უმოძრაო ცხოვრება და მისი ნეგატიური შედეგები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უმოძრაო ცხოვრება და მისი ნეგატიური შედეგები

თუ ჩვენს წინაპრებს საკვების მოსაპოვებლად კილომეტრების გავლა უწევდათ და ყველა საყოფაცხოვრებო საქმეს ხელით ასრულებდნენ, თანამედროვე ადამიანი ცხოვრების დიდ ნაწილს მჯდომარე ატარებს, რაც საკმაოდ ნეგატიურად ისახება მის ჯანმრთელობაზე. მჯდომარე ცხოვრებას დღეს არა მხოლოდ საპენსიო ასაკის ადამიანები, ოფის-თანამშრომელთა უმეტესობაც ეწევა, რომელთა 90%-ის ასაკი 40 წელს არ აღემატება.

ნეგატიური ფაქტორები

რეგულარული ჯდომისას ორგანიზმზე მოქმედებას იწყებს შემდეგი ნეგატიური ფაქტორები:

  • უმოძრაობის გამო იწყება კუნთების ატროფია - განლევა;
  • ირღვევა სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოთა ნორმალური სისხლმომარაგება;
  • ორგანიზმი განიცდის ჟანგბადისა და მზის სხივების დეფიციტს;
  • სუსტდება იმუნური სისტემა;

ეს ყველაფერი კი ბევრი სერიოზული პათოლოგიური პროცესის წინაპირობაა.

მჯდომარე ცხოვრების თანმდევი საფრთხეები

პრობლემა 1

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

ადამიანის გული, მისი ანატომიური თავისებურების გამო, დატვირთვის გარეშე კარგავს ძალას, ამტანობასა და აქტივობას. მჯდომარე ცხოვრების ყველაზე სერიოზული შედეგი სწორედ გულს-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების გაზრდილი რისკია.

უმოძრაობისას ქვეითდება ცხიმის დამშლელი ფერმენტების აქტივობა, რის გამოც სისხლძარღვთა კედლებზე ილექება ქოლესტერინული ფოლაქები, რომლებიც ათეროსკლეროზის განვითარების წინაპირობაა.

პრობლემა 2

შაქრიანი დიაბეტი

II ტიპის დიაბეტის განვითარება ოფის-მუშაკთა უმრავლესობის ხვედრი რომაა, ეს უკვე მითი აღარ არის.

მუდივი ჯდომითა და უმოძრაობით საგრძნობლად ქვეითდება ქსოვილების მგრძნობელობა ინსულინისადმი, გარდა ამისა, ორგანიზმში გროვდება ჭარბი წონა და საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში ვითარდება II ტიპის შაქრიანი დიაბეტი.

ამასთან, დიაბეტის განვითარების დრო გაცილებით ნაკლებია მათთან, ვისაც ამ დაავადებისადმი მემკვიდრულად დადებითი წინასწარგანწყობა აღენიშნება.

პრობლემა 3

ჭარბი წონა

მჯდომარე სამსახურის ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო არაესთეტკიური შედეგი ჭარბი წონაა. დაქვეითებული ნივთიერებათა ცვლა, ნაკლები კალორიების ხარჯვა, არარაციონალური კვების რეჟიმი და დაუბალანსებელი კვების რაციონი იწვევს ჭარბი ცხიმის კანქვეშ დაგროვებას, რაც, თავის მხრივ, ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ჰიპერტონიისა და შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს.

პრობლემა 4

ოსტეოქონდროზი

მუდმივი ჯდომისას სუსტდება და დუნდება ზურგის კუნთები, ქვეითდება ხერხემლის მყესკუნთოვანი აპარატის ელასტიკურობა, შედეგად ვითარდება მალათაშუა დისკების დეგრადაცია, საბოლოოდ კი ოსტეოქონდროზად წოდებული დაავადება.

ზურგის კუნთების გარდა, აღნიშნული მექანიზმით საკმაოდ სერიოზულად ზიანდება წელის მალებიც.

პრობლემა 5

ოსტეოპოროზი

ოსტეოპოროზი, მისი თანმდევი ხშირი და ადვილი მოტეხილობებით, იმის გამო ვითარდება, რომ ჯდომისას ძვლები არ განიცდიან სირთულეებს სხეულის საყრდენ-მამოძრავებელი ფუნქციის შესრულებისას.

აქტიური ფიზიკური მოქმედება ეხმარება კალციუმის ხარისხიან ათვისებას, ჰიპოდინამიკისას კი ეს პროცესი ქვეითდება, ძვლები კარგავენ სიმტკიცეს, ძვლოვანი ქსოვილი ზიანდება და ძვლებიც გაცილებით ადვილად მტვრევადი ხდება.

პრობლემა 6

მუხლის სახსრების ართროზი

ბრიტანელი სპეციალისტების აზრით, მუხლის სახსრის ართროზის მქონეთა ძირითად რისკჯგუფს სწორედ ოფის-თანამშრომლები შეადგენენ.

ყოველი მე-10 მუხლის სახსრის პრობლემას უჩივის.

ჯდომისას მუხლის სახსრებს გაძლიერებული სტატიკური დატვირთვა ადგება, რაც მათ აზიანებს, ამ შემთხვევაში მდგომარეობის დამძიმება ჭარბ კილოგრამებს შეუძლია.

პრობლემა 7

„გვირაბის სინდრომი“

კომპიუტერული თაგუნას მოძრაობისას ხელის დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება, კანკალი - ე.წ. გვირაბის სინდრომის ნიშნებია, რომელიც თითქმის ყოველი მეორე საოფისე თანამშრომლისთვის კარგად ნაცნობი პრობლემაა.

კომპიუტერთან მუშაობისას იტვირთება არა მთელი ხელი, არამედ მისი ერთი ნაწილი, ხანგრძლივი დროის მანძილზე არათანაბარი, განმეორებითი ერთფეროვანი მოძრაობები მტევნის სახსარს მუდმივად მიკროტრავმებს აყენებს, ზიანდება შესაბამისი არის ნერვი, რაც ნერვკუნთოვანი აპარატის დაზიანებას და სინდრომისთვის დამახასიათებელ შემაწუხებელ ნიშნებს იწვევს.

პრობლემა 8

მხედველობის სიმახვილის დაქვეითება

ტექსტის წვრილი ვიბრაცია და ეკრანის ციმციმი თვალის კუნთების გადატვირთვის და მხედველობის დაქვეითების გამომწვევი ფაქტორებია.

კომპიუტერულ მუშაკებს ხშირად ე.წ. მშრალი თვალის სინდრომი აღენიშნებათ, რომელსაც თვალის გადაღლა, სინათლის შიში, ქავილი, ჭრის შეგრძნება, წვა და თვალის შეწითლება ახასიათებს.

მოზრდილებს თვალის გადატვირთვისას უვითარდებათ აკომოდაციური სპაზმი, რომელიც ცრუ ახლომხედველობას იწვევს და ის სპეციალური ვარჯიშებით იკურნება. ბავშვებში ჭეშმარიტი ახლომხედველობა ვითარდება, რომელიც ასაკთან ერთად პროგრესირებს და საკმაოდ კვალიფიცურ ოფთალმოლოგიურ თერაპიას საჭიროებს.

პრობლემა 9

შეგუბებითი პროცესები მცირე მენჯის ღრუს ორგანოებში ქალთა უნაყოფობა

ხანგრძლივი დროით ჯდომისას მცირე მენჯის ღრუს ორგანოებში ვითარდება შეგუბებითი პროცესები, რომლებიც ყველაზე ხშირად ითრევენ ქალის რეპროდუქციულ ორგანოებს, ვითარებას ამძიმეს ჭარბი წონა, ანთებითი პროცესები და არანამკურნალები ინფექციები, რამაც საბოლოოდ შესაძლოა ქალთა უნაყოფობაც კი გამოიწვიოს.

