რომელი 5 ფაქტი არ უნდა დაუმალოთ პლასტიკურ ქირურგს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელი 5 ფაქტი არ უნდა დაუმალოთ პლასტიკურ ქირურგს

მასალები და ტექნიკა მუდმივად უმჯობესდება. 10 წლის წინ გაკეთებული რინოპლასტიკა შეიძლება ჩატარდეს სხვა მეთოდით და ამის აღმოჩენა ოპერაციის დროს სასიამოვნო არაა.

კოსმეტოლოგიური მანიპულაციები

პაციენტმა შეიძლება უკვე გამოსცადა კორექციისა და მკურნალობის სხვადასხვა მცირეინვაზიური მეთოდი და ამის შემდეგ მიმართა პლასტიკურ ქირურგს. ოპერაციის დროს ქირურგი აღმოაჩენს ლაზერული და სხვა პროცედურების ნაწიბურებს. დანაწიბურებულ ქსოვილთან მუშაობა რამდენადმე რთულია და სასურველი შედეგის მიღწევა მარტივი არაა. ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ კოსმეტოლოგიური ან სხვა ჩარევის შემდეგ არ შეიძლება პლასტიკური ოპერაციის ჩატარება. პირიქით, მთავარია ამის შესახებ ექიმის გაფრთხილება.

აივ და სხვა ქრონიკული ინფექციები

ქრონიკული ინფექციები მნიშვნელოვნად აქვეითებს იმუნიტეტს. ოპერაცია მაპროვოცირებელი ფაქტორია და შეიძლება განვითარდეს გართულებები.

ფსიქონევროლოგიური პრობლემები.

ამ საკითხზე აუცილებლად უნდა ისაუბროთ ექიმთან, რადგანაც შეიძლება ღებულობდეთ გარკვეულ მედიკამენტებს, რომელთა საანესთეზიო საშუალებებთან ურთიერთქმედება გასათვალისწინებელი იქნება. ოპერაციამ შეიძლება გამოიწვიოს გამწვავება. ეს არ ნიშნავს, რომ ფსიქიკური დაავადების მქონე ადამიანებს არ აქვთ გარეგნობის კორექციის უფლება.

ნებისმერი ქრონიკული დაავადება და პრეპარატების მიღება.

ნებისმიერი ინფორმაცია მნიშვნელოვანია. ასევე უნდა აცნობოთ იმ მედიკამენტების შესახებ, რომელსაც მუდმივად იღებთ.

პლასტიკურ ქირურგიაში სულ უფრო მეტი კომპლექსური ჩარევა ხდება, როდესაც ერთდროულად რამოდენიმე ზონის კორექცია კეთდება. ესთეტიკა სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობით უნდა მოვიეკიდოთ ამ პროცესს.

ლალი ჩხიკვაძე