რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

რჩევები

ჩაიარა მხიარულმა ქორწილმა, მეტეორივით ჩაიქროლა თაფლობის თვემ და დაიწყო ცოლქმრული ცხოვრების წლები. თითქოს არცთუ ისე დიდი ხნის წინ აღვნიშნეთ ქორწინების მე-10 წლისთავი და უკვე ვერცხლის ქორწილმაც მოგვიკაკუნა... ადამიანის ცხოვრება მთაზე ასვლას ჰგავს. ბავშვობიდან მოყოლებული, ის სულ ზევით და ზევით მიფოფხავს, იქ, სადაც მზით განათებული, ოქროსფრად მბრწყინავი, ძნელად მისაღწევი მწვერვალია. გადის წლები, ათწლეულები, მიზანი უფრო და უფრო ახლოვდება, აი, თითქოს გამოჩნდა კიდეც... და ამ დროს ადამიანი ამჩნევს, რომ წასასვლელი აღარსადაა და ქვევით უნდა დაეშვას. ადამიანის ცხოვრების შემოდგომა დიდი და სერიოზული პრობლემაა, რომელიც მრავალი სპეციალობის მეცნიერთა შესწავლის საგანია. პრობლემა მრავალწახნაგოვანია, თავისებური, მნიშვნელოვანი არა მარტო ცალკეული ადამიანისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის. მისი ერთ-ერთი წახნაგია ხანდაზმული ასაკის სქესობრივი ცხოვრება.
მამაკაცის საცურაო კოსტიუმი ქალის ანალოგიურ სამოსზე რამდენადმე გვიან გაჩნდა და არა მარტო იმიტომ, რომ წინათ მამაკაცები ყურადღებას არ აქცევდნენ საკუთარ ჩაცმულობას; უბრალოდ, მამაკაცის სიშიშვლე, ქალისგან განსხვავებით, არასოდეს ყოფილა აკრძალული. მამაკაცის საცურაო კოსტიუმი იმდენად სიშიშვლის დასაფარავად არ შექმნილა, რამდენადაც თანამედროვეობისთვის ფეხის ასაწყობად. მამაკაცის საცურაო კოსტიუმის შექმნას ქალის საცურაო კოსტიუმის ევოლუციამ შეუწყო ხელი. სწორედ ქალთა მოდა აძლევდა მიმართულებას მამაკაცისას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მამაკაცის საცურაო კოსტიუმების დიზაინერები ქალთა მოდით აღარ ხელმძღვანელობენ, მის ტენდენციებს მაინც ადევნებენ თვალს.
მამაკაცის ჰიგიენა გოგონებთან ურთიერთობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თანაც ვის არ უნდა, თავი სუფთად, ჯანმრთელად და მომხიბვლელად იგრძნოს? თმა. თმა შეიძლება იყოს თხელი, სქელი, ცხიმიანი, მშრალი, ნორმალური, მტვრევადი. მელოტებს ეს არ ეხება, თუმცა მათ თმიანებთან შედარებით უამრავი უპირატესობა აქვთ: არ ეკარგებათ დრო თავის დასაბანად და თმის გასაშრობად, არ ეხარჯებათ ფული შამპუნისთვის და თმის შესაჭრელად... თმიან უმრავლესობას კი ვურჩევთ, თავის მოსავლელად დროს ნუ დაიშურებენ, რადგან ჭუჭყიანი და სუნიანი თმით ვერავის მოაწონებენ თავს.წარბები. ზოგჯერ მათი მოწესრიგებაც საჭიროა. ცხადია, გამოქნას არ ვგულისხმობთ, მაგრამ ფორმის შესასწორებლად შეიძლება სპეციალისტსაც მიმართოთ.
აზარტული თამაშების ფსიქოლოგიაადამიანთა უმრავლესობისთვის აზარტი ასოცირდება რაღაც სარისკოსთან, საშიშთან, მაგრამ საოცრად მიმზიდველსა და საინტერესოსთან. ტყუილად კი არ ამბობენ, რომ აკრძალული ხილი გემრიელია და რაც უფრო მეტად "არ შეიძლება", მით უფრო მეტად "გვინდა". დაახლოებით "შეიძლებასა" და "არ შეიძლებას" შორის არსებულ ზღვარზე აღმოცენდა გემბლინგის (აზარტული თამაშების) ფსიქოლოგია. თითქმის ყველა ადამიანი მეტ-ნაკლებად მიდრეკილია აზარტისკენ, მაგრამ ყველას როდი უვითარდება ემოციურ ლაბილობასთან, ქცევის არაადეკვატურობასთან, სოციოპათიასთან, დევიაციასთან, სუიციდთან დაკავშირებული პათოლოგია. გემბლინგი ფულზე თამაშისადმი დამოკიდებულების ნაირსახეობაა. ეს არის გარკვეულ მოქმედებათა კომპლექსი, ჩამოყალიბებული აზარტული თამაშების (რომლებსაც მოგების მოტანა შეუძლია) სხვადასხვა სახეობისადმი მიდრეკილების საფუძველზე.
მაჯის საათის შერჩევა სერიოზული საქმეა. თუ ჯერ კიდევ ვერ გადაგიწყვეტიათ, როგორი საათი შეიძინოთ, ვეცდებით დაგეხმაროთ. საათის შერჩევისას გაითვალისწინეთ, სად და როგორ ატარებთ მას. ეს აქსესუარი მხოლოდ დროის განსაზღვრაში კი არ გვეხმარება, არამედ შეუძლია, ბევრ რამეზე მიგვანიშნოს: ადამიანის ხასიათზე, ჩვევებზე... ის, ისევე როგორც ჩაცმულობა და ავტომანქანა, ჩვენს პიროვნებასა და ცხოვრების წესზე მეტყველებს. მთავარია, საათს თქვენთვის სასარგებლო ფუნქციები ჰქონდეს. მაგალითად, თუ სპორტულ მოდელს ეძებთ, უმჯობესია, დარტყმაგამძლე და წყალგამძლე საათები შეათვალიეროთ. თუ საათი თქვენთვის მხოლოდ მოდური აქსესუარია, დაფიქრდით, გჭირდებათ თუ არა გამძლეობის მაღალი დონე. მეორე მნიშვნელოვანი ასპექტია ფასი, უფრო სწორად, რამდენი შეგიძლიათ გადაიხადოთ. ფასი დამოკიდებულია მარკაზე, საათის ფუნქციებზე, მასალაზე, სერიის ეგზემპლართა რაოდენობაზე და ა.შ.
ნაჩვენებია მე-10 გვერ 18 - დან
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად