მამაკაცის აქსესუარები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

მამაკაცის აქსესუარები

მამაკაცის აქსესუარები
როცა წვრილმანები გადამწყვეტია სწორად შერჩეული აქსესუარი სრულიად ცვლის მამაკაცის იმიჯს. გარდერობის შეუცვლელად, მოდური შტრიხების გონივრულად შეხამებით, საქმიანი მამაკაცი ღებულობს რომანტიკულ შესახედაობას.

უდავოა, რომ იმიჯი შედგება დეტალებისაგან. წვრილმანები გადამწყვეტია. სწორედ ამიტომ, მამაკაცი ყურადღებით უნდა მოეკიდოს აქსესუარების შერჩევას. თუ არ გინდათ გარეგნული იერსახის გაფუჭება, არ დაზოგოთ თანხები სამშვენისებზე და შეარჩიეთ მხოლოდ ხარისხიანი ნივთები.

მამაკაცის იმიჯისთვის დამახასიათებელია: ელეგანტურობა, თავშეკავება და ხარისხი. ეს ეხება არა მარტო ტანსაცმლის ელემენტებსა და აქსესუარებს, არამედ საკანცელარიო ნივთებსაც. ეს არის სტილის ნიშანი (ცხადია, ზომიერების ფარგლებში).

აქსესუარების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი გემოვნებაა. თუმცა,
რამდენიმე მარტივი წესის გათვალისწინება მამაკაცს წარმატებულ იმიჯს შეუქმნის:


ძვირად ღირებული კოსტიუმი და საათი – მუსტ-ჰავე მამაკაცისთვის

ძვირფასეულობის ტარებისას ყოველთვის დააზუსტეთ აქსესუარის ფუნქცია. ლითონებიდან უპირატესობა მიანიჭეთ პლატინას – ის მამაკაცურ ლითონად ითვლება. ტანსაცმლისა და აქსესუარების სტილი ერთმანეთს უნდა თანხვდებოდეს. რაოდენობის გადაჭარბება გონივრული გადაწყვეტილება არ არის. აქსესუარების
სიუხვე ცუდი გემოვნების მანიშნებელია.

საათი – ყველაზე მთავარი, პრესტიჟული და მდიდრული აქსესუარია. თუ ტანსაცმლის ტრადიციული სტილის თაყვანისმცემელი ხართ, საათი შეარჩიეთ მექანიკური, ისრებიანი, რომლის სამაჯური ჯობს ტყავისა იყოს. არც ისე ელეგანტურად გამოიყურება, მაგრამ სატარებლად პრაქტიკულია კვარცის საათები.

ჰალსტუხის დამჭერი – სჯობს იყოს სადა. არ შეიძინოთ ოქროს იმიტაციის მქონე დამჭერი. მას იაფფასიანი შესახედაობა აქვს. ამ აქსესუარს მიუდექით როგორც ტუალეტის დეტალს, რომელიც იჭერს ჰალსტუხს და არა როგორც სამკაულს. ის უნდა დამაგრდეს გულმკერდის შუაში. შეკრული პიჯაკიდან ჯობს დამჭერი საერთოდ არ ჩანდეს.

საკინძს ატარებენ მხოლოდ ორმაგი მანჟეტის მქონე ან თეთრ პერანგზე, პიჯაკთან ერთად. საკინძის შერჩევისას იხელმძღვანელეთ ელეგანტურობისა და თავდაჭერილობის პრინციპით. სასურველია, რომ სტილით ის შეესაბამებოდეს ჰალსტუხის დამჭერს. საკინძეს სხვადასხვანაირი ფორმები აქვს: ბრტყელი, ოვალური და ა.შ.

ქამარი – მისი ისტორია წინა საუკუნეებიდან მოდის. ქამრის ძირითადი დანიშნულება ბრძოლის დროს მუცლის დაცვა იყო. ახლა ქამრის ტარება წესად იქცა და კარგი ტონის ნიშანია. ქამარი ფერითა და მასალით უნდა ესადაგებოდეს ფეხსაცმელსა და პორტფელს. იდეალურ ვარიანტში, ის საათის სამაჯურსაც უნდა ეხამებოდეს.

საფულე – უნდა იყოს ტყავისა და შეეხამებოდეს ტყავის სხვა აქსესუარს. უმჯობესია მისი პორტფელის მიხედვით შერჩევა. კლასიკურ ფერებად ითვლება შავი და ყავისფერი. პოპულარულია ასევე შოკოლადისფერი, კონიაკისფერი, მუქი მწვანე, რუხი, ბორდოსფერი. პრაქტიკულობისათვის შეარჩიეთ მრავალგანყოფილებიანი მოდელები, რათა ადვილად მოათავსოთ ბარათები და ფული. საფულის სავიზიტო ბარათებითა და ფოტოსურათებით გავსება არასოლიდურია. ამისათვის უმჯობესია ორგანაიზერის შეძენა.

