რომელ პლასტიკურ ოპერაციებს იკეთებენ საქართველოში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

რომელ პლასტიკურ ოპერაციებს იკეთებენ საქართველოში

რომელ პლასტიკურ ოპერაციებს იკეთებენ საქართველოში

ბევრს მიაჩნია, რომ სილამაზის ძიება ადამიანმა მხოლოდ XX საუკუნეში დაიწყო. სინამდვილეში ეს ფენომენი ისევე ძველია, როგორც ადამიანთა მოდგმა. გარეგნობის გასაუმჯობესებელი ქირურგიული პროცედურებიც კი არ არის ჩვენი დროის გამოგონება.


ადამიანები ერთმანეთს პირველ რიგში გარეგნობით აღვიქვამთ და ვაფასებთ, ამიტომ პლასტიკურმა ქირურგიამ ჩვენს ცხოვრებაში მეტად მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა და პოზიტიური როლი შეასრულა მრავალი ჩვენგანის ცხოვრებაში. როგორ უყურებენ საქართველოში მედიცინის ამ დარგს და რამდენად ხშირად მიმართავენ პლასტიკურ ქირურგიას, ამის შესახებ გვესაუბრება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პლასტიკური ქირურგი გუგა კუზანოვი.


- ყველაზე ხშირად რა სახის პლასტიკური ოპერაციები

კეთდება თქვენს კლინიკაში?

mkurnali.ge- არსებობს საყოველთაო ტენდენცია. 5-6 წლის წინ მთელ მსოფლიოში, მათ შორის - საქართველოშიც, ყველაზე ხშირად ლიპოსაქცია კეთდებოდა, ბოლო ხანებში კი ჩვენში განსაკუთრებით პოპულარულია რინოპლასტიკა - ცხვირის ოპერაცია. ასიდან 70 შემთხვევაში რინოპლასტიკას ქალები იკეთებენ.
მეორე ადგილს დღესაც ლიპოსაქცია იკავებს. სიმსუქნე მთელი მსოფლიოსთვის ერთ-ერთ უდიდეს პრობლემად იქცა, რაც

განპირობებულია კვების რეჟიმის ცვლილებებით, სწრაფი კვების ობიექტების მომრავლებით, ცხოვრების უმოძრაო წესით. საზოგადოების განვითარებასთან ერთად ეს პრობლემები უფრო და უფრო მეტად იჩენს თავს. დღეს ბევრი ქალი უზის საჭეს, სამუშაოც მეტწილად მჯდომარე აქვთ...
ბოლო ხანს თბილისში მოიმატა მკერდის პლასტიკური ოპერაციების რიცხვმა. წინათ ამ პრობლემას ქალები ყურადღებას არ აქცევდნენ, ან შესაძლოა აქცევდნენ კიდეც, მაგრამ არა იმდენად, რომ მის გალამაზებაზე ეზრუნათ, ახლა კი უამრავი ქალი იკეთებს მკერდის ოპერაციას. რა ოპერაციაა ეს? პირველ ყოვლისა, მკერდის გადიდება. ამისთვის ვიყენებთ ახალი თაობის, მაღალი ხარისხის სილიკონის ენდოპროთეზებს, რომლებსაც ძალიან ცოტა, სულ სამი კომპანია უშვებს - ორი ამერიკული და ერთი გერმანული. მთელ მსოფლიოში სწორედ მათ პროდუქციას მოიხმარენ.
მეორე ადგილზე დგას მკერდის ლიფტინგი ანუ აწევა, მესამეზე - მკერდის დაპატარავება.

- გავრცელებულია შეხედულება, რომ სილიკონის პროთეზები კიბოს იწვევს.

- 5 წლის წინ ამერიკაში გამოიკვლიეს 2000 ქალი, რომელთაგან არც ერთს არავითარი პლასტიკური ოპერაცია არ ჰქონდა გაკეთებული და ამდენივე ქალი, რომელთაც სხვადასხვა დროს მკერდის იმპლანტაცია ჩაუტარდათ. იმ ქალებს შორის, რომელთაც პროთეზები ჰქონდათ იმპლანტირებული, პირველ სტადიაში მყოფი სიმსივნე 2%-ით ნაკლებს აღმოაჩნდა. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სილიკონი კიბოსგან იცავს. უბრალოდ, ასეთი ქალები უფრო ხშირად დადიან მამოლოგთან და იტარებენ გამოკვლევას. თანაც იმპლანტაციას რამე კავშირი რომ ჰქონდეს სიმსივნური პროცესის განვითარებასთან, კომპანიები, რომლებიც სილიკონის ენდოპროთეზებს უშვებს, უბრალოდ დაიხურებოდა.

- რამდენ ხანს ძლებს იმპლანტანტი მკერდში?

- იმპლანტანტის მწარმოებელი კომპანიები თავიანთ პროდუქციაზე მუდმივ გარანტიას იძლევიან, მაგრამ იმპლანტაციის შემდეგ ყველაფერი ორგანიზმის თავისებურებებზეა დამოკიდებული. მე მინახავს 25 წლის პროთეზი, რომელიც ქალს არავითარ პრობლემას არ უქმნიდა.

- რამდენად ხშირია შეუთავსებლობა?

- მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, შეუთავსებლობა ასიდან დაახლოებით 1 შემთხვევაშია მოსალოდნელი. თუ ქალი ერთ თვეში არაფერმა შეაწუხა, ესე იგი, გართულებები გამორიცხულია. თუ 2-3 კვირაში გაჩნდა შეშუპება, სიცხემ 40 გრადუსამდე აიწია, მკერდში დაგროვდა ჩირქისმაგვარი სითხე, ეს იმას ნიშნავს, რომ პროთეზი უნდა ამოვიღოთ.



გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 26-04-2018
mari
gamarjobat..sakeisros shemdeg dzalian gamifuchda muclis forma..minda mocileba am defektis da normalur pirvandel formashi chayeneba,,gtxovt mitxrat ra tanxebs moicavs es plastikuri operacia..gmadlobt...
თარიღი : 06-10-2016
ნატალია
ბევრია ჩემს ირგვლივ კუზანოვის მიერ რინოპლასტიკით ,,გალამაზებული" ქალები.
თარიღი : 22-04-2016
Nana kakhniashvili
Iვა კუზანოვი მეც Mეც უხეშად მეპასუხებოდა და ამიტომაც არც Mივსულვარ მეორედ, ტიტქოს მევალე ვყოპილიყავი მისი, ვენების პრობლემა მქონდა
თარიღი : 13-11-2015
Nina
მკვლელები!!!არაპროფესიონალები!აქამდე როგორ მოაგწიეს ეგეთებმა?!ეგეთები დგეს მხოლოდ საქართველოში არსებობენ.უხეშობას და დსმახინჯებას რომ თავი დავანებოთ,ჯანმრთელი ადამიანი მოკლა გუგა კუზანობმა ცხვირის პლასტიკურ ოპერაციაზე.21-ე სააუკუნეა ხალხნო აახილეთ თვალები!ეგ ნაძირალა ნარკომანი კიდე გარეთ აგდია და სხვის სიცოცხლეს ფეხებზე იკიდებს.
თარიღი : 24-09-2014
anano
Gtxovt cxviris operacia sad shemizlia gaviketo da ra fasad momweret gtxovt
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
კატეგორიის სხვა სტატიები
პლასტიკურ ქირურგს არ უნდა დაუმალოთ ჩატარებული ოპერაციები, განსაკუთრებით ანალოგიური პლასტიკური ოპერაციები. საქმე ისაა, რომ
თუ ადამიანს სურს ცხვირის ფორმის შეცვლა, მას სულაც არ დასჭირდება ქირურგის სკალპელის ქვეშ დაწოლა.
რინოპლასტიკა - ცხვირის პლასტიკური ოპერაცია, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქირურგიული ჩარევაა,
ბრიტანელს, რომელიც პენისის გარეშე დაიბადა, ჩაუნერგეს სასქესო ასოს ბიონიკური პროთეზი. მანჩესტერის
"მკერდის, დუნდულებისა თუ სასქესო ასოს გადიდებისთვის გამიზნული სტანდარტული ოპერაციები მალე
კრუზონის სინდრომი - არის გენეტიკური პათოლოგია, რომლის დროსაც ქალას ძვლების ნაადრევად შეხორცების
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად