5 რჩევა, რომელიც სველ თმას ეხება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

5 რჩევა, რომელიც სველ თმას ეხება

5 რჩევა, რომელიც სველ თმას ეხება
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად ზიანდება გარეშე დამზიანებლებისგან, რადგანაც კუტიკულა „წამოწეულია“. სწორედ ამ მიზეზით არაა საჭირო კულულების ჩამოვარცხნა დაბანისთანავე.

დავივარცხნოთ ბოლოებიდან ძირებისაკენ

ტრიქოლოგები გვირჩევენ დაბანის შემდეგ თმა განსაკუთრებით ფრთხილად დავივარცხნოთ, რადგანაც მისი სტრუქტურის დაზიანების რისკი მაღალია. დაბანის შემდეგ თმა თითების საშუალებით გავშალოთ, დავარცხნა დავიწყოთ ბოლოებიდან და ნელნელა გადავინაცვლოთ ძირებისკენ.

ვარცხნილობა

თმის უთო 180-200 გრადუსამდე ცხელდება და თუ სველი თმის გასწორებას დააპირებთ, ასეთ შემთხვევაში სველი თმის შიგნით ავადუღებთ წყალს, რაც თმის მდგომარეობას ნამდვილად
გააუარესებს.

მაღალი კუდის გაკეთება

ეს ვარცხნილობა ყველაზე ცუდი ვარიანტია, როდესაც საუბარი სველ თმაზე მიდის. თმა ისედაც იჭიმება წყლის მასისგან და ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობა შეიძლება მისთვის ფატალური აღმოჩნდეს.

გამოიყენეთ თერმოდაცვა ზეთოვან ფუძეზე

როდესაც თმა ნაწილობრივ შემშრალია, შეიძლება უკვე ვარცხნილობის ფენით ან უთოთი გაკეთება. ზოგიერთ თერმოდამცავ საშუალებაში
შემავალ ზეთოვან სტრუქტურას წვის დაბალი ტემპერატურა აქვს, რომელიც მართალია თმას არ დაწვავს, მაგრამ მის სტრუქტურას დააზიანებს.

დაბანის სიხშირე

თუ შეამჩნიეთ, რომ ყოველდღიურად დაბანის შემდეგ თმა მტვრევადი გახდა, პროცედურებს შორის შუალედი უნდა გავზარდოთ. როდესაც თმას ხშირად და აგრესიულად ვიბანთ, ის თხელდება, იფიტება და ნაკლებად ჯანსაღად გამოიყურება. ამის თავიდან ასაცილებლად: შხაპის მიღებისას მოერიდეთ თმის დასველებას, 10 წუთზე მეტხანს ნუ იქნებით თავზე პირსახოცშემოხვეული, გამოიყენეთ კონდენციონერი, რომელიც თმას ზედმეტი ტენის დაკარგვისგან დაიცავს.

ლალი ჩხიკვაძე


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
კანის ფორმულა - 28აბი
ფასი: 57.5
ჯანმრთელი ფრჩხილებისთვის -60 აბი
ფასი: 61.5
ჯანმრთელი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის.-60აბი
ფასი: 34.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
მსგავსი სიახლეები
ადამიანის ორგანიზმში ორი სახის ცხიმია: თეთრი ანუ "ცუდი" ცხიმი და ყავისფერი ანუ "კარგი" ცხიმი. სწორედ ამ თეთრი ცხიმისაგან
04-11-2019
ცივი შხაპი აჩქარებს მეტაბოლიზმს ადამიანის ორგანიზმში, ეხმარება ცხიმების წვას, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას და იმუნურ
30-09-2019
გთავაზობთ 7 მეთოდს, რომლებიც აგავსებთ ენერგიით, შეგმატებთ სიმხნევესა და სიცოცხლის ხალისს!
05-02-2019
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
კატეგორიის სხვა სტატიები
ესპანელმა მეცნიერებმა საინტერესო კვლევებით აჩვენეს (კონკრეტულად 14 კვლევის მეტაანალიზი ჩაატარეს), რომ დაბალი
SPF სადღეისოდ ყველასათვის ნაცნობია! SPF ფაქტორის შემცველ საშუალებებს უსაფრთხო რუჯისათვის სადღეისოდ ბევრი იყენებს.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
რომელ ასაკში რა კვლევებია საჭირო მამაკაცებისათვის?
რა მიზანი აქვს წვერის ტარებას?! უამრავი კაცი მშვენივრად გრძნობს თავს მის გარეშეც.
მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის კვალდაკვალ იზრდება კაცობრიობის გაზარმაცების ხარისხიც.
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად