კოსმეტიკა მამაკაცებისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კოსმეტიკა მამაკაცებისთვის

ჰქონდეთ ჯანსაღი კანი, თმა და ფრჩხილები. თანამედროვე სამყაროში მოუვლელობა ცუდი გემოვნების, საკუთარი თავისა და საზოგადოების უპატივცემულობის ნიშანია.

მოვლილი, სასიამოვნო გარეგნობა და უდეფექტო სახის კანი ნებისმიერი ადამიანის სავიზიტო ბარათია. მამაკაცებიც არ არიან გამონაკლისი. სუფთა თმა, გლუვი კანი და სასიამოვნო არომატი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სუფთა პერანგი ან გაუთოებული შარვალი.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქალის კოსმეტიკა, კანისა და სხეულის აგებულების თავისებურების გამო, ყოველთვის არ არის მამაკაცისთვის გამოსადეგი. არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ კოსმეტიკური საშუალებების შეძენისას.

მამაკაცის კანი უფრო მკვრივია - სხვადასხვა კვლევით განისაზღვრა, რომ მამაკაცის კანი 20%-ით უფრო სქელია ქალისაზე და უფრო მეტ კოლაგენის ბოჭკოს შეიცავს.

უფრო მკვრივი და ელასტიკურია, მაგრამ ნაკლებად იჭიმება - ასეთი თავისებურება კანის საფარველს იმიტომ ახასიათებს, რომ მამაკაცებს შემაერთებელი ქსოვილის ბოჭკოები უფრო მკვრივი და უხეში აქვთ. ამის გამო კაცობრიობის ძლიერ ნახევარს არასოდეს უჩნდება ცელულიტი და სტრიები.

ცხიმოვანი ჯირკვლები ინტენსიურად მუშაობს - ეს ჰორმონებში ტესტოსტერონის სიჭარბის დამსახურებაა. სებუმის (ცხიმის) გამოყოფა ხშირად იწვევს სებორიული დერმატიტის განვითარებას, რაც კოსმეტიკის შეძენისას უნდა გავითვალისწინოთ.

ჭარბი ოფლიანობა - უფრო მსხვილი საოფლე ჯირკვლების არსებობის შედეგია. სწორედ ეს შეიძლება გახდეს ჰიპერჰიდროზის მიზეზი.

მჟავატუტოვანი ბალანსის სხვადასხვა დონე - მამაკაცებში პჰ შეადგენს 5,4-ს, რაც უმნიშვნელოვანესია საპნისა და შხაპის გელის შერჩევისას.

სახისა და სხეულის მოვლის საშუალებების შეძენისას ყურადღება უნდა მივაქციოთ შემადგენლობასა და ორგანიზმზე ზემოქმედებას.

პარსვა - ყოველდღიური პროცედურაა, თუმცა ხშირად არცთუ სასიამოვნო. განსაკუთრებით აქტუალურია ასეთი პრობლემა მგრძნობიარე სახის კანის მქონე ადამიანებისთვის. ადრე კოსმეტოლოგიური ბაზარი გვთავაზობდა კრემს გაპარსვამდე და გაპარსვის შემდეგ. დღეს შეგვიძლია შევიძინოთ წვერის დამარბილებელი საცხები, რომლებიც ქმნის დამცავ ფენას და ხელს უშლის მიკროტრავმების წარმოქმნას.

შხაპის გელი - საშუალება, რომელიც ფაქტობრივად ყველა აბაზანაში მოიძებნება. მიღებულია, რომ მამაკაცის ვარიანტში უნდა იყოს ხილის, რძის მჟავა, ანტისეპტიკური კომპონენტები, ასევე მატონიზებელი და აღმდგენი ნივთიერებები.

დეზოდორანტი - დამტკიცებულია, რომ ქალები ორჯერ უფრო ნაკლებად ოფლიანობენ, ამიტომ ანტიპერსპირანტები არ გამოადგებათ. სუნის წარმოქმნას ხელს უწყობენ ბაქტერიები, რომელთათვისაც ოფლი ბუნებრივი გარემო და საკვებია. მამაკაცის დეზოდორანტი უნდა შეიცავდეს ანტიბაქტერიულ და მადენზიფიცირებელ კომპონენტებს.

შამპუნი - უმჯობესია, არ ჰქონდეს მკვეთრი ფერი და სუნი, რომელთაც ძირითადად საღებავები და არომატიზატორები ანიჭებს. უნდა შევარჩიოთ თმის ტიპის შესაბამისი.

კოსმეტიკა ასევე უნდა აკმაყოფილებდეს გარეგნობის ასაკობრივ ცვლილებებს და პასუხობდეს ამასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

ყმაწვილობის ასაკში (16-25 წელი) ხშირია აკნე, რომლის გამომწვევი მიზეზიც პუბერტატულ პერიოდში სასქესო ჰორმონების გამოყოფაა. მნიშვნელოვანია კანის გამწმენდი საშუალების სწორად შერჩევა.

40 წლის შემდეგ ჩნდება დაბერების პირველი ნიშნები: კანი ნაკლებად მკვრივია, ჩნდება ნაოჭები. მამაკაცებში ეს უფრო ნათლად ჩანს ღრმა ნაოჭებისა და ნაკეცების გაჩენით. ამ პერიოდში უნდა შევიძინოთ შესაბამისი კრემები და კუპეროზის საწინააღმდეგო საშუალებები.

მამაკაცის კოსმეტიკის ფართო ასორტიმენტი დღეს აღარავის უკვირს. მთავარია, მეტისმეტი არ მოგვივიდეს - დავიცვათ ბალანსი და „ოქროს შუალედი“.