მამაკაცის მოდა ზაფხული-შემოდგომა 2018 - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცის მოდა ზაფხული-შემოდგომა 2018

შეუძლებელია ასეთი კაცის, მისი სტილისა და ქარიზმის შეუმჩნევლობა. ის გარდერობსაც თავად ქმნის და უმცირეს დეტალებსაც კი ითვალისწინებს. როგორ უნდა გამოიყურებოდეს მამაკაცი მოდურად 2018 წელს?

2018 წლის ზაფხული - მამაკაცის სტილი

2018 წლის ზაფხულის მამაკაცების მოდა ძალზე კომფორტულია. დიზაინერებმა თავიანთ მოდურ კოლექციებში აქცენტი თავისუფალი თარგის ტანსაცმელზე - ფართო შარვლებსა და დაგრძელებულ შორტებზე გააკეთეს. ეს უკანასკნელი მამაკაცის საზაფხულო გარდერობის განუყოფელ ნაწილად იქცა. ქამრიანი შორტები კარგად ერწყმის ჟილეტებსა და ბლეიზერებს.

მოდას უბრუნდება 90-იანებში პოპულარული ბერმუდები. ისინი არის როგორც პასტელის, ისე მკვეთრი ფერისა - მასიური დეკორატიული ჯიბეებით.

აქტიური დამსვენებლებისთვის აქტუალური იქნება მუხლამდე ჯინსის შორტი. ბრუტალურ მამაკაცებს სამხედრო ან ხაკისფერი შეფერილობის სამოსი მოეწონებათ. 2018 წლის ზაფხულის მოდა მამაკაცებს მკვეთრი დეტალებისა და აქცენტების მქონე სამოსს სთავაზობს.

ზაფხულის კოლექციებში სჭარბობს თეთრი ფერი. ის დღესასწაულის, უზრუნველობის, სისუფთავის განწყობას ქმნის, თითქოს მოგზაურობისა თუ საზღვაო კრუიზისკენ მოგვიწოდებს. თეთრი ფერი თავდაჯერებულობას მატებს ადამიანს და კარგი გემოვნების ნიშანიც არის. ნატურალური ქსოვილის თეთრი, დამოკლებული შარვალი მამაკაცის სავიზიტო ბარათი იქნება, რასაც დაემატება უწინდო ფეხსაცმელი.

როგორი იქნება კლასიკური მოდა?

ჟანრის კლასიკაა ტილოს შარვალი და პიჯაკი. შარვლის ფერი შეიძლება პიჯაკისგან განსხვავდებოდეს. დაამშვენებდა კოპლებიანი ან ზოლებიანი პერანგი. შესაძლებელია შარვალი მაღალწელიანი იყოს. ასეთი მოდელების აუცილებელი ელემენტი ნიანგის ან გველის ტყავის შეფერილობის ქამარია. აუცილებელი აქსესუარია მოკლე სახელურიანი ან მხარზე გადასაკიდი ჩანთა.

უზრუნველყოფილი მამაკაცების მოდა

ასაკთან ერთად მამაკაცის გემოვნებაც იცვლება, ცხოვრებისეული გამოცდილება და მიღწევები მამაკაცის გარდერობს უფრო თავშეკავებულს ხდის. ამ ასაკში დრო რჩება გატაცებებისა და მოგზაურობისთვის.

ცხოვრების ამ ეტაპზე კაცები ყურადღებით ეკიდებიან გარეგნობას, ვარჯიშობენ. მათ გარდერობში უნდა იყოს ხარისხიანი, უნივერსალური, საქმიანი და ყოველდღიური ტანსაცმელი. 50 წლის მამაკაცების მოდას გარკვეულად სიახლის ნოტები შეაქვს ყოველდღიურ და საქმიან სამოსში.

დიზაინერები თავიანთ კლიენტებს სთავაზობენ კლასიკური თარგის პერანგებს, ინგლისური სტილის პიჯაკებს -იდაყვზე ნატის ან ველვეტის ქსოვილის საკერებლით და, რა თქმა უნდა, ჯინსებს.

50 წლის მამაკაცების გარდერობის აუცილებელი ელემენტი უნდა იყოს ლურჯი კლასიკური ჯინსი. გეომეტრიული ზოლების ჯემპრები და კარდიგანები შემოდგომით გაათბობენ.

ლაბადაც კლასიკის მუდმივი ელემენტია. ის შესანიშნავად ავსებს უზრუნველყოფილი მამაკაცის იმიჯს.

ზაფხულის გარდერობი გულისხმობს მოხერხებულ შარვლებს, შორტებს, პერანგებს მოკლე სახელოებით, ჩალის შლაპებსა და რასაკვირველია, სათვალეს.

შემოდგომა 2018: მოდის სიახლეები

სტილი წარმატების ფორმულის განუყოფელი ნაწილია. ის მეტყველებს ადამიანის გემოვნებაზე, საზოგადოებრივ მდგომარეობაზე, ცხოვრებისეულ პოზიციაზე. მსოფლიოს დიზაინერები წლიდან წლამდე ქმნიან მოდურ მიმდინარეობებს.

მოდურად რჩება დავიწროებული შარვლები, მაგრამ მათ კონკურენტიც ეყოლებათ - ფართო, თავისუფალი თარგის მოდელები. შარვალთან ერთად შესაძლებელია ჯემპრის, პერანგისა და პიჯაკის შეხამება.

საინტერესო დიზაინერული გადაწყვეტა შეეხო პიჯაკებსაც. 2018 წლის ზაფხული-შემოდგომის პიჯაკების მოდელები ითვალისწინებს სახელოს.

ყურადღება უნდა დავუთმოთ აქსესუარებსაც. მოდური სიახლე იქნება მკვეთრი ჰალსტუხები და ცხვირსახოცები. მოცულობითი შარფები კარგად ეხამება ლაბადას და აქტუალურია შემოდგომის გრილ ამინდში. ეს ჩაცმულობა კარგად გამოკვეთს თანამედროვე, წარმატებული მამაკაცის საქმიან სტილს.

საღამოსთვის დიზაინერები გვთავაზობენ ტყავის ქურთუკებს, მასიურ ბათინკებს, ელვა შესაკრავებით მოდელირებულ შარვლებს. ეს ნამდვილი მაჩოს სტილია, რომელიც მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ჯდება თავის მოტოზე და დაისის შესახვედრად მიისწრაფვის.

2018 წლის ზაფხული-შემოდგომის მამაკაცის სტილში დომინირებს მამაკაცურობა. ეს აისახება ქსოვილების ფაქტურაში, მასიურ დეტალებში, მკაცრ ხაზებში.

რუხი, ლითონისფერი, ზეთისხილისფერი, ლურჯი, მამაკაცის სტილის უცვლელ ფერებად რჩება. ცალკე აღსანიშნავია შავი. ის ყოველთვის აქტუალურია, მაგნიტივით გვიზიდავს და მოდურობას გვძენს.

შეუთავსებლის შეთავსება - 2018 წლის ზაფხული-შემოდგომის მოდური ტენდენციების ძირითადი დევიზია. მამაკაცებს შეუძლიათ, ერთი ტონალობის ფართო ან ვიწრო შარვალი ზოლიან ან კუბოკრულ პიჯაკს შეუხამონ. კვლავ მოიპოვებს პოპულარობას ორბორტიანი პიჯაკები და დეკორატიული, მასიური ღილები.