თმის ტრანსპლანტაციის ისტორია საქართველოში და „ჰეალაინ ინტერნეიშნლ-“ის როლი ამ დარგის განვითარებაში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2019

თმის ტრანსპლანტაციის ისტორია საქართველოში და „ჰეალაინ ინტერნეიშნლ-“ის როლი ამ დარგის განვითარებაში

თმის ტრანსპლანტაციის ისტორია საქართველოში და „ჰეალაინ ინტერნეიშნლ-“ის როლი ამ დარგის განვითარებაში
თმის გადანერგვა საქართველოში დააფუძნა პროფ.თამაზ თამაზაშვილმა,რომელმაც 1998 წელს თბილისში დააარსა პირველი თმის ტრანსპლანტაციის კლინიკა "თალიზი" საქართველოს სამედიცინო წრეები და მთელი საზოგადოება დიდი ინტერესით შეხვდა ამ ინიციატივას, მითუმეტეს, რომ კლინიკაში თავიდანვე დაინერგა და გამოიყენებოდა  თმის ტრანსპლანტაციის უახლესი ამერიკული მეთოდები და ტექნოლოგიები.

უნდა აღინიშნოს, რომ თვითონ  პროფ. თამაზ თამაზაშვილმა მნიშვნელოვნად განავითარა თმის ტრანსპლანტაციის სამეცნიერო  და პრაქტიკული ასპექტები. მან პირველმა შეიმუშავა თმის გადანერგვის  უნაკერო მეთოდი, ე.წ  "სინგულარული ტრანსპლანტაცია" თავისივე ფოლიკულის  ამომღები ინსტრუმენტით, რომელიც დღეს  მსოფლიოში FUE სახელწოდებითაა ცნობილი. პროფ. თამაზ თამაზაშვილის  მიერვე შემუშავებული და
დანერგილი იქნა ფოლიკულოვანი გრაფტების შენახვის კონტეინურ-პროტექტორული მეთოდი,რომელსაც დღეს წარმატებით იყენებენ მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვან კლინიკებში. აღნიშნულმა მეთოდმა მნიშვნელოვნად გაზარდა გადასანერგი თმის ფოლიკულების სიცოცხლისუნარიანობა და "ბუნებრივია" გააუმჯობესა თმის გადანერგვის  საბოლოო შედეგები. ახალი მეტოდი მოხსენებულ იქნა ამერიკის კოსმეტიკურ ქირურგთა აკადემიის კონგრესზე 1999 წელს.

პროფ. თ. თამაზაშვილის სამეცნიერო-პრაქტიკულმა
ინოვაციებმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა. მას იწვევენ მსოფლიოს წამყვან კლილნიკებში: პარიზში.

მასთანვე სტუმრად თბილისში ჩამოდიან მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები - ჯ. მულვანი-რობინს ინსტრუმენტის კორპორაციის პრეზიდენტი, რომელიც აფორმებს მემპრანდუმს პროფ. თ. თამაზაშვილთან ერთობლივი სმეცნიერო-პრაქტიკული  მუშაობის შესახებ. 1997 წელს პროფ.თ.თამაზაშვილს ირჩევენ  თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო ასოცოაციის და ამერიკის თმის აღდგენითი ქირურგიის ასოცოაციის წევრად.

პროფ. თ. თამაზაშვილმა გასწია ფართე  საზოგადოებრივი - საგანმანათლებლო მუშაობა, რათა მაქსიმალური ინფორმაცია მიეწოდებინა საქართველოს მოსახლეობისათვის თმის გადანერგვის შესახებ. შედეგმაც არ დააყოვნა და თმის ტრანსპლანტაციამ მალე საქართველოში მოიპოვა დიდი პოპულარობა.

დარგის განვითარების პარალელურად საჭირო ხდებოდა სამედიცინო ბაზების შექმნა და 2000 წელს პროფ. თ. თამაზაშვილმა ქ. ბათუმში დააფუძნა თმის გადანერგვის კლინიკა თავისი სამედიცინო პერსონალით, რომლებიც შესაბამის მომსახურეობას უწევდნენ მთელლი აჭარის რეგიონს. ამ პერიოდისათვის პროფ.თ.თამაზაშვილმა მოამზადა და დაასაქმა თბილისის კლინიკაში რიგი ექიმებისა: აკაკი წილოსანი, ვაჟა ვადაჭკორია, მარი გუგავა, ეკა ყანდიაშვილი. მათ გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები აღნიშნულ დარგში მომზადების და მუშაობის  უფლებამოსილების შესახებ.

2003 წელს პროფ. თ. თამაზაშვილმა ქ. მოსკოვში დააარსა თმის გადანერგვის ცენტრი "მედანა", რომელშიც მოამზადა და პარტნიორების სახით მოიწვია როგორც რუსი, ასევე იქ მცხოვრები ქართველი ექიმები: ალექსი მახარაშვილი და დიანა პაპასკირი

იქვე პროფ. თ. თამაზაშვილის მიერ მოწოდებულ იქნა თმის გადანერგვის ახალი მეთოდი,რომელიც საფუძვლად დაედო ამ კლინიკაში შესრულებულ სადისერტაციო ნაშრომს. აღნიშნულ მეთოდზე მიღებულ იქნა რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის   პატენტი

თმის  გადანერგვა სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენდა მთელს მსოფლიოში, იქმნებოდა ახალი მეთოდები,რაც ბუნებრივია,პირდაპირ აისახებოდა ამ დარგის განვითარებაში ჩვენი ქვეყნის მასშტაბითაც.

2004 წელს პროფ. თ. თამაზაშვილმა თბილისში დააარსა ახალი თმის გადანერგვის კლინიკა,სახელიც თვითონვე შეურჩია "ჰეალაინ ინტერნეიშნლ"-ი. მომზადდა ახალი სამედიცინო კადრები და დასაქმდნენ აღნიშნულ კლინიკაში

"ჰეალაინის" პარალელურად დაფუძვნდა საქართველოს თმის ტრანსპლანტოლოგ ქირურგთა  და ტრიხოლოგთა ასოციაცია,რომლის პრეზიდენთად არჩეულ იქნა პროფ.თ.თამაზაშვილი.

"ჰეალაინს" აქვს ფართე კავშირები მსოფლიოს წამყვან ანალოგიურ კლინიკებთან.მიმდინარეობს მოლაპარაკება ერთობლივი  თმის ტრანსპლანტაციის კლინიკის შექმნის თაობაზე ქ. ნიუ-იორკში (ა.შ.შ).

"ჰეალაინში" ჩამოდიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან არა მარტო პაციენტები სამკურნალოდ,არამედ ექიმებიც თმის ტრანსპლანტოლოგიაში მომზადების მიზნით.კლინიკა“ჰეალაინი“უფლებამოსილია მოამზადოს ექიმთა კადრებითმის ტრანსპლანტოლოგიაში შესაბამისი სერტიფიკატის გადაცემით.

"ჰეალაინის" თანამშრომელთა ინიციატივით და მათი აქტიური მონაწილეობით თბილისში ორჯერ ჩატარდა სამეცნიერო-პაქტიკული კონფერენცია ,მიძღვნილი თმის ტრანსპლანტაციის  აქტიური საკითხებისადმი 2005 წელს

ამჟამად პროფ. თ. თამაზაშვილის მიერ მოწოდებულია თმის შერეული ტრანსპლანტაციის მოდიფიცირებული მეთოდი, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თმის უნაკერო ტრანსპლანტაციის შედეგებს. აღნიშნულ მეთოდზე გაფორმებულია განაცხადი  საავტორო უფლების-პატენტის მოსაპოვებლად. ახალი მეთოდის გამოყენების უპირატესობაზე კლინიკის ქირურგი ირაკლი ბებიაშვილი ახორციელებს სადისერტაციო ნაშრომზე მუშაობას. ეს ნაშრომი წარმოადგენს პირველ დისერტაციას თმის ტრანსპლანტოლოგიაში, რომელიც სრულდება და დაცული იქნება საქართველოში.

პროფ.თ.თამაზაშვილმა პირველმა მსოფლიოში შეისწავლა თმის უჯრედების ტრანსლოკალიზაციური ცვლილებები, ფოლიკულის განვითარების სხვადასხვა ფაზები და შედეგი მოახსენა საერთაშორისო კონგრესზე კანადაში 2007წ

პროფ. თ. თამაზაშვილის სამეცნიერო არეალი მოიცავს  ასევე თმის ფიზიოლოგიის შესწავლას და თმის ცვენის ეტიოპათოგენეზის დადგენას. ამ მიზნით მის მიერ ჩატარებულ იქნა უნიკალური ჰისტომორფოლოგიური კვლევები, რომლის შედეგებიც გადმოცემულია წიგნში: "ახალი კონცეფციები თმის ფიზიოლოგიაში" და ანდროგენული ალოპეციის ეტიო-ფათოგენეზში

პრეზენტაცია მოეწყო ქ. ნიუ-იორკში(აშშ) დიდი წარმატებით. აგი აღიარებულია საუკუნის საუკეთესო წიგნად ამ დარგში. აღნიშნულ წიგნში მოყვანილი შედეგები დანერგილია კლინიკა "ჰეალაინში" პაციენტთა თმისცვენის მიზეზების და ადეკვატური მკურნალობის განსაზღვრის თვალსაზრისით.

პროფ. თ. თამაზაშვილმა "ჰეალაინის" დირექტორ ირაკლი ბებიაშვილთან ერთად შეიმუშავეს თმის ფოლიკულოვანი გრაფტების სწრაფი კონტროლის მეთოდი,რომელიც  პაციენტს აძლევს შესაძლებლობას თვითონვე სწრაფად დაითვალოს თმის გადასანერგი გრაფტების რაოდენობა ,რაც მნიშვნელოვნად ზრდის "ჰეალაინის" მიმართ პაციენტების ნდობის ფაქტორს და განსხვავებით სხვა კლინიკებისაგან, არ ბადებს არავითარ კითხვებს. სტატია აღნიშნული მეთოდის შესახებ გამოქვეყნდა  მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ჟურნალში "Forum International" 2008წ

"ჰეალაინი" დღეს    უდავოდ წამყვანი კლინიკაა საქართველოში თმის ტრანსპლანტაციის დარგში. კლინიკაში რეგულარულად მიმდინარეობს კადრების თვითგაჯანსაღების პროცესი სამედიცინო პერსონალის პერიოდული ცვლილებების გზით. კლინიკიდანწასული სამედიცინო პერსონალის  სანაცვლოდ მოდიან უფრო  ენერგიული და პაციენტზე ორიენტირებული კადრები, რომლებიც უფრო მაღლა სწევენ კლინიკის პრესტიჟს. ამჟამად კლინიკაში პროფ. თ. თამაზაშვილის მხარდამხარ მუშაობენ ექიმენი: ირაკლი ბებიაშვილი, არჩილ შათირიშვილი,ქეთი ჭუჭულაშვილი,მაკო ქარდავა,ლელა ბიწაძე

ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
ამცირებს ქოლესტერინის და ცხიმის დონეს-50მლ
ფასი: 26.9
შრომისუნარიანობის შესანარჩუნებლად.-28 აბი
ფასი: 39.9
5 HPT დეპრესიის საწინააღმდეგო -60 აბი
ფასი: 49.5
მსგავსი სიახლეები
სახის კანის ხარისხიანი დატენიანება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია მისთვის სილამაზის და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად.
24-05-2019
ალბათ, ერთხელ მაინც გაგვიგია, რომ 30 წლის შემდეგ სახის კანს განსაკუთრებული მოვლა და ყურადღება სჭირდება.
07-05-2019
დიეტოლოგია
ქულების დიეტა "კრემლის დიეტის" სახელითაცაა ცნობილი. ეს არის ნახშირწყლების დაბალი შემცველობის დიეტა,
ყაბაყისა და ცუკინის დიეტის პრინციპი მარტივია - ყოველდღე ჩართეთ მენიუში ამ ბოსტნეულის ნებისმიერი კერძი. ერთ თვეში 5 კილოგრამს დაემშვიდობებით.
ატკინსის დიეტა დაბალნახშირწყლოვან დიეტებს მიეკუთვნება. მას სხვანაირად ცილოვან დიეტასაც უწოდებენ. მისი
კატეგორიის სხვა სტატიები
სტატისტიკის თანახმად, სიკვდილიანობის დიდი პროცენტი გულთან დაკავშირებული პრობლემების შედეგია.
სტატისტიკური მონაცემებით, დღეს მსოფლიოში ქალთა პოპულაციის 10 %-ს პოსტმენოპაუზური
ცნობილია, რომ ადამიანის ცხოვრებაში დგება გარდატეხის მომენტები,
50 წლის ასაკში მამაკაცს, იშვიათი გამონაკლისის გარდა,
მამაკაცები, მართალია, სამყაროს ძლიერ ნაწილს შეადგენენ, მაგრამ მათაც აქვთ გარკვეული სისუსტეები.
მამაკაცის კოსმეტიკით დღეს ვეღარავის გააკვირვებ. ძლიერი სქესის წარმომადგენლებსაც სურთ კარგად გამოიყურებოდნენ,
განურჩევლად იმისა, სად აპირებთ დასვენებას - ზღვაზე თუ მთაში, აუცილებელია თან გქონდეთ პატარა აფთიაქი პირველი დახმარების მედიკამენტებით.
კოღოს ნაკბენს ახასიათებს ქავილი და ხშირად სწორედ ქავილი ხდება ინფექციების შეჭრის, ნაკბენის გაღიზიანების და დიდხანს მოუშუშებლობის მიზეზი.
ზაფხულის დადგომასთან ერთად მატულობს ნაწლავური ინფექციების სიხშირე. დიარეა - ნაწლავთა გახშირებული
ზოგი სიცხეს ვერ იტანს, ზოგიც - სიცივეს. ალბათ, ბევრს აინტერესებს, რომელი უფრო საშიშია ორგანიზმისთვის.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად