რომელიც საქართველოში ტარდება. გვესაუბრება იოანე მოწყალის სახ. პრივატ კლინიკის პლასტიკური ქირურგი თენგო ჩიკვაიძე:
რინოპლასტიკა კეთდება როგორც ესთეტიური, ასევე ფუნქციური საჭიროებების დროს.
ესთეტიური საჭიროება ჩნდება ცხვირის ფორმის თანდაყოლილი ხარვეზებისას ან ტრამვის შედეგად დაზიანებული ცხვირის ფორმისა და ზომის კორექციისათვის.
ფუნქციური საჭიროება კი ცხვირით სუნთქვის აღდგენაა.
თუმცა ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია ერთდროულად ორივე მიზნით ჩატარდეს ოპერაცია.
ახალი მეთოდი
ულტრაბგერითი ოსტეოტომია, ღია რინოპლასტიკის ახალი მეთოდია, რომელიც აქტიურად გამოიყენება საქართველოში 2016 წლი
დან. ამ მეთოდით ქირურგიული ჩარევის დროს, ჩაქუჩისა და სატეხის ნაცვლად გამოიყენება ულტრაბგერითი აპარატი. ამ აპარატის საშუალებით ხდება ძვლოვანი ნაწილის დამუშავებავება ულტრაბგერით, ძვალზე განაკვეთები კეთდება სიზუსტით, რაც კარგ და სტაბილურ შედეგს გვაძლევს და ნაკლებად ტრავმულია - არ აზიანებს რბილ ქსოვილებს. ულტრაბგერითი აპარატი უკვე ათი წელია წარმატებით გამოიყენება როგორც ცხვირის, ასევე ყბა-სახის ქირურგიაში.

ასაკი
შეკითხვა ექიმს
რეკომენდაციები
ოპერაციის შემდეგ პაციენტს ევალება, იყოს განსაკუთრებით ყურადღებით, რათა თავიდან აიცილოს ტრავმა. რეაბილიტაციის დროს პაციენტს გარკვეული შეზღუდვები აქვს: პირველი ორი კვირა არ შეიძლება ფრენა,არ შეიძლება გაზიანი სასმლის,რძის , მლაშე,მწარე,მჟავე და ცხელი საკვების მიღება. თვე ნახევარი არ შეიძლება სათვალის ხმარება, 3 თვე აკრძაულია წონით ვარჯიში და კარდიო დატვირთვით სირბილი, თუმცა შესაძლებელია მცირე დატვირთვა,მაგალითად ცურვა. 6თვის განმავლობაში არ შეიძლება გარუჯვა.