სხვადასხვა ქვეყნის უჩვეულო პლასტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სხვადასხვა ქვეყნის უჩვეულო პლასტიკა

სხვადასხვა ქვეყანაში თავისებური შეხედულებები არსებობს სილამაზეზე. ამაში ეს სტატია დაგარწმუნებთ:

ფეხების დაგრძელება ინდოეთში

სილამაზის მსოფლიო სტანდარტები თავის წესებს გვკარნახობს, ამის გამო ინდოეთის ბევრი ლამაზმანი რადიკალურ ცვლილებებსაც კი არ ერიდება. როგორც წესი, მათ არ მოსწონთ დაბალი და მომრგვალებული ბარძაყები, რადგან ამის გამო ინდოელი ქალების ფეხები მეტად მოკლე ჩანს.

ინდოეთში ყველაზე პოპულარული პლასტიკური ოპერაცია სწორედ ფეხების დაგრძელებაა. შეგახსენებთ, რომ ქვედა კიდურების დაგრძელება ძალზე რთული საქმეა, რამდენიმე ოპერაციას და ხანგრძლივ წოლით რეჟიმს მოითხოვს. საჭირო ხდება ძვლების რამდენჯერმე დამტვრევა და შემდგომ ექიმის მეთვალყურეობით მათი თავიდან შეხორცება. ფაქტია, რომ ამ მეთოდით ინდოელი ქალები მთელი 10 სანტიმეტრით იგრძელებენ ფეხებს.

ახალი სახე კორეაში

სახის პლასტიკური ოპერაციები კარგა ხანია ნორმაა კორეაში. სტატისტიკა გვამცნობს, რომ კორეელი ქალების 20%-ს ერთხელ მაინც აქვს ჩატარებული სახის პლასტიკური ოპერაცია. საქმე ისაა, რომ კორეელ ქალებს სურთ, ევროპელებივით გამოიყურებოდნენ, ამისათვის ქირურგები მათ თვალის ჭრილს უფართოებენ და ცხვირისა და ღაწვების ფორმას უცვლიან.

ჩინელებიც არ ჩამორჩებიან

ჩინეთშიც მეტად პოპულარულია პლასტიკური ქირურგია. იქ ცალკე სილამაზის კონკურსებიც კი ტარდება მათთვის, ვინც გარეგნობა შეიცვალა. ჩინეთში პლასტიკურ ქირურგებს იმავე მოთხოვნებით აკითხავენ, რითაც კორეაში - თვალის ჭრილის გასაფართოებლად, ტუჩებისა და მკერდის ფორმის შესაცვლელად. საყურადღებოა, რომ ჩინელი ქალები ხშირად მიმართავენ სახის კანის გათეთრებასაც.

ბერძენთა ღირსება

საბერძნეთში ქალები ყველაზე ხშირად მკერდის გადიდებას და ცხვირის ფორმის შეცვლას მიმართავენ. მამაკაცები კი ამ ქვეყანაში სულ სხვა რამის გამო შფოთავენ. საბერძნეთი ლიდერი ქვეყანაა პენისის გადიდების ოპერაციათა სიხშირით.

ბრაზილიელთა დუნდულოები

ბრაზილიელ გოგონებს სახეზე მეტად სხეულის სხვა ნაწილების ფორმა აღელვებთ. აქ განსაკუთრებულად პოპულარულია მკერდის, მუცლისა და დუნდულოების კორექცია. განსაკუთრებით მოთხოვნადია ეს ოპერაციები მოცეკვავეთა შორის.

მგრძნობიარე ევროპა

აი, გერმანიასა და სკანდინავიაში კი ქალები არა მხოლოდ ვიზუალზე ზრუნავენ, არამედ სხეულის შეგრძნებებზეც. ამ ქვეყნებში სულ უფრო პოპულარული ხდება საშოს ცვლილებები. მას ქალები სქესობრივი კონტაქტის დროს მეტი სიამოვნების განცდისათვის მიმართავენ.