პროსტატის ადენომა

ეს ტიპური მამაკაცური პრობლემაა, მდგომარეობა, როდესაც მამაკაცის „მეორე გული“ საფრთხეშია. როგორც პირველ, ისე მეორე გულსაც საკმაო მოფრთხილება სჭირდება. პროსტატის ადენომის განვითარება ასევე მცირე მენჯის ღრუს ორგანოებში სისხლის შეგუბების შედეგია, რომლის ქრონიკული მიმდინარეობის დროსაც წინმდებარე ჯირკვალში ანთებითი პროცესები ვითარდება და ყალიბდება გადაგვარებული ჯირკვლის ადენომა.

ქრონიკული ყაბზობა

ქრონიკული ყაბზობაც მჯდომარე ცხოვრების ერთ-ერთი უსიამოვნო პრობლემაა ქალებისთვისაც და მამაკაცებისთვისაც.

მცირე მენჯის ღრუს ორგანოებში შეგუბებითი პროცესები სერიოზულად აფერხებს საჭმლის მონელების ნორმალურ პროცესს.

ხანგრძლივი დროის მანძილზე ირღვევა ნაწლავების ნორმალური პერისტალტიკის პროცესი. გარდა ამისა, ასეთი ტიპის სამსახურში დასაქმებულებს არეული აქვთ კვების რაციონიც და რეჟიმიც, ეს კი აისახება საჭმლის მონელების პროცესზე და ქრონიკული ყაბზობა ვითარდება.

ბუასილი

ბუასილი და ჰემოროიდული კვანძებიც მცირე მენჯის ღრუს ორგანოებში შეგუბებითი პროცესების შედეგია. საწყის ეტაპზე ის ანალურ არეში გაჩენილი ქავილით გვაცნობს თავს, მკურნალობის გარეშე დატოვების შემთხვევაში კი სერიოზულად აზიანებს ჯანმრთელობასაც და ცხოვრების ხარისხის ცვლილებაც კი შეუძლია.

პრობლემა 10

ქვედა კიდურების ვენური პრობლემები

ჯდომითი სამუშაო ქვედა კიდურების ვენების დაავადებებსაც იწვევს, ასევე კიდურების შეშუპებას, ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზსა და თრომბოზს.

ჯდომისას ვენები ზიანდება არა დატვირთვის, არამედ მათზე ზეწოლის გამო. ხანგრძლივად ერთ მდგომარეობაში ყოფნით სისხლი გუბდება ქვედა კიდურებში და იწვევს ვენების გაგანიერებას, მათ ვარიკოზულ დაზიანებასა და თრომბოზებს.

უმრავლესობას კომპიუტერთან ჯდომისას წესად აქვს ფეხის ფეხზე გადადება, რაც ქვედა კიდურების ვენური პათოლოგიების განვითარების შესაძლებლობას კიდევ უფრო მეტად ზრდის.

პრობლემა 11

ტვინის გამოფიტვა

მოსალოდნელია ტვინის გადაღლა და გამოფიტვა, რაც, უპირველესად, გრძელვადიანი მეხსიერების გაუარესებით ვლინდება. ხანგრძლივი დროით უმოძრაობა და გონებით მუშაობა იწვევს საფეთქლის წილის ზომის შემცირებას, ადამიანის კოგნიტური უნარების გაუარესებას და ხანშიშესულთა ჭკუასუსტობის განვითარებას გაცილებით ახალგაზრდა ასაკში.

პრობლემა 12

ფსიქოემოციური ლაბილობა

მჯდომარე სამუშაო და არასაკმარისი ფიზიკური დატვირთვა, შესაძლოა, იქცეს შფოთვითი აშლილობების მიზეზადაც, რომელსაც ახასიათებს გაძლიერებული გულისცემა, კუნთური დაჭიმულობა და თავის ტკივილი. ამასთან, რაც უფრო დიდხანს ზის ადამიანი, მით მეტად მოსალოდნელია ფსიქოემოციური წრის აშლილობების განვითარება. მიზეზი კი ძილისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევაა.