რეკონსტრუქციული ქირურგია: აღდგენილი ორგანო და ფუნქცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რეკონსტრუქციული ქირურგია: აღდგენილი ორგანო და ფუნქცია

მედიცინის ეს მიმართულება ორგანიზმის დაკარგული ან დეფორმირებული ნაწილის ანატომიურ-ფუნქციურ აღდგენას ემსახურება.

რეკონსტრუქტორი ქირურგები, ორგანოსა და ფუნქციის აღდგენის პარალელურად, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ აღდგენილი ორგანო რაც შეიძლება ბუნებრივად გამოიყურებოდეს. სწორედ ამიტომ რეკონსტრუქციული ქირურგია ესთეტიკურ-პლასტიკურ ქირურგიასთან ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული დარგია და ტელე-რადიო გადაცემებსა თუ პრესაში გამოქვეყნებულ სტატიებში მედიცინის ეს ორი დარგი ხშირად ერთმანეთში ერევათ კიდეც.

ადამიანის მიკროსკოპული ანატომიის შესწავლამ და შესაბამისი ინსტრუმენტული ტექნიკის შექმნა ქირურგებს მიკროსკოპული ზომის სისხლძარღვებისა და ნერვების აღდგენის შესაძლებლობა მისცა, რამაც სერიოზულად უბიძგა გასული საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ მედიცინის ამ დარგის სწრაფ განვითარებას.

ისტორიული ეტაპები

რეკონსტრუქციული ქირურგიული მანიპულაციების შესახებ ისტორიული ფაქტები ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ ათასწლეულში ჩნდება, არსებობს ძეგლები, რომლებიც ცხვირის, ყურის ნიჟარისა და სახის ოპერაციული კორექციის მცდელობების შესახებ ფაქტებს აღწერენ.

მე-17 საუკუნეში, კერძოდ, 1597 წელს, პლასტიკური ქირურგიის პირველი ტრაქტატი შეიქმნა, რომლის ავტორიც იტალიელი ქირურგი - ტაგლიაცოზი გახლდათ.

მე-19 საუკუნემდე ქირურგიული ოპერაციები ამ მიზნით მხოლოდ ესთეტიკურ კორეციას ისახავდა მიზნად და არა ფიზიოლოგიური ფუნქციების სრულ აღდგენას, ამ კუთხით მთელ ევროპაში ერთეული ჩარევები თუ ხორციელდებოდა.

მე-20 საუკუნეში სრულფასოვანი ანესთეზიის შედეგად შესაძლებელი გახდა ჩატარებულიყო სერიოზული რეკონსტრუქციული ოპერაციები, რომლებიც ნაკლებად რთულდებოდა ტკივილისა და სეპტიკური შოკით.

სრულფასოვანი რეკონსტრუქცია ჩატარდა კანის აღსადგენად და ეს კანის თავისუფალი ნაწილებისა და მისი ნაფლეთების გადანერგვა გახლდათ, მას მოჰყვა წარმატებულად ჩატარებული ძვლოვანი ტრანსპლანტაცია, რაც დამწვრობებისა და ჭრილობების შედეგად დარჩენილი ღრმა დეფექტების სრულად აღმოფხვრის საშუალებას იძლეოდა.

გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო ქსოვილთა რთული კომპლექსების გადანერგვა, რომელშიც სისხლის მიმოქცევა 1მმ დიამეტრის მქონე სისხლძარღვების აღდგენით ხდებოდა. მოგვიანებით ასეთი მიკროანასტომოზები ნერვებზეც განხორციელდა.

დღეს თანამედროვე აღმდგენი ქირურგია ორ ძირითად ფაქტორს გულისხმობს:

1. გადასანერგ მონაკვეთში აუცილებელია სისხლის მიმოქცევისა და ინერვაციის აღდგენა;

2. რეკონსტრუქცია უნდა მოხდეს კუნთებისა და მყესების მოძრაობის თავისებურებათა - ბიომექანიკის გათვალისწინებით.

როდის არის რეკონსტრუქციული ქირურგიის საჭიროება

კანის დეფექტები:

  • დიდი ფართობის დამწვრობები;
  • მადეფორმირებელი ნაწიბურები და ნაიარევები;
  • დიდი ზომის პიგმენტური და სისხლძარღვოვანი კეთილთვისებიანი წარმონაქმნები;

მყესების ქირურგია:

  • პირველადი ტრავმა;
  • მყესების ნაწიბუროვანი ცვლილებანი;
  • კონტრაქტურები;

კუნთების ქირურგია:

  • კუნთების ტრავმა;
  • კუნთების ინერვაციის დარღვევა;
  • კუნთებში სისხლმომარაგების დარღვევა.

სხეულის სხვადასხვა ნაწილი

სხეულის სხვადასხვა ნაწილებისა და ორგანოების პოსტტრავმული და პოსტოპერაციული ფუნქციის მოშლა, მათ შორის:

  • მტევანი;
  • ტერფი;
  • გულმკერდის ღრუ;
  • მუცლის ღრუ;
  • მენჯის ღრუ;
  • საშოს, საშვილოსნოსა და სასქესო ორგანოების რეკონსტრუქცია;
  • ყურის ნიჟარა;
  • ცხვირი;
  • სარძევე ჯირკვალი და სხვა.

თანდაყოლილი ანომალიები:

  • ნებისმიერი ლოკალიზაციის თანდაყოლილი ანომალიები - ორგანოს უქონლობა ან განუვითარებლობა;
  • აღმდგენი ქირურგიით შესაძლებელია პლასტიკური ოპერაციების შემდგომი არადამაკმაყოფილებელი შედეგების კორექცია.