ექიმთან ვიზიტი აუცილებელია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ექიმთან ვიზიტი აუცილებელია

ერექციული დისფუნქცია სხვადასხვა გამოვლინებით 40 წელს გადაცილებულ მამაკაცთა 40%-ს აღენიშნება. ასაკთან ერთად ეს პროცენტი იზრდება. მისი აღმოცენება გულ-სისხლძარღვთა სისტემის სერიოზული პათოლოგიების მანიშნებელი შეიძლება იყოს. ბევრი ერიდება ექიმთან ამ დელიკატური თემის განხილვას, ზოგიერთი დროებით ჩავარდნას ნორმად თვლის, ვიღაცას დრო არ აქვს რომ კლინიკას მიმართოს, მაგრამ აუცილებელია, რადგანაც სქესობრივი სისუსტე არა მარტო უარყოფითად აისახება ინტიმურ ცხოვრებასა და თვითშეფასებაზე, ის ორგანიზმში სერიოზულ დარღვევებზე შეიძლება მიუთითებდეს.

არსებობს ერექციული დისფუნქციის რამდენიმე კლასიკური მიზეზი: ათეროსკლეროზი, შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა, მოწევა და ფსიქოლოგიური მოშლილობა.

თუ მამაკაცს ოჯახსა და სამსახურში მშვიდი გარემო აქვს, არ არის დეპრესიული, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ინტიმურ სფეროში ყველაფერი რიგზე არ არის, აუცილებელია კარდიოლოგთან გულის გამოკვლევა, სისხლში შაქრის, ქოლესტერინისა და ტესტოსტერონის დონის შემოწმება. ტესტოსტერონის დონე დამოკიდებულია ორგანიზმში ცხიმის რაოდენობაზე, კვებასა და ფიზიკურ აქტივობაზე. ცხოვრების არასწორი წესი და სპორტული დატვირთვის არარსებობა აქვეითებს პოტენციასაც. ამიტომ, სამკურნალო საშუალებების მიღების გარდა, მოგიწევთ ფიზიკური აქტივობა, მავნე ჩვევების უკუგდება და კვების დარეგულირება.

ერექციული დისფუნქციის პირველი ნიშნები გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მაცნეა და ამ დამოკიდებულებას მარტივი ახსნა გააჩნია. ერექცია უშუალოდ უკავშირდება მამაკაცის სასქესო ორგანოს სისხლსავსეობას. რადგან პენისის სისხლძარღვების დიამეტრი კორონარულ ან საძილე არტერიებზე მნიშვნელოვნად მცირეა, ათეროსკლეროზისას პირველად ის ზიანდება. შესაბამისად, თუ მამაკაცი უჩივის სუსტ ერექციას ან მის არარსებობას, გარკვეული დროის შემდეგ დიდი ალბათობით გახდება არა უროლოგ-ანდროლოგის, არამედ კარდიოლოგის პაციენტი.

ერექციული დისფუნქციის პირველი სიმპტომებიდან გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებამდე, როგორც წესი, რამდენიმე წელი გადის, ამიტომ ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს.

ერექციული დისფუნქციის გლობალური სპექტრი ძალიან ფართოა:

  • ანატომიური ანომალიები;
  • უროლოგიური;
  • ენდოკრინული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები;
  • ტრავმისა და ქირურგიული ჩარევის შედეგები;
  • ზოგიერთი პრეპარატის მიღება;
  • გარემოს არასასურველი ფაქტორები;
  • და არასწორი ცხოვრების წესი.

ამდენად, მიზეზის დასადგენად ყველა შესაძლო ფაქტორი უნდა გაანალიზდეს.

გაითვალისწინეთ, სქესობრივი აქტის დროს რაიმე სირთულის აღმოცენების შემდეგ ან დილის ერექციის არარსებობისას, საჭიროა მიმართოთ უროლოგსა და კარდიოლოგს.