რაში სჭირდება მამაკაცს წვერი?! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რაში სჭირდება მამაკაცს წვერი?!

მსოფლიოში კი ნებისმიერი ფორმისა და ტიპის წვერს შეხვდებით - დიზაინერთა რჩევებითა თუ პირადი შეხედულებებით მოვლილს.

მართალია, წვერი საკმაოდ ეფექტური ფაქტორია მამაკაცის გარეგნობისთვის, მაგრამ შესაძლოა ხშირად არც იყოს მისი საიმედო მოკავშირე, რადგან ქალების უმრავლესობას სუფთად გაპარსული კაცები ურჩევნია.

გაირკვა, რომ წვერის სიხშირე არ უკავშირდება ტესტოსტერონის დონეს. კვლევებმა კი აჩვენა, რომ მამაკაცებსაც და ქალებსაც წვერიანი ადამიანი უფრო ძლიერად და აგრესიულად წარმოუდგენიათ. წარმატების გასაღებიც ესაა. დომინანტ მამაკაცს უფრო მეტის მიღების შანსი აქვს, ვიდრე სასიამოვნო სურნელის მქონე, სუფთად გაპარსულ გამხდარ კაცს. ასეა არა მარტო ჩვენს დროში, არამედ კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე.

დომინირებამ შეიძლება უზრუნველყოს საოცარი წარმატება: გენეტიკური კვლევის მიხედვით, თანამედროვე აზიის მამაკაცთა დაახლოებით 8% ჩინგის-ყაენისა და მისი ოჯახის შთამომავალია. მოდის ისტორიკოსებმა ყურადღება გაამახვილეს, რომ დიდ ბრიტანეთში წვერის პოპულარობის პიკი 1842 და 1971 წლებში იყო. დემოგრაფიული მონაცემების გაანალიზებით, ქვეყანაში ამ პერიოდში ჭარბობდა მარტოხელა მამაკაცების რაოდენობა და აღინიშნებოდა ქალების ნაკლებობა.

წვერი ერთადერთი საშუალება არაა დომინანტობის დასამტკიცებლად. მკვლევრებმა ისიც დაადგინეს, რომ რაც უფრო დაბალია მამაკაცის ხმის ტემბრი, მით მეტია მასში დომინანტობის ნიშნები. პოლიტიკურ ლიდერებს, რომელთაც დაბალი ხმის ტემბრი აქვთ, არჩევნებზე წარმატების მეტი შანსი აქვთ.

მიღებულია, რომ მამაკაცს დაკუნთული სხეული უნდა ჰქონდეს, თუმცა ქალებს პარტნიორის ზედმეტი კუნთები სრულიადაც არ სჭირდებათ.

საშუალოსტატისტიკური ქალი დარწმუნებულია, რომ ის უნდა იყოს გამხდარი, მოწესრიგებული, ტუჩებშეღებილი. მაგრამ მამაკაცებს ტუჩსაცხის გემო სულაც არ მოსწონთ და არც „ძვლებზე გიჟდებიან“. თუმცა ქვეცნობიერ დონეზე ეს პარადიგმა მაინც მუშაობს.