მამაკაცის ასაკობრივი კრიზისები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცის ასაკობრივი კრიზისები

რომელთაც ზოგჯერ პიროვნულ კრიზისებსაც უწოდებენ. ამ დროს აუცილებელია წარსულის გადახედვა, ახალი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, მიმდინარეობს საკუთარ თავთან ბრძოლა. მამაკაცთა ასაკობრივი კრიზისები რამდენადმე უფრო მკვეთრად ვლინდება, ვიდრე ქალების.

მამაკაცების პირველი ასაკობრივი კრიზისი 14-16 წლის ასაკში იჩენს თავს, როდესაც მოზარდს უჩნდება შინაგანი აუცილებლობა ყველას და პირველ რიგში, საკუთარ თავს დაუმტკიცოს, რომ ის პატარა აღარაა და შეუძლია ყველაფერს სრულიად დამოუკიდებლად, უფროსების ზრუნვისა და დახმარების გარეშე მიაღწიოს. ის, რასაც მშობლების უმრავლესობა ხულიგნობად და თავაშვებულობად აფასებს, მხოლოდ საკუთარი თავის ძიება და ბუნებრივი თვითადმკვიდრების პროცესია.

მეორე კრიზისი 21-23 წლის ასაკში დგება. ყმაწვილს სურს საკუთარ თავს დაუმტკიცოს, რომ ყველა ცხოვრებისეულ სფეროში სრულიად ზრდასრულია. ის მომავალი ცხოვრების გეგმებს აწყობს: დასაწყისისთვის სურს აღიარება, რომ უპირობოდ ყველაფერში იყოს პირველი: ჰყავდეს სასურველი ავტომობილი, ჰქონდეს ფული, ჰყავდეს ლამაზი ცოლი და საყვარელი შვილები, რომლებსაც ის ეყვარებათ.

ხშირად სწორედ ამ ასაკში ქორწინდებიან ახალგაზრდები. ამგვარი ქცევით თითქოს რამდენადმე უახლოვდებიან თავიანთი ჩანაფიქრის მწვერვალებს.

28-30 წლისთვის კაცი ცხადად გრძნობს, რომ სიყმაწვილის ოცნებები ოცნებებად დარჩა, ის ყველგან და ყველაფერში პირველი ვერასდროს იქნება. მძიმე და მტკივნეულია არა მარტო ამის გაცნობიერება, არამედ ამ აზრთან შერიგებაც. მან უნდა გააცნობიეროს, რომ სხვებივით ჩვეულებრივი ადამიანია, მისი სამუშაო არაფრით განსხვავდება სხვათაგან და არც სიამოვნების მომტანია. არც ოჯახშია ბედნიერება, მხიარული ცხოვრების ნაცვლად ჩვეულებრივი, ბანალური ყოფა აქვს, ყოველთვის რაღაც აკლია და ამის გამო გამუდმებით უკმაყოფილების გრძნობა აქვს.

კრიზისის დროს მამაკაცი აცნობიერებს, რომ ცვლილებების გარეშე ცხოვრების გაგრძელება შეუძლებელია და იწყებს სასიყვარულო თავგადასავლების ძიებას, რომ რაღაცნაირად შეალამაზოს ოჯახთან და სხვა დანარჩენთან დაკავშირებული იმედგაცრუება. ეს არის განქორწინებათა და ცოლქმრული ღალატის ხშირი მიზეზი. ბევრი კაცი კი კრიზის დროს შვებას სმაში ეძებს.

ამგვარი კრიზისი მაშინვე მთავრდება, როდესაც მამაკაცი ადეკვატურად იწყებს რეალობის აღქმას და ცხოვრებას ისეთს მიიღებს, როგორიც ბედმა არგუნა. სამსახურში დაისახავს მისაღწევ მიზნებს, ოჯახური ცხოვრება გადავა ჩვეული თანამშრომლობისა და თანაცხოვრების რელსებზე.

თითქოს ყველაფერი კარგადაა და ამ დროს ახლოვდება ყველაზე რთული და მძიმე გამოცდა - საშუალო ასაკის კრიზისი. როგორც წესი, 37-38 წელი კაცების უმრავლესობისთვის სწორედ ის პერიოდია, როდესაც გრძნობს, რომ ის უბრალო მოკვდავია. ცხადია, ამას ადრეც აცნობიერებდა, მაგრამ მხოლოდ გონებით და გულთან ახლოს არ მიჰქონდა. თავს იჩენს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემებიც - ფილტვები, ღვიძლი, სისხლძარღვები, კუჭი, გული... მამაკაცი უეცრად აღმოაჩენს, რომ ის ბერდება. ამიტომ იწყებს ჯანმრთელობის აღსადგენ უკონტროლო ვარჯიშს, რაც გაცილებით მავნებელია.

ამ ეტაპზე მისთვის ფული და კარიერა გაუფასურებულია, მას აღარ სურს მაღალანაზღაურებადი და პრესტიჟული სამსახური, არამედ ისეთი, რომელიც მცირე სულიერ კმაყოფილებას მაინც მოუტანს. ზოგიერთი მამაკაცი კი კრიზისის დროს საერთოდ მიდის სამსახურიდან. მამების უმრავლესობა განსაკუთრებული მონდომებით ილტვის შვილებისკენ, თუმცა აწყდება რთულ მოზარდებს ცხოვრების სულ სხვა ხედვით. შემდეგ ცოლებისკენ გადააქვთ ყურადღება და აქაც ვეღარ ღებულობენ საჭირო გაგებას, რადგან ამ ასაკში ორივეს სხვადასხვა ჰორმონული ძვრები აქვს. ქალებს უქვეითდებათ ესტროგენების დონე, მამაკაცებს კი, შესაბამისად, ტესტოსტერონი, რის გამოც კაცები უფრო სენტიმენტალურები ხდებიან, ქალები კი - პირიქით. კაცს ჰგონია, რომ მისი არავის ესმის, სიცარიელე, მარტოობა და თანაგრძნობის ნაკლებობა ისევ ღალატისა და ალკოჰოლისკენ უბიძგებს მას.

ამ ასაკში პერიოდული ღალატი იმითაა გამოწვეული, რომ მამაკაცი, იმის დასამტკიცებლად, რომ ჯერ კიდევ ფორმაშია, ახალგაზრდა გოგონებს აწონებს თავს. ხშირად მათ ასეთ მცდელობას განქორწინება მოჰყვება და დგება ცოლ-ქმრისთვის მძიმე და დრამატული პერიოდი. თუმცა იმ წყვილთა ურთიერთობას ნამდვილად არაფერი ემუქრება, რომლებიც სიყვარულით დაუკავშირდნენ ერთმანეთს და თანაცხოვრების დროს გაიჩინეს საერთო ინტერესები, პრაქტიკული და სულიერი მოთხოვნილებები.