რა სურთ მამაკაცებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა სურთ მამაკაცებს

მამაკაცი უპირველესად სულიერ კომფორტს ეძებს და გარეგნულ მხარეს შემდგომ აქცევს ყურადღებას. მამაკაცების გაგებას, თანაგრძნობას და მხარდაჭერას მათი აღმაფრენა შეუძლია.

მამაკაცი ქალისგან უპირველესად სწორედ პატივისცემას ელის, რაც მისი გამოცდილების, ცოდნის, ფასეულობათა სისტემის, ოჯახური დადგენილებებისა და საყოფაცხოვრებო ჩვევების სათანადო პატივისცემით მიღებას გულისხმობს.

ჭკვიანი ადამიანები არასოდეს ცდილობენ ერთმანეთის შეცვლას, სათუთად ინახავენ იმას, რაც პარტნიორისთვის ძვირფასია და რისთვისაც ერთმანეთი შეუყვარდათ. ზედმეტიცაა ისეთი აშკარა საკითხების განხილვა, როგორებიცაა კაცის პატივისცემა და სხვათა თანდასწრებით ურთიერთობების გარკვევა.

ნდობა

კაცები იშვიათად არიან გულახდილები, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, ისინი ქალებისგან სოლიდარობას მოელიან. საიდუმლო საერთო ხდება და აუცილებელია მისი შენახვა. ფოსტისა და სატელეფონო შეტყობინებების შემოწმება საკუთარი თავის დამცირებას ნიშნავს.

მამაკაცს ქალისგან თანადგომა სჭირდება. არის დღეები და ზოგჯერ მთელი პერიოდებიც კი, როდესაც ყველაფერი ხელიდან გვეცლება. მეგობრებსა თუ მშობლებთან წარმოქმნილმა პრობლემებმა, სამსახურის სირთულეებმა, ჯანმრთელობასა თუ მანქანასთან დაკავშირებულმა უსიამოვნებებმა შესაძლოა სერიოზული დარტყმა მიაყენოს მამაკაცის ფსიქიკას. დაღლილი, განერვიულებული და იმედგაცრუებული კაცი ელოდება, რომ მას მოეფერებიან და საკუთარი ძალების რწმენას გაუმყარებენ.

გაგება

სათევზაოდ თუ სანადიროდ ყოფნისას ფეხბურთის მატჩის ყურებისა თუ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს მამაკაცს სრულფასოვანი ცხოვრების უფლება აქვს. ყველა ადამიანისთვის დამახასიათებელია პერიოდულად განმარტოების სურვილი, რაც სულიერი ძალების აღდგენაში ეხმარება. ორ დამოუკიდებელ პიროვნებას უფლება აქვს განსხვავებულად განიტვირთოს და არ არის მიზანშეწონილი, ერთმანეთს თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ მოქმედება აიძულონ.

საყოფაცხოვრებო კომფორტი

მამაკაცის სხეული და ფსიქიკა მძიმე, დაძაბული სამსახურის შემდეგ მოდუნებას საჭიროებს. ამიტომ მას დალაგებული, მოწესრიგებული საცხოვრებელი სივრცე, სუფთა ტანსაცმელი და გემრიელი საკვები სჭირდება.

ყველას უნდა, რომ ის უყვარდეთ, რაც სრულიად ბუნებრივი მოთხოვნილებაა. ეს მამაკაცებსაც სურთ, მხოლოდ საკითხავია, როგორი სიყვარული უნდათ მათ. კაცი ქალისგან უპირობო სიყვარულს ელოდება და მოითხოვს, რომ ის უყვარდეთ ისეთი, როგორიც არის. ქალი კი, როგორც წესი, რჩეულის გარკვეულ „ნაკლოვანებებს“ ხედავს და ცდილობს მათ გამოსწორებას, რაც მამაკაცისთვის ყოვლად მიუღებელია. კაცებს სურთ სასურველნი იყვნენ თავიანთი ქალებისათვის და მათგან ყოველთვის ალერსს, სითბოს, სიყვარულსა და თანაგრძნობას ელიან.