამოიყურება. არ არსებობს ჩანთა "messenger bag"-ზე უკეთესი. ფოსტალიონის მხარზე გადასაკიდებელი ჩანთა მამაკაცის მოდის უკანასკნელი ტენდენციების ხორცშესხმაც არის და უარყოფაც, რაც ამ აქსესუარს მოდის ნამდვილი მიმდევრებისთვის ერთიორად მიმზიდველს ხდის. ფოსტალიონის ჩანთა ერთსა და იმავე დროს დაუდევრადაც გამოიყურება და მოდურადაც. ის იდეალურად ავსებს მრავალი მამაკაცისთვის საყვარელ მაისურისა და ჯინსის ანსამბლს. ამ აქსესუარს ერთი საიდუმლოც აქვს: რაც უფრო ძველი და გაცვეთილია, მით უკეთ გამოიყურება, რადგანაც მასში მთავარი ინდივიდუალურობაა.

ობიექტურად შეაფასეთ თქვენი თეთრეული. თვალი გადაავლეთ ქვედა საცვლების მარაგს, შეამოწმეთ, როგორ მდგომარეობაშია იგი, ცალკე გადააწყვეთ გადასაყრელი საცვლები, ცალკე - ის, რის ჩაცმაც ჯერ კიდევ შეიძლება. დახეული ქვედა საცვალი არამც და არამც არ ჩაიცვათ. ცხადია, ირგვლივ მყოფები ამას ვერ შეამჩნევენ, მაგრამ თქვენ თვითონ, გულის სიღრმეში მაინც, ისე თავდაჯერებულად ვეღარ იგრძნობთ თავს. გარდა ამისა, დახეული თეთრეული ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას, ვერ იცავს ხახუნისგან სხეულს და აღარც ჰიგიენური დატვირთვა აქვს.

შეარჩიეთ შესაფერისი არომატი. მოიმარაგეთ რამდენიმე ოდეკოლონი ცხოვრების ყველა შემთხვევისთვის. ზაფხულობით უმჯობესია ისარგებლოთ უფრო მსუბუქი არომატით. ეცადეთ, შეიძინოთ ისეთი ოდეკოლონი, რომლის კომპოზიციაშიც შედის მუშკის, ჰიაცინტისა და მსგავსი ნოტები. მამაკაცის კლასიკური საზაფხულო არომატებია: Calvin Klein, Issey Miyake, Marc Jacobs, Aqua di Gio, Givenchy.

არ დაივიწყოთ აუცილებელი და მოდური საგნები. არსებობს რამდენიმე ნივთი, რომელთა გარეშეც ზაფხულში ფონს ვერ გახვალთ:

  • გახეხილი მუქი ჯინსის შარვალი კლასიკაა, რომელიც ჯერჯერობით არავის შეუცვლია. ასეთი ჯინსი ნებისმიერ სიტუაციაში გადაგარჩენთ.
  • აუცილებელი ნივთია მოკასინებიც - მსუბუქი ფეხსაცმელი, რომელიც საოცრად უხდება ჯინსს. მოკასინების მაგივრობას რეტრო-სტილის კედებიც გაგიწევთ. ისინი  ნებისმიერი კოსტუმის პათოსს გაანელებს.

დაბოლოს, აუცილებლად შეიძინეთპერანგი-პოლო, რომელიც ზაფხულთან ასოცირდება. ყველა ეს ნივთი დაგეხმარებათ თანამედროვე მამაკაცის ელეგანტური სახის შექმნაში, რომელიც იცნობს მოდას, აქვს საკუთარი სტილი და შეუძლია, ჩაცმაში საკუთარ თავს ცოტაოდენი დაუდევრობის უფლება მისცეს.