2020 წლის მამაკაცის ტანსაცმლის მოდური ტენდენციები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

2020 წლის მამაკაცის ტანსაცმლის მოდური ტენდენციები

საკუთარი შეხედულებისამებრ. 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის პოპულარული ტენდენციებია:

#1. ველიური

ხავერდი, ველიური, ველვეტი პოპულარობის პიკზეა. ამ სეზონზე მოდურია ტექსტურირებული მასალები. განსაკუთრებული მოთხოვნა იქნება ხავერდის ბლეიზერზე. ის უნდა შევუხამოთ სადა ქსოვილის კლასიკურ შარვალს. ველიურის კოსტიუმებიც პოპულარული იქნება. მსგავსი მოდელები შესამჩნევი იყო Dოლცე & Gაბბანა-ს, Bალმაინ-ის, Bრიონი-ს და სხვა ცნობილი სახელოვანი დიზაინერების ჩვენებებზე.

ფერები კი: შავი, მუქი რუხი, ყავისფერი, ფირუზისფერი და იისფერი.

#2. უჯრედები

წვრილი ზოლები უკანა პლანზე გადადის. 2020-ში უფრო პოპულარული უჯრედებიანი პრინტია.

ამგვარი მოდური პრინტი შეიძლება გამოვიყენოთ საქმიან კოსტიუმზე, პალტოზე, პერანგებსა და ჯემპრებზე.

#3. კომბინიზენები

ეს ტრენდი, დიდი ხანი არაა, რაც ქალების გარდერობში გამოჩნდა. ამ სეზონზე კომბინეზონები მამაკაცის მოდაშიც შემოიჭრა. ძლიერი სქესის წარმომადგენლებისთვის ის უპირატესად სპორტულ სტილშია შესრულებული.

#4. კოსტიუმი

მამაკაცისთვის საუკეთესო არჩევანია კოსტუმი სამეული. ის ხაზს უსვამს მის საქმიან სტილსა და საზოგადოებრივ მდგომარეობას. გაზაფხულ-ზაფხულის სეზონზე ტრენდულია კლასიკური ნაცრისფერი სამეული, უჯრედები და ნაზი ველიურის ტექსტურა.

#5. ლოგო პრინტი

2020 წლის მამაკაცის მოდურ ნივთებს შორის უნდა გამოიყოს ბრენდირებული ნივთები, რომელზეც გამოსახულია მოდის სახლების ლოგოები ან დიზაინერთა ინიციალები. ლოგოს პრინტის განთავსება შესაძლებელია მამაკაცის ნებისმიერ სამოსზე: მაისურზე, ქურთუკებზე, როლინგებსა თუ ჯემპრებზე.

#6. ნაქსოვი ტანსაცმელი

ცივ ამინდში ნაქსოვ ტანსაცმელზე უკეთესად ვერაფერი ათბობს, დამატებით შესაძლებელია მოდური სამოსის შექმნაც. ამასთან, რაც უფრო მსხვილია ნაქსოვი და გრძელია სახელო მით მეტად მოდურია სამოსი.

#7. ფერადი მოტივები

ფერადი პრინტები დიდი ხანია მხოლოდ ქალების პრეროგატივა აღარ არის. დღეს ის უხვადაა მამაკაცის ტანსაცმლის დეკორშიც. ვარდები და გვირილები მხოლოდ ქალებს როდი უხდებათ. პირიქით, სწორად დოზირებული ფერები ორიგინალობას შესძენს სტილს. ფლორისტული მოტივები შეიძლება პერანგსა და ქურთუკზეც გამოისახოს.

#8. გრძელი შარფები

თუ გასულ წელს ყველაზე მოდური აქსესუარი კონტრასტული ტყავის ხელთათმანები იყო, 2020-ში ტრენდული იქნება გრძელი ნაქსოვი შარფები. რაც უფრო გრძელია შარფი, მით მოდურია.

დიზაინერები გვირჩევენ, შარფების ფერთა ტონალობა შევუხამოთ ზედა სამოსსა და ქუდს. მოდური აქსესუარი გამოვიყენოთ კომბინაციაში მკაცრ კოსტიუმთან, სვითშოთთან, სვიტერთან.

ფეხსაცმლის მოდური ტენდენციები

2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის მამაკაცის მოდური ფეხსაცმელი გააერთიანებს კლასიკურ და სპორტულ სტილს. ტრენდულია სპორტული სტილი, ფეხსაცმელი სქელ ძირზე და მსუბუქი მოკასინები. აქტუალური დეტალებიდან უნდა გამოვყოთ დიდი რაოდენობით ხვრელები და პერფორაციები, მკვეთრი თასმები. საკვანძო ფერებია შავი, ყავისფერი, რუხი და სხვა. მოდური იქნება ასევე მუქი ალუბლისფერი, ლურჯი, ზურმუხტისფერი, ყვითელი და თეთრი.

ქურთუკები

2020-ის გაზაფხულისთვის დიზაინერებმა მამაკაცებს მოდური ქურთუკების დიდი არჩევანი შესთავაზეს. უპირატესობა მიენიჭა შავ ფერს. თუმცა, ვისაც სურს, შეუძლია აირჩიოს მდოგვისფერი, ნაცრისფერი, ღვინისფერი, ქლიავისფერი და ქვიშისფერი ტონალობები.

ჯინსები

მოდურია კლასიკური, სქინი, დაბალი წელის, ფართო ჯინსის მოდელები.

ყურადღება უნდა გამახვილდეს არა მარტო თარგზე, ფერზეც. ტრენდულია მუქი და ღია ლურჯი ფერის ჯინსი, იასამნისფერი შარვლები, ასევე კომბინირებული ტონალობის ნაწარმი.