როგორ დავლიოთ ვისკი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავლიოთ ვისკი

მას საკმაოდ დიდი დიამეტრი აქვს, რომელიც "ფანტავს" ვისკის არომატს. გარდა ამისა, ასეთი ბოკლები, წესისამებრ, სქელი, წახნაგოვანი მინისგან მზადდება, რაც ხელს უშლის სასმლის ფერის შეფასებას. პროფესიონალები გვირჩევენ, ვისკის დასაჭაშნიკებლად გამოვიყენოთ ტიტისმაგვარი ფორმის სპეციალური ბოკალი ცოპიტა ან კონიაკის ფუჟერი. მათი ყელის მცირე დიამეტრი და მომრგვალებული კედლები ვისკის არომატის სრულყოფილად შეფასების საშუალებას იძლევა. სადეგუსტაციოდ აუცილებელია დროის შერჩევაც: რეცეპტორები აღქმისთვის ყველაზე უკეთ არიან განწყობილნი დილიდან სადილობამდე. შესანიშნავი იქნება, თუ სასმლის დასაჭაშნიკებლად ახლო მეგობარსაც უხმობთ და დეგუსტაციით გამოწვეულ ემოციებს ერთმანეთს გაუზიარებთ.

სჯობს, დეგუსტაციამდე 2-3 საათის განმავლობაში არაფერი მიირთვათ, მით უმეტეს, ერიდეთ ცხარე ან არომატული სანელებლებით შეზავებულ კერძებს. როდესაც დეგუსტაციისთვის განეწყობით, გაიხსენეთ შოტლანდიური 5 S-ის წესი: Sight, Smell, Swish, Swallow, Splash, რაც თარგმანში დაახლოებით ასე ჟღერს: შეხედვა, დაყნოსვა, დაგემოვნება, გადაყლაპვა, წყლის შეშხეფება. თავდაპირველად შეაფასეთ ვისკის ფერი. სასმლის სიმაგრე და სიძველე ფერით არ მჟღავნდება, მაგრამ შემდგომ ეს საშუალებას მოგცემთ, ვისკი ბოკალში მხოლოდ ფერითაც კი ამოიცნოთ. შემდეგ შეიგრძენით არომატი. დაყნოსეთ მცირე, მოკლე შესუნთქვებით, რათა სუნი სრულად და თანაბრად გაიშალოს.

სუნის შეფასებისას შეიგრძნობთ:

  • ეთერულ ტონებს (ყინულიდან ლეღვის ჩირამდე),
  • ტკბილ ტონებს (ვანილიდან შოკოლადამდე),
  • მცენარეულ ტონებს (ყვავილებიდან თივის სურნელამდე),
  • ფენოლურ ტონებს (წამლისმიერიდან კვამლიან-ტორფისმაგვარამდე),
  • მერქნისებრ ტონებს (ახალი ბურბუშელადან ხავსისმაგვარამდე),
  • ზეთოვან ტონებს (ნიგვზიდან ნაღების კარაქამდე),
  • მარცვლოვან ტონებს (ალაოდან ბზამდე).

არომატის შეფასების შემდეგ გადადით გემოზე: მოსვით ვისკი, ყლუპი გაიჩერეთ პირის ღრუში, "გადააგორეთ" ენაზე, რათა გაიშალოს მთელი ის თაიგული, რომელსაც დაყნოსვისას შეიგრძნობთ (სხვადასხვა გემოს აღმქმელი რეცეპტორები ენაზე სხვადასხვა ადგილას არის განლაგებული). ამის შემდეგ გადაყლაპეთ და შეაფასეთ გემოს ინტენსივობა: მკვეთრი, რბილი, ხანგრძლივი, სუსტი (კარგი, დაძველებული ვისკის გემო ძალიან დიდხანს რჩება). მეხუთე წესის თანახმად, ვისკი შეიძლება განაზავოთ წყაროს წყლით, რათა მისი საგემოვნო თვისებები ბოლომდე წარმოჩნდეს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია კასრში დავარგებული, 50%-ზე მეტი სპირტის შემცველობის სასმლის დეგუსტაციის შემთხვევაში. განზავება შეიძლება სასმლის ფერის შეფასების შემდეგ. თუ განზრახული გაქვთ, სტუმრებს ამ შესანიშნავი სასმლით გაუმასპინძლდეთ, არ დაგავიწყდეთ, კლასიკურ ვისკისთან ერთად შესთავაზოთ ვისკი ყინულით ან გაზიანი წყლით ("ვისკი სოდით" სხვა არაფერია, თუ არა გაზიანი წყლით გაზავებული ვისკი), თუმცა შოტლანდიელმა ეს შესაძლოა შეურაცხყოფად მიიღოს, რადგან ეს სასმლის ამერიკული ვარიანტია, რომელიც ფართოდ არის ტირაჟირებული ვესტერნებში. ტრადიციისამებრ, წყალი სუფრასთან ცალკე მიაქვთ, რათა ყველამ საკუთარი გემოვნებით გააზაოს სასმელი. შოტლანდიაში მიღებულია ვისკის დასხმა დრემობით - ბოკლის ფსკერზე (ეს დაახლოებით 35 გრამს უდრის). ჩვენში ზუსტი აღრიცხვისთვის მიღებულია 40-გრამიანი ულუფა, რაც ბოკლის დაახლოებით მესამედია და სავსებით საკმარისია, რომ სრულყოფილად შეიგრძნოთ ამ შესანიშნავი, კეთილშობილი სასმლის გემო.