ლაბიოპლასტიკა: ინტიმური პლასტიკის ერთ-ერთი ყველაზე დელიკატური და ფაქიზი ნიუანსები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლაბიოპლასტიკა: ინტიმური პლასტიკის ერთ-ერთი ყველაზე დელიკატური და ფაქიზი ნიუანსები

კანის ფერი, თმა და ჩვენი სხეული ამის ნათელი მაგალითია. თითოეული ქალის სასქესო ორგანო ასევე ინდივიდუალურია, აქვს საკუთარი ზომა, ფერი. დროთა განმავლობაში, მშობიარობის, ასაკის მატების და სხვა ფაქტორების შედეგად, ჩვენი ორგანოები განიცდიან ცვლილებებს. ზოგი დადებითად აღიქვამს ამას, როგორც მოცემულობას, მაგრამ ბევრს არ სურს შეეგუოს ამ მდგომარეობას და ცვლილებებისკენ დგამენ ნაბიჯს – შეცვალონ კლიტორის ზომა, სასირცხო ბაგეები, მოიცილონ კანის ნაკეცები საშოში და გადაჭრან ნაწიბურებისა და ლაქების პრობლემა.

სასირცხო ბაგეების ზომა

ქალის გარეთა სასქესო ორგანოები, რომელთაც ვულვას უწოდებენ, შედგება დიდი სასქესო( სასირცხო) ბაგეებისგან (ლაბია მაჯორა), მცირე სასქესო( სასირცხო) ბაგეებისგან (ლაბია მინორა), სავნებო(კლიტორის), ურეთრისგან და საშოს კარიბჭისგან.

სასირცხო ბაგეების ზომა, ფერი და ფორმა ძალიან განსხვავებულია. მაგალითად, ჩრდილოეთ ეროვნებებში, როგორც წესი, მცირე და ნაკლებად პიგმენტური სასქესო ორგანოებია, და პირიქით, ეკვატორული ზონის მკვიდრებში უფრო მკვეთრი ფერები და დიდი ზომებია დამახასიათებელი. ზოგი ექიმების აზრით, გამხდარ ქალებში ხშირად მცირე სასირცხო ბაგეები შეიძლება უფრო დიდი ზომის იყოს.

სასირცხო (სასქესო) ბაგეების ზომა შეიძლება განსხვავდებოდეს მრავალი მიზეზის გამო – მშობიარობა, ასაკი, მოზარდობის პერიოდში სასქესო ბაგეების ზომა ბუნებრივად მატულობს. და ეს არ არის დამოკიდებული იმ ხშირად გავრცელებულ მოსაზრებასთან, თითქოს ქალს ხშირად აქვს სექსი ან ბევრს მასტურბირებს – ეს ყველაფერი მხოლოდ მითია.

რა არის ლაბიოპლასტიკა?

ლაბიოპლასტიკა არის პლასტიკური ქირურგია მიმართული მცირე სასქესო ( სასირცხო) ბაგეების ზომის და სავნებოს ჩუჩის შეცვლისკენ. აღნიშნული პროცედურა მიზნად ისახავს ქალის ინტიმურ-ესთეტიკური ვიზუალის გაუმჯობესებას.

ახალგაზრდა ასაკში ან ასაკის მატებასთან ერთად ქალს შეიძლება უკმაყოფილება ჰქონდეს საკუთარი სასქესო ორგანოების გარეგნობასთან დაკავშირებით. უკმაყოფილების მიზეზები შეიძლება იყოს სხვადასხვა – არ არის ესთეტიკური ფორმა, ორგანოების ფორმის ცვლილებებით გამოწვეული დისკომფორტი, საცურაო კოსტუმების და სპორტული ტანსაცმლის ტარების დროს უხერხულობა. ხშირად ქალი ბოლომდე არ არის თავდაჯერებული საკუთარ თავსა და სხეულში და ამრიგად, პოზიტიურ ცვლილებებს ეძებს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროცედურის ჩვენებები მხოლოდ პიროვნული და სუბიექტური შეფასების ცნებებია – თავად ქალის სასქესო ორგანოების ესთეტიკური გარეგნობის უკმაყოფილება.

სასქესო ბაგეების პლასტიკა დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროცედურაა პლასტიკურ ქირურგიაში, რადგან არასასურველი ზომები, რომელიც თუმცა გავლენას არ ახდენს ჯანმრთელობაზე, ბევრ ქალბატონს უქმნის გარკვეულ მორალურ და ფიზიკურ დისკომფორტს.

თუ მცირე სასქესო ბაგეები დიდ სასქესო ბაგეებზე უფრო მეტია, ვიდრე 0.5-1 სმ, ამან შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი – სექსის, სპორტის დროს, მჭიდრო ტანსაცმლის ტარებისას, ასევე გავლენას ახდენს ქალის შინაგან მდგომარეობაზე. მცირე სასქესო ბაგეები, რომელიც აღემატება ნორმალურ ზომებს, ხშირად შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი და გაღიზიანება, ასევე შეამციროს ორგაზმის პროცენტული მაჩვენებელი.

ზოგადად, ეს ოპერაცია უფრო მეტად შექმნილია ესთეტიკური მხარისთვის, რომელიც, ძირითადად, შექმნილია პაციენტის სექსუალური ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად და მისთვის გარკვეული ნაპერწკალის მისაღებად.

საჭირო ანალიზები პროცედურის ჩატარებამდე

დასაწყისისთვის, გინეკოლოგი პაციენტს დაუნიშნავს სამედიცინო გამოკვლევას,სისხლის და შარდის საერთო ანალიზს , ნაცხის ანალიზს.

ოპერაცია ხორციელდება ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ ჰოსპიტალიზაციის გარეშე, არჩეული მეთოდისა და სასურველი შედეგის მიხედვით.

უკუჩვენებები

• ასაკი 18 წლამდე.

• სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები.

• სასქესო ორგანოების ანთებითო პროცესები

• ონკოლოგიური დაავადებები

რისკები ლაბიოპლასტიკური ოპერაციის დროს

ოპერაციასთან დაკავშირებული ძირითადი რისკი, ისევე როგორც ქირურგიული ჩარევების უმეტესობა, არის სისხლდენა, ჰემატომები, შესაძლო ინფექცია და ასევე ქსოვილის გადაჭარბებული რეზექცია. შედეგად, ამან შეიძლება გამოიწვიოს საშოს მახლობლად ქსოვილებთან ნაწიბურების გაჩენა, საშოს ზედმეტი სიმშრალე და შედეგად ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს.

ოპერაციის შემდეგ შესაძლო გართულებები

ოპერაციის შემდეგ შესაძლო გართულებებში შედის ქსოვილების შეხორცების პრობლება, სისხლდენა, ინფექცია, ქსოვილის ნეკროზი, არასაკმარისი ან გადაჭარბებული კორექტირება, ასიმეტრია, ქსოვილის ზედმეტად აგრესიული რეზექცია, რაც იწვევს ნერვების დაზიანებას. ქირურგიული ოპერაცია ხორციელდება ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ, რომლის დროსაც ხდება მცირე სასქესო ბაგეების ზომის შეცვლა რეზექციის საშუალებით. როგორც წესი, ოპერაციის მერე ხდება ქირურგიულ ნაკერების დადება, რომლებიც თავად გაიწოვება, რის შემდეგაც არ რჩება ნაწიბურები და ლაქები.

mkurnali.geამ მეთოდის უპირატესობები:

• მარტივი რეზექცია

• მინიმალური ტრავმები

• მცირე დისკომფორტი, რადგან ნაკერის დადება ხდება გარედან;

პროცედურის ხანგრძლივობა დაახლოებით 1 საათი და სწრაფი რეაბილიტაციის პერიოდია

ოპერაციის/პროცედურის შემდეგ:

ოპერაციის შემდეგ ექიმის რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევა იწვევს არადამაკმაყოფილებელ შედეგებს. ქირურგიული შეცდომის შედეგია ლაქების, ნაწიბურების, ასიმეტრიის არსებობა და ტკივილი, მგრძნობელობის სრული ან ნაწილობრივი დაკარგვა სქესობრივი კავშირის დროს.

პაციენტის მიერ ჰიგიენის წესების შეუსრულებლობა, მჭიდრო ტანსაცმლის ტარება, განსაკუთრებით მჭიდრო ჯინსების, შორტების და საცვლების იწვევს შეხორცების პერიოდის გართულებას.

ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელების პერიოდი არც თუ ისე მცირეა და ჩვეულებრივ გრძელდება 1 თვემდე, ხოლო სრული გამოჯანმრთელებისთვის ზოგჯერ 3-დან 4 თვემდე ხდება საჭირო.

ლაბიოპლასტიკა არის ოპერაცია, რომელიც ხელს შეუწყობს სასქესო ბაგეების ზომებისა და ფორმის შეცვლას, სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის რეკომენდებულია სასქესო ორგანოების ჰიგიენის დაცვა. თბილი (და არა ცხელი!) წყლით დაბანა.

მნიშვნელოვანია დაიცვას ექიმის მიერ მითითებული ყველა რეკომენდაცია:

• ოპერაციის შემდეგ, მკაცრად აკრძალულია ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვა, განსაკუთრებით ხისტი მოძრაობები;

• სექსუალური აქტივობის შეჩერება

• არ არის მიზანშეწონილი დიდხანს ჯდომა

• ცურვა და ცხელი აბაზანის მიღება

• მაკორექტირებელი და მჭიდროდ მორთული საცვლების ტარება.

ძალიან მნიშვნელოვანია დაიცვას ექიმის ყველა რეკომენდაცია პოსტოპერაციულ პერიოდში. ოპერაციის ხელსაყრელი შედეგი დამოკიდებულია ჰიგიენის და მოვლის წესების დაცვაზე. რა თქმა უნდა, ქირურგის კვალიფიკაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს და აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის შეგროვება კლინიკასა და სპეციალისტ- ექიმთან დაკავშირებით.

რა არის ლაბიოპლასტიკის შედეგები?

ლაბიოპლასტიკა ბევრ ქალს ეხმარება საკუთარი თავის სექსუალურობის რწმენის მოპოვებაში – შეიძინონ ესთეტიურად კიდევ უფრო ლამაზი სასქესო ბაგეები. მათ, ვინც დისკომფორტს გრძნობს დიდი ზომების გამო – საბოლოოდ გათავისფლდეს ამ კომპლექსისგან.

მრავალრიცხოვანი გამოკვლევების თანახმად, ქალების 90% კმაყოფილი რჩება პროცედურის შედეგებით.

ხშირად დასმული კითხვები

ახდენს თუ არა ლაბიოპლასტიკა გავლენას ორსულობასა და მშობიარობაზე?

ლაბიოპლასტიკა არ ახდენს გავლენას მშობიარობასა და ორსულობაზე.

რამდენ ხანი რჩება ნაკერები ლაბიოპლასტიკური ქირურგიული ოპერაციის შემდეგ?

თითოეულ ადამიანს აქვს საკუთარი რეაბილიტაციის პერიოდი, ზოგი2 კვირის განმავლობაში გრძნობს დისკომფორტს, ზოგი კი – მშვენივრად მე-3 დღეს.

რამდენი ხანი გრძელდება შეშუპება ლაბიოპლასტიკის შემდეგ?

4-5 დღის განმავლობაში შეინიშნება შეშუპება.

რა არის ლაბიოპლასტიკის საშიშროება?

ოპერაციის საშიშროება, როგორც უმეტეს ქირურგიულ ოპერაციებში – ინფექცია, სისხლდენა, ნაწიბურები.

ნაკერი ლაბიოპლასტიკის შემდეგ?

ნებისმიერი ჭრილობა კანზე ნაწიბურს ტოვებს და ლაბიოპლასტიკა არ არის გამონაკლისი. თუმცა, სასქესო ბაგეებს აქვს თავისი ბუნებრივი ნაკეცები, რის გამოც მცირე ნაწიბური არ შეინიშნება.

როდის შეიძლება სექსი ლაბიოპლასტიკის შემდეგ?

რეკომენდირებულია ოპერაციის შემდგომ სრული აღდგენა და ჭრილობების შეხორცება, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპერაციისგან ვერ მიიღებთ დამაკმაყოფილებელ ესთეტიკურ შედეგს.

სტატიის ავტორია ესთეტიკური კლინიკა "ნეო-ნეო"-ს მეან-გინეკოლოგი ეკატერინე დარასელია.