ბოლო დღე სამუშაო კვირის შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბოლო დღე სამუშაო კვირის შემდეგ

მოუთმენლად ელიან პარასკევი დღის დადგომას, წინ დასვენების დღეებია და შეუძლიათ მთელი საღამო საკუთარ თავს დაუთმონ, დაგეგმონ გამოსასვლელი დღეები ისე, რომ მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ და განიტვირთონ.

გაისეირნეთ მაღაზიებში

არ არის აუცილებელი, პარასკევი საღამო საყიდლებს მიუძღვნათ. წინასწარ შეუთანხმდით მეგობარს და შეხვდით ერთმანეთს დიდ სავაჭრო ცენტრში.

გაისეირნეთ ბუტიკებში, შეათვალიერეთ ახალი კოლექციები და მოიზომეთ კაბები, შარვლები, ქუდები თუ ბიჟუტერია, რომელიც მოგეწონებათ. ეს საქმიანობა ძალიან სასიამოვნოა და არცთუ დამღლელი. კარგი იქნება, თუ საღამოს კაფეში დაასრულებთ.

ფინჯანი ყავის თანხლებით შეიძლება განიხილოთ მომავალი პარასკევის გეგმები, დაათვალიეროთ ირგვლივ მყოფი საზოგადოება და კომფორტულად ისაუბროთ მყუდრო გარემოში.

შეიარეთ სალონში

აჯობებს, წინასწარ ჩაეწეროთ სილამაზის სალონში, სტილისტთან, პარასკევს კი, სამსახურის შემდეგ, დანიშნულ დროს, სალონში მიბრძანდეთ და ამ სასიამოვნო ატმოსფეროში მოდუნდეთ. მიენდეთ პროფესიონალებს. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პროცედურას აირჩევთ – როცა ოსტატი ჯადოსნური ხელებით შეეხება თქვენს სხეულს, მოგიწესრიგებთ ვარცხნილობას ან გაგიკეთებთ ნიღაბს, ეს მოდუნებაში დაგეხმარებათ და მცირე ხნით ყოველგვარ პრობლემას დაგავიწყებთ. სალონიდან არა მარტო გალამაზებული, არამედ დასვენებულიც გამოხვალთ. თუ თმის გადაღებვას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ თქვენივე შერჩეული საღებავი მიიტანოთ – სასურველ შედეგსაც მიიღებთ და ფულსაც დაზოგავთ.

მოჰკიდეთ ხელი საყვარელ საქმეს

არც მაღაზიებში სიარული გიყვართ, არც ფიტნესკლუბები და სილამაზის სალონები გიზიდავთ? ეგებ კროსვორდის შევსება, ფილმის ყურება, ქსოვა ან ქარგვა გსიამოვნებთ? პარასკევი საღამო სწორედ ის დროა, როცა შეგიძლიათ, თამამად მოჰკიდოთ ხელი საყვარელ საქმეს და დაუთმოთ იმდენი დრო, რამდენსაც საჭიროდ მიიჩნევთ. „მჯდომარე“ სამუშაო გაქვთ? ჩაეწერეთ ცეკვებზე. ეს იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც მთელი დღე სამუშაო მაგიდასაა მიჯაჭვული. კვირაში ერთი საღამოც კი დადებითად აისახება თქვენს განწყობაზე, ფიზიკურ ფორმასა თუ ემოციურ მდგომარეობაზე.

იცურეთ

თუ მთელი კვირა მუხლჩაუხრელად შრომობდით, გასაკვირი არ იქნება, პარასკევ საღამოს დაღლილი და გამოფიტული იყოთ. ენერგიის აღსადგენად და კუნთებისთვის ტონუსის მოსამატებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ცურვა. თუ ცურვა არ იცით, გირჩევთ, სცადოთ აკვააერობიკა ან აუზში ირბინოთ. წყალში სირბილი გაცილებით ეფექტურია, რადგან დამატებითი ძალ-ღონის დახარჯვა დაგჭირდებათ წყლის წინააღმდეგობის გადასალახად. რაც მთავარია, სახსრებს და ხერხემალს წყალში ნაკლები ძალა ადგება.