ნინო ქურიძე: ჩემი პრიორიტეტი არა რაოდენობა, არამედ სწორად და საჭიროებისამებრ წარმართული ოპერაციაა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნინო ქურიძე: ჩემი პრიორიტეტი არა რაოდენობა, არამედ სწორად და საჭიროებისამებრ წარმართული ოპერაციაა

ვსაუბრობთ პლასტიკური ქირურგიის დღევანდელ შესაძლებლობებსა და საყურადღებო მომენტებზე.

- გვიამბეთ, პროფესიული განვითარების რა გზა განვლეთ - როგორ მოხვედით დღემდე?

- დავიბადე ექიმების ოჯახში. შეიძლება ითქვას, რომ გენეტიკური განწყობა მქონდა ამ პროფესიის მიმართ. უშუალოდ პლასტიკურ ქირურგიას მამამ, ანზორ ქურიძემ, მაზიარა, რადგან თვითონაც ამ დარგის წარმომადგენელია და ფაქტობრივად კლინიკაში, ექიმების გარემოცვაში გავიზარდე. ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც მამას საოპერაციოში პაციენტებისთვის თაბაშირს ვუჭრიდი, რაშიც ანაზღაურებასაც კი ვიღებდი. არც ერთ ეტაპზე არ დავეჭვებულვარ, რომ ექიმობა, კერძოდ, პლასტიკური ქირურგობა მინდოდა და ამისთვის თავი არ დამიზოგავს.

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში სასწავლებლად საფრანგეთში, ვერსალის უნივერსიტეტში, წავედი, სადაც ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და პირველად ვეზიარე საერთაშორისო პრაქტიკას. რეზიდენტურა საქართველოში გავიარე, ბატონ ივა კუზანოვთან, რომელთანაც მივიღე ძალიან დიდი ცოდნა და მუდმივად მადლობელი ვიქნები მისი და მისი გუნდის, რომელიც არაჩვეულებრივი ადამიანებითა და პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული.

რეზიდენტურის პარალელურად გავიარე არაერთი სტაჟირება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ისეთ წამყვან ქირურგებთან, როგორებიც არიან _ ექიმი ჯან-ბრის დურონი, ის, ერთი მხრივ, აიაშის მოსწავლე იყო და, მეორე მხრივ, უძლიერესი ქირურგია, პარიზში Clinique Blomet-ში, ასევე ოლივერ გერბოსთან პარიზის l"hôspital privé armand brillard-ში, რომელთანაც ულტრაბგერითი პიეზოს აპარატის გამოყენებას დავეუფლე, მისი სახე თვითონ ბატონი ოლივერია.

საფრანგეთის მერე იყო გერმანია, სადაც ევროპაში პირველ პლასტიკური ქირურგიის ჰოსპიტალში - Marienhospital-ში ვიყავი პრაქტიკაზე. ვიმუშავე ლეგენდარულ პლასტიკურ ქირურგ ვოლფგანგ გუბიშთან ერთად. ვოლფგანგ გუბიში ევროპის პლასტიკური ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი და შტუტგარტის რინოპლასტიკის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტია.

გარდა ამისა, ამავე ჰოსპიტალში ვიმუშავე სებასტიან ჰააგთან და ჰელმუნდ ფიშერთან, რომლებიც ასევე გავლენიანი ქირურგები არიან ევროპაში. სწორედ ექიმ ფიშერის რეკომენდაციით, საქართველოს სახელით მიწვეული ვარ შტუტგარტის რინოპლასტიკის კონგრესზე მომხსენებლად, პანდემიის გამო კონგრესი მომავალ წელს ჩატარდება.

გარდა ამისა, მინდა გამოვყო თურქი ქირურგი, სულეიმან ტაში, რომელთანაც რინოპლასტიკის კურსი გავიარე სტამბოლში, Acibadem Hospital-ში. რეზიდენტურის დამთავრების შემდეგ ბატონმა ივა კუზანოვმა შემომთავაზა მის კლინიკაში სამუშაოდ დარჩენა, რაზეც დიდი სიამოვნებით დავთახმდი.

mkurnali.ge

- რა სახის ოპერაციებს სთავაზობთ თქვენთან მოსულ პაციენტებს?

- მომართვის მიხედვით პირველ ადგილზეა რინოპლასტიკა, რაც ცხვირის ფორმის ცვლილებას გულისხმობს პაციენტის ესთეტიკური მოთხოვნილების გათვალისწინებით. ვთავაზობთ მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე მიდგომას, როგორიც არის სტრუქტურული და დამზოგველი რინოპლასტიკა. აღნიშნული მეთოდი მოიცავს ქირურგისა და პაციენტის მიერ არჩეული ფორმის მეტი სიზუსტით მიღებასა და სტაბილურ შედეგს (აქ ვგულისხმობ პოსტოპერაციული ფორმის ცვლილების ნაკლებ პროცენტულ მაჩვენებელს) და პოსტოპერაციული პერიოდის მნიშვნელოვნად შემცირებას, რაშიც გვეხმარება თანამედროვე ტექნოლოგია, კერძოდ, პიეზოს აპარატი. ულტრაბგერითი აპარატი ოსტეოტომისგან (ჩაქუჩისგან განსხვავებით) ნაკლებ ტრავმულია, ნაკლები სილურჯეებითა და გართულებებით გამოირჩეევა და შესაბამისად, რეაბილიტაციაც ბევრად ხანმოკლე და მარტივია.

mkurnali.ge

თუ პაციენტს ცხვირით სუნთქვასთან დაკავშირებული ჩივილები აქვს, რა თქმა უნდა, სეპტორინოპლასტიკით ცხვირის ფუნქციასაც ვაუმჯობესებთ.

რინოპლასტიკას, მომართვის თვალსაზრისით, მოსდევს მკერდისა და მუცლის პლასტიკა, როგორც პოსტსამშობიარო ცვლილებების, ისე ჭარბი წონის გამო. გარდა ამისა, კეთდება სახისა და ტანის სხვადასხვა პლასტიკურ-ესთეტიკური ოპერაციაც.

- რა არის თქვენს პროფესიაში ყველაზე მნიშვნელოვანი?

- რა თქმა უნდა, მუდმივი განვითარება. ჩემს სფეროში არსებულ სიახლეებს ყოველთვის ფეხდაფეხ მივყვები და ღრმად მწამს, რომ ჩემს პროფესიაში ყველაზე მნიშვნელოვანი თვითგანვითარება და უწყვეტი სწავლაა. თითქმის ყოველდღიურად ვეცნობი ამერიკისა და ევროპის ასოციაციების მიერ გამოქვეყნებულ სიახლეებს და მუდმივად ვეკონტაქტები ჩემს უცხოელ კოლეგებსა თუ მენტორებს. ვესწრები ყველა მნიშვნელოვან შეხვედრას, კონფერენციასა და ონლაინ ვებინარს - ვცდილობ, ყველა სიახლეს ვეზიარო და შესაბამისად, წარმატებით დავნერგო პრაქტიკაში.

- რთულია თუ არა პაციენტებთან ურთიერთობა და როგორ ეხმარებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში?

- ექიმისთვის, განსაკუთრებით პლასტიკურ ქირურგიაში, განათლებისა და პრაქტიკული გამოცდილების გარდა, უმთავრესია, შეეძლოს კომუნიკაცია და ნდობის მოპოვება. ოპერაციის დაგეგმვამდე პაციენტსა და ქირურგს შორის უნდა შედგეს სრულყოფილი კომუნიკაცია, რომლის დროსაც პაციენტი ამომწურავ ინფორმაციას იღებს დაგეგმილ ოპერაციაზე - ქირურგი ადეკვატურ მოლოდინს უქმნის და მის ყველა კითხვას ამომწურავ პასუხს სცემს. ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ ვცდილობ, დეტალურად ვესაუბრო პაციენტებს ოპერაციის თავისებურებებზე, ავუხსნა, როგორი ტექნიკით ვმუშაობ. ამის წყალობით პაციენტი უფრო მშვიდად გრძნობს თავს და გადაწყვეტილების დროსაც მეტად ინფორმირებულია.

mkurnali.ge

- რას გვეტყვით ოპერაციისშემდეგომ პერიოდზე?

- ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის პოსტოპერაციული მოვლა. ნებისმიერი ოპერაცია, მით უმეტეს _ ნარკოზით წარმართული, რიგ შემთხვევებში შეიძლება პაციენტისთვის სტრესული იყოს, ამიტომ ვცდილობ, პოსტოპერაციულ პერიოდში პაციენტის ფსიქოემოციური მდგომარეობაც გავითვალისწინო, ხელი შევუწყო როგორც დანიშნულებით, ასევე ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი იყოს ჩემთან კომუნიკაცია.

- რა არის თქვენთვის წარმატებული ოპერაცია?

- ოპერაცია წარმატებულია მაშინ, როდესაც პაციენტს არ ეტყობა ქირურგიული ჩარევა და მისი გაუმჯობესებული გარეგნობა ჰარმონიული და ბუნებრივია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ჩემი ნამუშევრები იყოს ბუნებრივი და გემოვნებიანი, ამისთვის თავს არ ვზოგავ.

- ალბათ, ხშირად მოგმართავენ ინტერნეტიდან ამოღებული ფოტოებით და დაჟინებით უნდათ იგივე შედეგი?

- კი, რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევები ხშირია. თუმცა ამ დროს პაციენტს დეტალურად ვუხსნი, რომ ყველა ადამიანის გარეგნობა, სახის ფორმა, მისი ხასიათი განსხვავებულია და შეუძლებელია, ყველას ერთი სტილის ცხვირი თუ ტუჩი მოუხდეს. ასეთ შემთხვევებში ვცდილობ, მის სურვილთან მიახლოებული საუკეთესო ალტერნატივა შევთავაზო, რაც მის ინდივიდუალობასა და განსაკუთრებულობას მეტად წარმოაჩენს. არ ვთვლი, რომ კონკრეტული ნაკვთის ფორმამ შეიძლება ადამიანის გარეგნობა განსაზღვროს, მთავარია, ეს შეცვლილი ნაკვთი ჰარმონიულად ერწყმოდეს მის ხასიათს და კარგად, უპრეტენზიოდ ჩაჯდეს მის გარეგნობაში.

საზოგადოდ, სილამაზე სუბიექტური მოვლენაა. უნდა გვახსოვდეს, რომ არ არსებობს დაწესებული სტანდარტები, მთავარია, პაციენტს მოსწონდეს თავისი თავი. ეს მიღწეული შედეგი კი დადებითად აისახება მის თვითშეფასებასა და ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე.

- პანდემიისას რამდენად ხშირად მოგმართავენ?

- მსოფლოში არსებულმა ვითარებამ საკმაოდ გაზარდა პლასტიკურ ქიარურგიაზე მოთხოვნა. რადგან მთელი მსოფლიო დისტანციურ მუშაობაზეა გადასული, პაციენტისთვის კიდევ უფრო მიმზიდველია ოპერაციის გაკეთების აზრი, რადგან რეაბილიტაციის პერიოდის გავლა შინ არის შესაძლებელი. ვთვლი, რომ ინფორმაციის სიმცირე არავისთვის უნდა იყოს დამაბრკოლებელი, ამიტომ სრულყოფილი კონსულტაცია ჩემთან უფასოა.

mkurnali.ge

- პლასტიკური ოპერაციის დაგეგმვისას რა არის თქვენთვის მთვარი?

- ჩემი აზრით, ქირურგმა ერთგვარად ფსიქოლოგის როლიც უნდა შეითავსოს, ის უნდა ეცადოს, განსაზღვროს პაციენტის მზაობა ოპერაციის შემდგომი ცვლილებისათვის, რომ გარეგნობის ცვლილება ადამიანს არ ექცეს დეპრესიის, ბულინგის ან სხვა პრობლემების მიზეზად.

არასოდეს მიჭირს პაციენტისთვის უარის თქმა, რადგან ჩემი პრიორიტეტი არა რაოდენობა, არამედ სწორად და საჭიროებისამებრ წარმართული ოპერაციაა.

ოპერაცია მაშინ უნდა დაიგეგმოს, როდესაც პაციენტის სურვილი და ჩემი გემოვნება ერთმანეთს ემთხვევა, არასოდეს ვაკეთებ ჩემთვის ესთეტიკურად მიუღებელ ოპერაციას, თუნდაც პაციენტისთვის ის ცვლილება სასურველი იყოს.