რა და რატომ არ უნდა დამალოს მამაკაცმა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020

კითხვა-პასუხი

რა და რატომ არ უნდა დამალოს მამაკაცმა

რა და რატომ არ უნდა დამალოს მამაკაცმა
ტრადიციულად, საზოგადოებისთვის მამაკაცი „ძლიერი“, „ჯანმრთელი“ და „საიმედოა“. თუმცა, არსებობს დაავადებათა მთელი ჯგუფი, რომელზე საუბარიც მამაკაცებს ეჩოთირებათ. საქმე ეხება კაცის სასქესო სფეროს დაავადებებს, კერძოდ, სათესლე ჯირკვლის პათოლოგიებს. ეს არის მნიშვნელოვანი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია მამაკაცის შვილოსნობის ფუნქციასა და სასქესო ჰორმონების გამომუშავებაზე. ის ყველა სახის უსიამოვნო ზემოქმედებაზე მაღალი მგრძნობელობით გამოირჩევა.

განსაკუთრებით დიდი პრობლემების მომტანია მამაკაცისთვის ანთების ფონზე განვითარებული ტესტიკულებისა და მათი დანამატების ტკივილი. ექიმები ამ დაავადებას ორქიეპიდიდიმიტს უწოდებენ. იგი გადატანილი ეპიდემიური პაროტიტის ხშირი გართულებაა ან სათესლის ტრავმის შედეგად შეიძლება განვითარდეს. ის შეიძლება აღმოცენდეს როგორც
სხვა ინფექციური დაავადებების (გრიპი, პნევმონია, გონორეა, ქლამიდიოზი, ართრიტი) ან შარდ-სასქესო სისტემის ორგანოების (ურეთრიტი, პროსტატიტი) ანთებითი პროცესის გართულება. პათოგენური მიკროფლორის აქტიურ გამრავლებას ხელს უწყობს ასევე სტრესი, იმუნიტეტის დაქვეითება, გადაცივება, ქირურგიული ჩარევა.

ორქიეპიდიდიმიტით უპირატესად ახალგაზრდა მამაკაცები და ხანდაზმულები ავადობენ. პირველებთან ეს დაკავშირებულია აქტიურ სქესობრივ ცხოვრებასა და სქესობრივი
გზით გადამდები ინფექციებით დასნებოვნების დიდ რისკთან, მეორე შემთხვევაში კი, შარდსასქესო სისტემის ქრონიკულ დაავადებებთან. ორქიტი შეიძლება განუვითარდეთ მცირეწლოვან პაციენტებსაც ვირუსული ინფექციური დაავადებების გართულების შედეგად. სათესლის დაზიანებას შეიძლება ჰქონდეს როგორც ცალმხრივი, ისე ორმხრივი ხასიათი.

დაავადების სიმპტომები მკვეთრად გამოხატული და დასამახსოვრებელია:

  • სხეულის ტემპერატურის მკვეთრი მატება მაღალ ციფრებამდე;
  • სათესლის გამკვრივება და ტკივილი.

ტკივილი შეიძლება გაძლიერდეს სქესობრივი კონტაქტის, ეაკულაციის, დეფეკაციის, ფიზიკური დატვირთვისას. შარდვა შეიძლება იყოს მტკივნეული და უნებლიეც კი. სათესლე პარკი დაზიანებულ მხარეს მნიშვნელოვნად იზრდება, გლუვდება მისი ნაკეცები, კანი ხდება მბრწყინავი და გადაჭიმული. აღინიშნება ანთების ზოგადი სიმპტომები – თავის ტკივილი, გულისრევა, საერთო სისუსტე. აღნიშნული სიმპტომები ორი-სამი კვირის განმავლობაში ნარჩუნება, რის შემდეგაც ტესტიკულების ზომა რამდენიმე თვის განმავლობაში თანდათანობით მცირდება, ზოგჯერ სრულ ატროფიამდეც კი. ცხადია, მამაკაცისთვის სათესლის ატროფია უნაყოფობისა და იმპოტენციის სერიოზული რისკფაქტორია, ამიტომ შეუქცევადი შედეგების თავიდან ასაცილებლად პაციენტი უნდა იყოს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ სრულ გამოჯანმრთელებამდე.

დაავადების მწვავე პერიოდში პაციენტმა უნდა დაიცვას წოლითი რეჟიმი, ამასთან, სათესლე პარკი უნდა იყოს აწეული, რისთვისაც სასურველია სუსპენზორიუმის – სათესლისთვის განკუთვნილი სპეციალური ბანდაჟის ჩაცმა.

საკვები რაციონიდან სრულად უნდა გამოირიცხოს ცხარე, ცხიმიანი და შემწვარი საკვები, რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება.

აუცილებელია იმ ინფექციური დაავადების მკურნალობა, რომელმაც გამოიწვია ანთების განვითარება. მდგომარეობის გასაუმჯობესებლად პაციენტს უნიშნავენ ტკივილგამაყუჩებელ, ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზურ და სიცხის დამწევ საშუალებებსაც.

სამწუხაროდ, კონსერვატიული მკურნალობა ყოველთვის წარმატებული არაა, ზოგ შემთხვევაში ყალიბდება სათესლის აბსცესი, რისი მკურნალობაც ქირურგიული მეთოდით ხდება. მსგავს სიტუაციაში, საჭიროა ჩირქგროვის გახსნა და აბსცესის ღრუს დრენირება. შორსწასულ შემთხვევაში, საჭირო ხდება ორქიექტომია (დაზიანებული სათესლის მოშორება).

ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ ამ სიმპტომების დროს:

  • მწვავე ტკივილის აღმოცენება სათესლე პარკში;
  • ტკივილის თანდათანობით გაძლიერება სათესლეში;
  • სხეულის ტემპერატურის მომატება;
  • გულისრევა და შემცივნება;
  • შეხებისას სათესლის ტკივილი;
  • პალპაციისას სათესლის ზედაპირის დეფორმაცია;
  • სათესლის მიდამოში ხანგრძლივი პოსტტრავმული ტკივილი.

სათესლისა და მისი დანამატების ანთების დროული და სწორი მკურნალობით შესაძლებელი იქნება სერიოზული გართულებების თავიდან აცილება.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
თანამედროვე მამაკაცი ნებისმიერ პირობებში მზად უნდა იყოს შთაბეჭდილების მოსახდენად.
ერთი შეხედვით, მამაკაცის გარდერობის უმნიშვნელო ნივთად წინდა ითვლება, თუმცა სტილისტების აზრი კარდინალურად განსხვავებულია.
სამწუხაროდ, მამაკაცთა უმრავლესობა არასწორად იკვებება: ამჯობინებენ ცხიმიან, შემწვარ, ცხარე საკვებს,
მამაკაცის 2020-ის მოდა – არჩევანის თავისუფლება და მრავალფეროვნებაა, ამიტომაც ყველას შეუძლია შეარჩიოს ტანსაცმელი
გრიპისა და ზედა სასუნთქი გზების სეზონური აქტივობისას, ულვაშებსა და წვერს განსაკუთრებულად უნდა მოვუაროთ.
როცა წვრილმანები გადამწყვეტია სწორად შერჩეული აქსესუარი სრულიად ცვლის მამაკაცის იმიჯს.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად