როგორი პლასტიკური ოპერაციებია შესაძლებელი საქართველოში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2019
როგორი პლასტიკური ოპერაციებია შესაძლებელი საქართველოში

როგორი პლასტიკური ოპერაციებია შესაძლებელი საქართველოში

პლასტიკური ქირურგია ესთეტიკური მედიცინის პოპულარული მიმართულებაა და აქტიურადაც ვითარდება. საგულისხმოა, რომ საქართველოში ბევრი მიმართავს მას იმისათვის, რომ ჰქონდეს სიმეტრიული სახის ნაკვთები, სასურველი ფორმა მისცეს გარკვეულ ანატომიურ ზონას, მოიშოროს კოსმეტიკური დეფექტები.

გარდა ამისა, ესთეტიკური ოპერაციის მსვლელობისას შესაძლებელია ფუნქციური პრობლემების მოცილებაც, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ჯანმრთელობაზეც და ქრონიკული დაავადებების განვითარებასაც განაპირობებენ.

როგორი პლასტიკური ოპერაციებია შესაძლებელი საქართველოში, ამ საკითხზე გვესაუბრება კლინიკა “კარაპს მედლაინის” პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი - ალექსანდრე კალანტაროვი.

- ბატონო ალექსანდრე, საქართველოში რამდენად ხშირად მიმართავენ
ქალები პლასტიკურ ქირურგიას?

- ქართველი ქალები საკმაოდ ხშირად იყენებენ პლასტიკურ ქირურგიას, თუმცა უმრავლესობა მალავს ამას.

- რომელი ასაკიდან შეიძლება იფიქროს ქალმა ვიზუალური პრობლემის ქირურგიულად მოგვარებაზე?

- 16-18 წლის ასაკიდან შეიძლება პლასტიკური ოპერაციების წარმოება. თუმცა არის თანდაყოლილი და ბავშვობაში შეძენილი დეფექტები, რომელთაც სრულწლოვან ასაკამდე სჭირდება სათანადო მკურნალობა.

- პაციენტის სურვილის გარდა,
კიდევ რა არის პლასტიკური ოპერაციების ჩვენებები?

- პლასტიკური ოპერაციის ერთადერთი ჩვენება პაციენტის სურვილია.

- რა ხანგრძლივობისაა რეაბილიტაციის პროცესი?

- რეაბილიტაცია ყველა ოპერაციის შემდგომ ინდივიდუალურია და საშუალოდ 2 კვირას მოიცავს.

- საზოგადოდ, რა შეიძლება იყოს პლასტიკური ოპერაციის უკუჩვენება?

- პაციენტის ფსიქიკური ან სომატური ჯანმრთელობის პრობლემა.

- როგორი პლასტიკური ოპერაციები კეთდება სახისა და კისრის არეში?

- ნებისმიერი, რასაც ქალი მოისურვებს.

- შედეგი რამდენად ხანგრძლივია, განმეორებითი ოპერაციის საჭიროება ხომ არ ჩნდება?

- ზოგიერთ შემთხვევაში ჩნდება.

- სახის არეზე ოპერაციის შემდგომ რა დრო სჭირდება შედეგს?

- სახეზე პლასტიკური ოპერაციის შედეგისთვის საშუალოდ 1-იდან 12 თვემდეა საჭირო.

- რას გულისხმობს მუცლის პლასტიკა?

- ჭარბი კან-ცხიმოვანი ნაკეცის მოცილებას და მუცლის წინა კედლის მოცულობის შემცირებას.

- რაიმე დამატებითი ღონისძიება ხომ არ სჭირდება პლასტიკური ქირურგიის შედეგის შენარჩუნებას?

- ყოველდღიურად თავის მოვლა და ჯანსაღი ცხოვრება.

- კიდურების ფორმის საკორექციო ოპერაციები თუ კეთდება?

- დიახ, კეთდება, შესაძლებელია როგორც წვივის, ასევე ბარძაყის კორექცია.

- რა არის გლუტეოპლასტიკა და როდის მიმართავენ მას?

- გლუტეოპლასტიკა დუნდულების პლასტიკაა, როდესაც დუნდულა კუნთი ასაწევია ან გასადიდებელი.

- რა რეკომენდაციებს მისცემდით პლასტიკური ოპერაციის შემდგომ პაციენტებს?

- არ მოწიონ თამბაქო და მოერიდონ მზეს.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდებული პროდუქტები
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
მსგავსი სიახლეები
"მკერდის, დუნდულებისა თუ სასქესო ასოს გადიდებისთვის გამიზნული სტანდარტული ოპერაციები მალე
10-09-2018
მკერდის, დუნდულოს და სასქესო ასოს გადიდების სტანდარტული ოპერაციები ნელნელა წარსულში რჩება.
31-01-2018
რეკონსტრუქციული ანუ აღმდგენი ქირურგია მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე რთული და მრავალმხრივი დარგია.

05-12-2017
05 აპრილი 2018
ისევ შეგვახსენა თავი წითელამ, დაავადებამ, რომელსაც “ბატონების” სახელით იცნობს ხალხი და ის ბავშვთა
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
რინოპლასტიკა - ცხვირის პლასტიკური ოპერაცია, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქირურგიული ჩარევაა,
ბრიტანელს, რომელიც პენისის გარეშე დაიბადა, ჩაუნერგეს სასქესო ასოს ბიონიკური პროთეზი. მანჩესტერის
"მკერდის, დუნდულებისა თუ სასქესო ასოს გადიდებისთვის გამიზნული სტანდარტული ოპერაციები მალე
კრუზონის სინდრომი - არის გენეტიკური პათოლოგია, რომლის დროსაც ქალას ძვლების ნაადრევად შეხორცების
რუტგერსის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა გამოარკვიეს, რომ სელფის დროს ცხვირი 30%-ით დიდი ჩანს. ასეთი ეფექტის გამო ადამიანებმა
მკერდის, დუნდულოს და სასქესო ასოს გადიდების სტანდარტული ოპერაციები ნელნელა წარსულში რჩება.
30 იანვარი 2018
2017 წლიდან საქართველოში წითელას შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
ღორის გრიპის შესახებ გვესაუბრება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ალბათ არ დარჩენილა საქართველოში ადამიანი, ღორი გრპის ვირუსით გამოწვეულ ინფექციას და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს
ბოლო მონაცემებით, საქართველოში გრიპის ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული