რატომ იქერცლება კანი სასქესო ასოზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ იქერცლება კანი სასქესო ასოზე

რა არის ამის მიზეზი? თავად ეს სიმპტომი სასქესო ასოზე, მის სხეულსა და თავზე მფარავი ეპითელიუმის (კანის ზედა შრის უჯრედები) მკვდარი ნაწილების მოშორების პროცესია.

შესაძლო გამომწვევი ფაქტორები:

დამტკიცებულია, რომ სასქესო ასოს კანის საფარველის აქერცვლის ძირითადი ფაქტორი მოუწესრიგებელი სქესობრივი ცხოვრება და მამაკაცის ან მისი სქესობრივი პარტნიორის მიერ ინტიმური ჰიგიენის ელემენტარული წესების დაუცველობაა. სქესობრივი აქტისას რეკომენდებულია პრეზერვატივის გამოყენება. თუ კანი სასქესო ასოზე იქერცლება, უნდა გაირკვეს ამ მდგომარეობის განვითარების შესაძლო მიზეზები.

ფსორიაზი

მამაკაცის სასქესო ორგანოს კანის ზედაპირი ზოგჯერ იქერცლება ფსორიაზის გამო, ამასთან, პენისის თავზე აღინიშნება მკვეთრი საზღვრების მქონე შეწითლებული უბნები. აქერცვლა ხშირად ზამთრის პერიოდში ხდება.

გენიტალური ჰერპესი

დაავადება სასქესო ასოზე ზოგჯერ სისხლნარევი ან გამჭვირვალე სითხით სავსე ბუშტუკების სახით ვლინდება. მას შემდეგ, რაც ბუშტუკები სკდება, მათ ადგილზე წარმოიქმნება დაზიანებული კანის უბნები, რომლებიც იქერცლება. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია კონდილომების გაჩენა.

გენიტალურ ჰერპესს დაუყოვნებლივი მკურნალობა სჭირდება, რადგანაც პათოლოგიურ პროცესში შეიძლება პროსტატაც ჩაერთოს.

კანის პათოლოგიები

დაავადების ამ ჯგუფს მიეკუთვნება საზარდულის ეპიდერმოფიტია და ლიქენი. ამ დაავადებებისას სასქესო ასოზე, ანთების კერაში, ვლინდება კანის სიწითლე, ნახეთქები, გამონაყარი.

რძიანა

აღნიშნული დაავადება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რის გამოც მამაკაცის სასქესო ორგანოზე კანის საფარველი იქერცლება. რძიანა, ანუ კანდიდოზი, მამაკაცებს შემდეგი სიმპტომებით უვლინდებათ:

  • სასქესო ორგანოზე კანი შეწითლებულია, აღინიშნება ქავილი, იგი იფარება ნახეთქებით, იქერცლება;
  • პენისის თავზე აღინიშნება შეშუპება.

სპეციფიკური სიმპტომია გამონადენის უსიამოვნო, მკვეთრი სუნი.

  • შეიძლება აღინიშნოს ერექციის დარღვევა, სქესობრივი აქტის შემდეგ ტკივილი ან დისკომფორტი.

აღნიშნული ინფექცია გადაეცემა დაუცველი სქესობრივი აქტისას დაავადებული ქალიდან. მკურნალობისთვის საჭიროა სოკოს საწინააღმდეგო თერაპია.

ალერგიული რეაქციები

სასქესო ასოს კანის აქერცვლის საკმაოდ გავრცელებული მიზეზი შეიძლება იყოს ალერგიული დერმატიტი, რომელიც დაკავშირებულია კონტრაცეპტივის საცხის ან ინტიმიური ჰიგიენის საშუალებების ინდივიდუალურ აუტანლობასთან.

ალერგია შეიძლება განვითარდეს ასევე უხარისხო თეთრეულთან კონტაქტის შედეგად. ამ სიმპტომის მოსაშორებლად აუცილებელია გამღიზიანებელ ნივთიერებასთან კონტაქტის შეწყვეტა.

ვიტამინების ნაკლებობა

პენისზე კანის აქერცვლა ხდება მამაკაცის ორგანიზმში Е, А და В ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობისას. ამ მდგომარეობის მკურნალობა გულისხმობს პოლივიტამინების კომპლექსის დანიშვნას, ხოლო საკვები რაციონის გამდიდრებას შემდეგი პროდუქტებით:

  • ნიგოზი;
  • ვაშლი;
  • სტაფილო;
  • ხორცი;
  • კვერცხი;
  • ხაჭო;
  • ზეითუნის ზეთი;
  • მწვანილი.

ინტიმური ჰიგიენის წესების დარღვევა

პირადი ჰიგიენის წესების უგულებელყოფისას გამონაყოფი საცხი შარდთან ერთად სასურველ გარემოს ქმნის ბაქტერიული აგენტების განვითარებისათვის. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად საკმარისია მამაკაცმა რეგულარულად დაიცვას ინტიმური ჰიგიენის წესები.

აქერცვლის წარმატებულ მკურნალობას განაპირობებს სწორად დასმული დიაგნოზი, რის დასაზუსტებლადაც გამოიყენება:

  • ურეთრის გამონადენის მიკროსკოპიული კვლევა;
  • პაციენტის შარდის დათესვა გამომწვევის გამოსავლენად;
  • პოლიმერული ჯაჭვური რეაქციის მეთოდი.

მხოლოდ პათოლოგიის მიზეზის დადგენის შემდეგ ინიშნება მკურნალობა.

სოკოვანი ინფექციებისას გამოიყენება სოკოს საწინააღმდეგო მოქმედების პრეპარატები. აქერცვლის, შეშუპებისა და სხვა პათოლოგიური ნიშნების საწყის სტადიაში გამოიყენება ადგილობრივი მოქმედების საშუალებები მალამოებისა და კრემების სახით.

ჰერპესული ინფექციის დადასტურებისას გამოიყენება ანტივირუსული პრეპარატები. ვიტამინების დეფიციტისას – მათი შემავსებელი საშუალებები. ეს შეიძლება იყოს როგორც დაბალანსებული კვება, ასევე მედიკამენტური საშუალებები.

სწორი და სრულფასოვანი მკურნალობის პირობებშიც კი ეფექტი მიიღწევა მხოლოდ ყოველდღიურად ინტიმური ჰიგიენის დაცვისას.