პლასტიკური ქირურგია

პენისის გარეშე დაბადებულ მამაკაცს ექიმებმა პირველად 45 წლის ასაკში, სექსუალური აქტის ჩატარების შესაძლებლობა მისცეს

პენისის გარეშე დაბადებულ მამაკაცს ექიმებმა პირველად 45 წლის ასაკში, სექსუალური აქტის ჩატარების შესაძლებლობა მისცეს
ბრიტანელს, რომელიც პენისის გარეშე დაიბადა, ჩაუნერგეს სასქესო ასოს ბიონიკური პროთეზი. მანჩესტერის მცხოვრები ენდრიუ უორდლი დაიბადა ძალიან იშვიათი (20 მილიონში ერთი შემთხვევა) თანდაყოლილი ანომალიით - შარდის ბუშტის ექსტროფიით. ის სხეულის გარეთ იყო ფორმირებული. ამასთან, ენდრიუს ჰქონდა ერთი სათესლე პარკი, მაგრამ საერთოდ არ ჰქონდა პენისი. მამაკაცმა ბავშვობაში, შარდის გამოყოფის აღდგენის მიზნით, მრავალი ოპერაცია გადაიტანა. თუმცა სასქესო ორგანო მას არ ჰქონდა, რის გამოც არ შეეძლო ნორმალური სქესობრივი ცხოვრება. ეს კი მძიმე დეპრესიის მიზეზი გახდა, რის გამოც ენდრიუს ორჯერ ჰქონდა თავის მოკვლის მცდელობა.

2018 წლის
ივნისში ლონდონის საუნივერსიტეტო კლინიკის საავადმყოფოს ექიმებმა დაასრულეს ურთულესი ოპერაციების სერია და უორდლს ჩაუნერგეს საკუთარი ქსოვილებისგან შექმნილი ბიონიკური პენისი. შემდეგ ეტაპად საზარდულის არეში ჩაუკერეს ხელოვნური იმპლანტი, რომელიც შედგებოდა ფიზიოლოგიური ხსნარის რეზერვუარისგან. იგი უერთდებოდა პენისის მთელ სიგრძეზე გამჭოლ რბილ ცილინდრს, დგუშსა და სათესლეში მოთავსებულ არხს. სპეციალურ ღილაკზე
დაჭერისას დგუში იწყებს ფიზიოლოგიური ხსნარის ამოტუმბვას, რითაც ივსება ცილინდრი. ეს ქმნის ნორმალური სქესობრივი აქტისთვის საკმარისად ძლიერი ერექციის ეფექტს. ყველა ოპერაციის ღირებულებამ ერთად შეადგინა 50 ათასი ფუნტი სტერლინგი.

ოპერაციიდან 6 კვირაში 45 წლის უორდლმა თავის ცხოვრებაში პირველად შეძლო სრულფასოვანი სქესობრივი აქტის ჩატარება. მისი პარტნიორი გახლდათ 28 წლის ფერდა ფაბიანი. უორდლის თქმით, სქესობრივი აქტი გაგრძელდა დაახლოებით ნახევარი საათი და იყო „ფანტასტიური“. ფაბიანიც კმაყოფილი დარჩა და განაცხადა, რომ გარეგნულად პარტნიორის პენისი სრულიად ნორმალურია.

რამდენადაც ბიონიკური სასქესო ორგანო შეერთებულია სათესლე პარკთან, წყვილი იმედოვნებს, რომ ბუნებრივი გზით ბავშვის ჩასახვა შესაძლებელი იქნება. ამჟამად უორდლის სპერმას ფერტილობაზე ამოწმებენ.



ლალი ჩხიკვაძე

მსგავსი სიახლეები
რომელ ასაკში რა კვლევებია საჭირო მამაკაცებისათვის?
21-07-2019
ცნობილია, რომ ადამიანის ცხოვრებაში დგება გარდატეხის მომენტები,
05-12-2018
50 წლის ასაკში მამაკაცს, იშვიათი გამონაკლისის გარდა,
05-11-2018