რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა დაკონსერვებულ პროდუქტებში
ამტკიცებენ, საუბარია კონსერვებში არა მარილის მაღალ შემცველობაზე ან კვებით თავისებურებებზე, არამედ მათში არსებულ თუთიის ოქსიდის მიკროსკოპული ნაწილაკებზე, რამაც ადამიანის საკვების მომნელებელ სისტემას შეიძლება დიდი ზიანი მოუტანოს. ამ ნაწილაკებს შეუძლია ნაწლავში სასარგებლო ნივთიერებების შეწოვის პროცესის დარღვევა.
თუთიის ოქსიდის ნაწილაკები ილექება ნაწლავის კედლებზე და იწვევს უჯრედების ზედაპირზე მიკროხაოების შეცვლას ან განადგურებას. ეს უკანასკნელი მონაწილეობს სასარგებლო ნივთიერებების შეწოვაში. გარდა ამისა, მიკრონაწილაკებს შეუძლია ნაწლავის განვლადობის გაზრდა (ნაწლავიდან სხვადასხვა ელემენტები სისხლში ხვდება).
ცნობილია, რომ თუთიის ოქსიდს, როგორც ანტიმიკრობულ ნივთიერებას, ცაკლეული სახეობის კონსერვებში უმატებენ. ის ხელს უშლის გოგირდშემცველი პროდუქტის შეღებვას. მეცნიერებმა, ჩატარებული კვლევის ფარგლებში, გამოიკვლიეს სიმინდის, თინუსისა და ხორცის კონსერვები. აღმოჩნდა, რომ თუთიის შემცველობა ამ პროდუქტებში ასჯერ აღემატებოდა მოხმარების დღიურ რეკომენდებულ დოზას.
ლალი ჩხიკვაძე