ლუდის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლუდის შესახებ

 

სამწუხაროდ, ეს მთლად ასე არ არის...

ქაფი ვიტამინების ნაცვლად

ახალმოხარშული გაუფილტრავი ლუდი შესაძლოა მართლაც იყოს სასარგებლო: ხარშვის ტექნოლოგიის გამო მასში ჯერ კიდევ მოიპოვება სასარგებლო ნივთიერებები. სხვა შემთხვევაში ვიტამინები ლუდის მომზადების პროცესშივე იშლება (ნაწილი - დუღილისას, ნაწილი - პასტერიზაციის დროს), ხოლო საფუარი იფილტრება. მეტიც: ძლიერი შარდმდენი მოქმედების გამო ლუდი უმოწყალოდ გამოლექავს ორგანიზმიდან კალიუმს, მაგნიუმს, რკინას, კალციუმს, იოდს, მანგანუმს და ამით მეტისმეტად ზრდის თირკმელების დატვირთვას. გარდა ამისა, დღეს კლასიკურ, ქერის ლუდს იშვიათად ხარშავენ, მას ბრინჯით, ხორბლით და სიმინდით ცვლიან, მათი დუღილისას კი წარმოიქმნება ჯანმრთელობისთვის საშიში სპირტები, რომლებიც შინნახად არაყში შემავალი სპირტების ანალოგიურია.

რა ემუქრება გულს

მედიკოსებმა დიდი ხანია შეამჩნიეს, რომ ”ლუდომანებს” დამახასიათებელი ღიპი უჩნდებათ, აბდომინა-ლური სიმსუქნე კი ხშირად იწვევს გულის უკმარისობას და ინსულტს. გარდა ამისა, ნახშირწყლები, რომლებიც ლუდში უამრავია, აფართოებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის სისხლძა-რღვებს, რის გამოც სითხე უფრო სწრაფად გადადის სისხლში. შედეგად სისხლძარღვები გადაივსება, რაც გულის ღრუების გაგანიერებას და კედლების გასქელებას იწვევს. ამის შედეგად გული ფაშრდება და სისხლის აორტაში გადასროლა უჭირს. ამ მოვლენას მედიცინაში ლუდის გულის სინდრომს ან კაპრონის წინდის სინდრომს უწოდებენ.

  • დაიმახსოვრეთ: მათთვის, ვისაც ჰიპერტენზია ან გულის უკმარისობა აქვს, ლუდი უკუნაჩვენებია.
  • ჩვეულებრივი მინერალური წყალი წყურვილს ლუდზე უკეთ მოგიკლავთ.

გზა კუჭზე გადის

ლუდი საჭმლის მომნელებელ სისტემაზე არცთუ სასიკეთო გავლენას ახდენს. განსაკუთრებით მავნეა უზმოზე - დუღილის პროდუქტები და ნახშირორჟანგი აღიზიანებს კუჭისა და ნაწავების ლორწოვან გარსებს, ასტიმულირებს მარილმჟავას გამომუშავებას და კუჭიც, რაკი არაფერი აქვს გადასამუშავებელი, საკუთარი თავის მონელებას იწყებს.

გაცილებით საშიშია ლუდი მათთვის, ვისაც დისბაქტერიოზი, გასტრიტი, მომატებული მჟავიანობა და კუჭის წყლული აქვს.

მათ, ვინც მარცვლეულის მიმართ ალერგიულია, სპეციალისტები ლუდისგან თავის შეკავებას ურჩევენ. მით უმეტეს, რომ ამ სასმელში ხშირად შედის მავნე ნაერთები - კონსერვანტები, რომლებსაც მას შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად უმატებენ.

ნაზი მამაკაცები

ცდება, ვისაც ჰგონია, რომ ლუდის სმა მამაკაცს განსაკუთრებულ შარმს მატებს. ლუდის ზოგიერთი კომპონენტი აძლიერებს და ასტიმულირებს ქალის სასქესო ჰორმონების - ესტროეგენების გამომუშავებას. გარდა ამისა, ლუდი შეიცავს ფიტოესტროგენებს, რომლებიც ესტროგენების ჰორმონული მოქმედების იმიტაციას ქმნის. დროთა განმავლობაში ამან შესაძლოა ჰორმონული დისბალანსი და სხეულის ფემინი-ზაცია გამოიწვიოს: მამაკაცს თანდათან დაუმრგვალდება მუცელი, თეძოები და მკერდი (ქალის ტიპის სიმსუქნე). ამასთანავე, მოიმატებს წყლის ოდენობა ორგანიზმში. საგრძნობლად შემცირდება კუნთოვანი მასა, სხეულისა და სახის თმიანობა და სქესობრივი ლტოლვაც კი.

მიღების წესები

ლუდმა ღიპით რომ არ დაგასაჩუქროთ, სვით კვებისგან დამოუკიდებლად ან მიაყოლეთ ნაკლებკალო-რიული კერძი. სვით ლუდი ნელ-ნელა, მცირე ყლუპებით. ასე კუჭი ნაკლებად იწელება, ხოლო ნახშირორჟანგი ნაკლებ აგრესიულად მოქმედებს. არ დალიოთ ლუდი ღამით - ეს თირკმელებს დამატებით დატვირთავს. ყველაზე უსაფრთხოა მინის ჭურჭელში ჩამოსხმული, ცოცხალი გაუფილტრავი და კლასიკური კასრის ლუდი. ნარკოლოგები მიიჩნევენ, რომ სასიამოვნო გემოსა და მცირე სიმაგრის გამო ლუდის გადაჩვევა ადამიანს უფრო მეტად უჭირს, ვიდრე მაგარი ალკოჰოლური სასმელებისა.