მარტოობის მოკრძალებული ხიბლი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მარტოობის მოკრძალებული ხიბლი

ამ ბიჭუნას არ სურდა, გაზრდილიყო. თქვენ გგონიათ, ასეთი გმირები მხოლოდ ზღაპრებში ცხოვრობენ? არა, ისინი ჩვენს შორისაც მრავლად არიან. სულის სიღრმეში ასეთი მამაკაცები რჩებიან ბიჭუნებად, რომელთაც არ შესწევთ სერიოზული ურთიერთობის უნარი. მათთვის ქორწინება თავისუფლების დაკარგვასთან, უზრუნველი ცხოვრების დასასრულთან ასოცირდება. "პიტერ პენის" ტიპისთვის ყველაზე სასიამოვნო საქმიანობაა, მიჰყვეს დინებას ზედმეტი ძალისხმევის დაუხარჯავად. ღუზის ჩაშვება მშვიდ ნავსადგურში? - არავითარ შემთხვევაში! ასეთი მამაკაცები მანამდე დარჩებიან მარტოხელებად, ვიდრე ფსიქოლოგიურად არ მომწიფდებიან სრულფასოვანი ურთიერთობისთვის, რომელიც ურთიერთპასუხისმგებლობას დაეფუძნება.

 

2. საქმე უპირველეს ყოვლისა!

დღეს მოდურია, იყო საქმიანი მამაკაცი. არც ერთ ჩვენგანს არ სურს, 30-40 წლის ასაკში ხელმოცარულ და არაფრის მაქნის პიროვნებად იგრძნოს თავი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საჭიროა მუშაობა, მუშაობა, მუშაობა... შესვენების დროს კი - ხანმოკლე სასიყვარულო თავგადასავლები. ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის ვის სცალია... ზოგჯერ მთელი არსებით სამუშაოში ჩაძირვა მშვენიერი საბაბია მარტოხელობის გასამართლებლად. პროფესიული წარმატება პირად ფრონტზე გადატანილი წარუმატებლობის კომპენსაციას ახდენს. მამაკაცი, რომელიც დღედაღამ დაკავებულია, გაურბის შინაგან პრობლემებს: მას აკლია თავდაჯერება, ეშინია ხელის მოცარვისა. საქმიანი მამაკაცის მარტოხელა ცხოვრება ხშირად მანამდე გრძელდება, ვიდრე მამაკაცი არ მიაღწევს სტაბილურ ფინანსურ მდგომარეობას ან არ შეხვდება ქალს, რომელიც დაეხმარება მას, თავი გაართვას პირად პრობლემებს.

 

3. მეფის ასულის ძიებაში

ძლიერი სქესის ზოგიერთ წარმომადგენელს ძალიან უჭირს, არჩევანი ერთ ქალზე შეაჩეროს. ქორწინება საკმაოდ სერიოზული ნაბიჯია, ამიტომ ისინი ცდილობენ, წინასწარ გათვალონ მოსალოდნელი შედეგი, ხვდებიან ერთ ქალს, მეორეს, მესამეს, ეძებენ იდეალს. ბევრს ეშინია შეცდომის. ისინი თვალს ადევნებენ დაქორწინებულ მეგობრებს, აკვირდებიან ერთობლივი ცხოვრების დადებით და უარყოფით მხარეებს. ღალატი, ოჯახური უსიამოვნებები - ეს პრობლემები მათ აშინებთ. ასეთი მამაკაცი რჩება მარტოხელად, ვიდრე არ მოერევა შიშს და არ მოიკრებს მამაცობას, რათა საყვარელ ქალს ხელი და გული სთხოვოს.

 

4. რას იტყვის დედა?!

ამ ტიპის მამაკაცისთვის პირველ ადგილზე მუდამ დედა დგას. ეს ვაჟბატონი ქალიშვილს მანამდე არ სთხოვს ხელს, ვიდრე დედა მის არჩევანს არ მოიწონებს. დედის მოთხოვნები კი მრავალრიცხოვანია. ის მიჯაჭვულია საყვარელ შვილს და არ სურს, ის ვინმეს გაუყოს. შესაბამისად, ვერც ერთი პრეტენდენტი ვერ მიიღებს "გამსვლელ ქულას". დროთა განმავლობაში მამაკაცი ეჩვევა ამ სიტუაციას და საკუთარ თავს მოხუც დედას უძღვნის, გადაეჩვევა ქალიშვილებთან ურთიერთობას და აღარც რამის შეცვლის სურვილი აქვს. დასკვნა: მარტოხელათა ჩამოთვლილი ტიპების დაქორწინება არც ისე ადვილი საქმეა. "პიტერ პენისთვის" პასუხისმგებლობა შესაძლოა მძიმე ტვირთი აღმოჩნდეს. საქმიანი მამაკაცი ადრე თუ გვიან დადგება არჩევანის წინაშე: ან ცოლი, ან სამუშაო. ასეთივე არჩევანის წინაშე დადგება "დედიკოს ბიჭიც", რომელიც საბოლოოდ ალბათ  დედის კალთას აირჩევს. თუ მაინც გადაწყვიტა სერიოზული ნაბიჯის გადადგმა,  შეეცდება, მეორე "დედა" იპოვოს. ზემოქმედება ასეთ მამაკაცზეც შეიძლება. მთავარია, მოვლენები არ დავაჩქაროთ. მამაკაცი თანდათანობით უნდა მომწიფდეს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მისაღებად.