როგორ შევარჩიოთ მამაკაცის ხარისხიანი წინდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევარჩიოთ მამაკაცის ხარისხიანი წინდა

მოდურმა მამაკაცმა წინდაც კი შეიძლება გამოიყენოს ორიგინალური ლუქის შესაქმნელად. ამას გარდა, სტილისტები უამრავ რჩევას იძლევიან, როგორ შევუხამოთ სიგრძე, ფერი და დიზაინი გარდერობის სხვა ნივთებს. ამისათვის, უპირველესად, ხარისხიანი წინდაა საჭირო. ცოტა მამაკაცმა თუ იცის, როგორია წინდის შერჩევის კრიტერიუმები. ხარისხიანი წინდები გამოირჩევა შემდეგი მაჩვენებლებით:

  • ჰიპოალერგიული ქსოვილის 100%-ით ნატურალური შემცველობა;
  • ქსოვილის დრეკადობა, რის გამოც წინდა ადვილად იღებს ჩაცმისას ტერფის ფორმას, გახდის შემდეგ კი უბრუნდება პირვანდელ მდგომარეობას;
  • შესაბამისი ფასი, რომელსაც განაპირობებს ხარისხი;
  • მწარმოებლის საიმედოობა და კარგი რეპუატაცია;
  • ხარისხიანი თარგი, უხეში ნაკერების არარსებობა.

ხარისხიანი წინდის შერჩევისას მამაკაცმა პირველ რიგში ყურადღება უნდა მიაქციოს წელიწადის დროსა და ამინდს. რადგანაც წინდის უპირველესი დანიშნულება ცივ პერიოდში ფეხების გათბობაა. ამას გარდა, ყურადღება უნდა მივაქციოთ წინდის რეზინას, ქუსლსა და თითების ადგილს.

ცხადია, ბრენდი მნიშვენლოვან როლს ასრულებს წინდის შერჩევაში. სტილისტები გვირჩევენ ყურადღება გავამახვილოთ ქსოვილის შემადგენლობაზე.

  • ბამბა – ჰიგიენური, ჰიგროსკოპიული, თბოიზოლაციური ქსოვილია, რომელიც არაერთ წელს გაძლებს;
  • შალი – შესანიშნავი ქსოვილია თბოიზოლაციური თვისებებით, მაგრამ არაფორმალური მოდელის ვარიანტია;
  • სელი – მაღალი ჰიგროსკოპიული მაჩვენებლით გამორჩეული ფაქტურაა, ჰაერს ატარებს და ჰიგიენურია;
  • ბამბუკის ბოჭკო – ბოლო თაობის სინთეტიკური მასალა კარგი ჰაერგამტარობის მაჩვენებლით;
  • ქაშმირი – რბილი და დრეკადი, ძვირფასი ქსოვილი, რომელიც მაქსიმალური კომფორტის გარანტიაა;
  • აბრეშუმი – შესანიშნავი ვარიანტია ზაფხულის სეზონისთვის, ეხამება მამაკაცის საზეიმო და ოფიციალურ გარდერობს. ხშირად მამაკაცის ბრენდული წინდები იწარმოება აბრეშუმისა და ქაშმირის ნარევით, მაგრამ ქსოვილის სტანდარტული ვარიანტი არის ბამბა და შალი.

წინდის რეზინა არ უნდა იყოს ძალიან მჭიდრო, მაგრამ არც ძალიან თავისუფალი. სასურველია, რომ ის იყოს ორშრიანი, რბილი, ელასტიკური, მოქნილი და ექვემდებარებოდეს გაჭიმვას.

მნიშვნელოვანია, რომ წინდა იყოს მჭიდრო სტრუქტურის. მნიშვნელოვანი კრიტერიუმია წინდის სიგრძე. იდეალურ ვარიანტში ის ისე უნდა ფარავდეს ფეხს, რომ ჯდომის დროსაც არ ჩანდეს შიშველი ფეხი.

წინდის ყველაზე სუსტი ადგილი ქუსლია, რადგანაც ამ ადგილში ის ადვილად იხევა. საიმედო მწარმოებლები ამ ადგილს განსაკუთრებით აძლიერებენ.

თანამედროვე ტექნოლოგები ძალზე დაწინაურდნენ და საუკეთესო თვისებების, ხარისხიანი ქსოვილების ფართო არჩევანს გვთავაზობენ. წინდების შემადგენლობაში, როგორც წესი, რამდენიმე ქსოვილი გამოიყენება, რომ ხმარებისას ფუნქციური და მედეგი ვარიანტი მივიღოთ. ძირითადი საფუძველი უნდა იყოს ნატურალური, ჰიპოალერგიული ქსოვილი.

თუ მამაკაცს სჭირდება წინდა, რომელიც იდეალურად დაჯდება ფეხზე, სპეციალისტები გვირჩევენ ლიკრის შემცველ მოდელებს. ხარისხიანი წინდა, გაჭიმვის შემდეგ, სწრაფად იღებს პირვანდელ ფორმას.

სადღეისოდ მამაკაცის ხარისხიანი წინდები შეიძლება გამოვარჩიოთ ისეთი მაჩვენებლებით, როგორებიცაა: მასალა, სტილი, მოდელი, ფერები, პრინტი, ფორმალური ან არაფორმალური სტილი. ყველაზე მთავარი მაჩვენებელი კი ხარისხია, რადგანაც ხარისხიანი წინდა დიდხანს ძლებს და ინარჩუნებს ფორმას.

სტილისტები გვირჩევენ, ყურადღებით მოვეკიდოთ წინდების შერჩევას, რადგან გარდერობის ეს დეტალი მნიშვნელოვანია მამაკაცის სტილის წარმოსაჩენად.