კალმისტარი – აჩვენებს მამაკაცის სოციალურ სტატუსს და მისი როლი საზოგადოებაში არანაკლებია, ვიდრე ძვირად ღირებული შვეიცარიული საათის ან მოდური სათვალისა. უმჯობესია ერთხელ დაიხარჯოთ და ხარისხიანი აქსესუარი შეიძინოთ.

მზისგან დამცავი სათვალე – განსაკუთრებით აქტუალურია ზაფხულის პერიოდში. მცხუნვარე მზეზე სათვალე სამშვენისიდან საჭირო ნივთად გადაიქცევა. ყურადღება მიაქციეთ სიმუქის დონეს. ის არ უნდა იყოს 50%-ზე მეტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხედველობას გაიუარესებთ.

სამაჯურის შერჩევისას იხელმძღვანელეთ იმიჯითა და ცხოვრების წესით. ტყავის სამაჯურები კარგად ესადაგება ჯინსებსა და სპორტული სტილის ტანსაცმელს. საქმიან მამაკაცებს სოლიდურობას მატებს ძვირფასი ლითონის: ოქროს, ვერცხლის, პლატინის – სამაჯურები.

ჩანთა – მნიშვნელოვანი ელემენტია მამაკაცის იმიჯისთვის. ხარისხიანი, სწორად შერჩეული ჩანთა შეიძლება კაცის მოდური იმიჯის ძირითადი ელემენტი გახდეს. უფრო მეტიც, იგი მამაკაცის მაქსიმალურ კომფორტს მოემსახურება. ჩანთის შერჩევაც ცხოვრების წესის მიხედვით უნდა მოხდეს. ოფისის თანამშრომლისთვის პორტფელი იქნება იდეალური ვარიანტი, სტუდენტისთვის – ქალაქური ზურგჩანთა. უნივერსალურად ითვლება „ფოსტალიონის ჩანთა“. მისი ტარება სამსახურშიც შეიძლება და მეგობრებთან ერთად სეირნობის დროსაც.

ქოლგა – ამინდი ხშირად გვიწყობს სიურპრიზებს. შემოდგომა-ზამთარში სრულად რომ ვიყოთ აღჭურვილები, დაგვჭირდება ქოლგა. მამაკაცის ეს აქსესუარი უნდა გამოირჩეოდეს ფერთა სისადავით. შეარჩიეთ შავი, ზოლებიანი ან უჯრედებიანი ქოლგა.

ცხვირსახოცი – უკანასკნელ პერიოდში ძალიან მოდური აქსესუარი გახდა. მისი ტარება შეიძლება როგორც კლასიკურ კოსტიუმთან, ისე ყოველდღიურ პიჯაკთან. ცხვირსახოცი აუცილებლად უნდა იყოს აბრეშუმის, წვრილი ნახატით. ზოლებსა და უჯრედებს სჯობს მოერიდოთ.

მამაკაცის სხვადასხვა აქსესუარის ტარებისა და შეხამებისას, პირველ რიგში, საჭიროა გემოვნება და სითამამე. არ დაზოგოთ სახსრები გარეგნული იერსახის შესაქმნელად. მამაკაცს ბევრი სამკაული არ სჭირდება. უმჯობესია ერთი-ორი, მაგრამ მდიდრული აქსესუარი.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
სამწუხაროდ, მამაკაცთა უმრავლესობა არასწორად იკვებება: ამჯობინებენ ცხიმიან, შემწვარ, ცხარე საკვებს,
მამაკაცის 2020-ის მოდა – არჩევანის თავისუფლება და მრავალფეროვნებაა, ამიტომაც ყველას შეუძლია შეარჩიოს ტანსაცმელი
გრიპისა და ზედა სასუნთქი გზების სეზონური აქტივობისას, ულვაშებსა და წვერს განსაკუთრებულად უნდა მოვუაროთ.
ტრადიციულად, საზოგადოებისთვის მამაკაცი „ძლიერი“, „ჯანმრთელი“ და „საიმედოა“.
როგორ გავუმკლავდეთ მამაკაცის დელიკატურ პრობლემას?
სასქესო ასოს კანის ზედაპირის აქერცვლა მრავალი მამაკაცისთვის საკმაოდ უსიამოვნო სიმპტომია.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად