რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

რჩევები

რა არის მამაკაცის იმიჯი და რაზეა ის დამოკიდებული, როგორ შევქმნათ და შევინარჩუნოთ იგი?ზოგისთვის ის შესაძლოა განისაზღვრებოდეს იმით, რას ფიქრობენ მასზე ბიზნესპარტნიორები ან ქალები, ზოგისთვის - თვითშეგრძნებით და საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის უნარით. როგორც ერთ, ისე მეორე თვალსაზრისს აქვს არსებობის უფლება, თუმცა თითოეულ მათგანს გააჩნია განმასხვავებელი მხარეც. მაგალითად, საქმიანი მამაკაცის იმიჯს ქმნის კარგი განათლება, კომპეტენტურობა, მოლაპარაკებათა წარმოებისა და ადამიანების გაერთიანების უნარი. ასეთმა ხელმძღვანელმა უნდა გამონახოს საერთო ენა ხელქვეითებთან, ისწავლოს ადამიანებისთვის თავის მოწონება, გამოირჩეოდეს ქარიზმულობით.
მამაკაცების გამორჩეულობისა და უპირატესობის რწმენა გარკვეულ ფსიქოლოგიურ სტერეოტიპებს ეფუძნება. ბევრისთვის ნაცნობია ფორმულა: “ქალი სულელია და მისი ადგილი მხოლოდ სამზარეულოშია”. მაგრამ დრო თავ-თავის ადგილს უჩენს აქცენტებსა და პრიორიტეტებს, იგი გვკარნახობს თამაშის ახალ წესებს. საკითხავია, ყოველთვის მართალია თუ არა მამაკაცი.რა არის მამაკაცური შოვინიზმი?სიტყვა “შოვინიზმი” (ფრ. chauvinisme) მომდინარეობს ნაპოლეონის არმიის ნახევრად მითიური ჯარისკაცისგან ნიკოლა შოვენისგან, რომელიც, მიუხედავად დევნისა, სიღარიბისა, შეურაცხყოფისა, იმპერატორის დამარცხებისა და გადასახლების შემდეგაც მისი ერთგული დარჩა.
მამაკაცს გაგება და თანადგომა სურს მამაკაცის ფიზიკური უპირატესობა სრულიად არ ნიშნავს, რომ იგი შეუდრეკელია. ცნობილი ფაქტია, რომ ყმაწვილები გოგონებზე მძიმედ განიცდიან მშობლებთან დაშორებას. მოწიფულ ასაკში მამაკაცები კონფლიქტის დროს უფრო იოლად კარგავენ წონასწორობას, მარტოობაც უფრო მეტად თრგუნავთ. მამაკაცები უფრო მგრძნობიარეები არიან ტკივილის მიმართ და მეტად უჭირთ რთული ფსიქოლოგიური სიტუაციის გადალახვა. შესაძლოა, ეს იმის ბრალი იყოს, რომ მათ ადრეული ბავშვობიდან ასწავლიან, არ დაემორჩილონ გრძნობებსა და ემოციებს, უბრალოდ მოითმინონ და არ იტირონ. ამიტომ მამაკაცები ზოგჯერ შეგნებულად, უფრო ხშირად კი ქვეცნობიერად ელოდებიან ქალისგან გაგებასა და ალერსს, როგორც თანადგომის ფორმას. მამაკაცს სჭირდება ქება და აღიარება. მას უყვარს კომფორტი.
ნაჩვენებია მე-8 გვერ 18 - დან
დიეტოლოგია
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ბევრი სასარგებლო პროდუქტი ნაკლებად ცნობილი და ბოლომდე შეუფასებელია, მათ შორისაა ნუშის რძე.
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად