რა საშუალებით აპირებენ სპეციალისტები მკერდის, დუნდულებისა და სასქესო ასოს გადიდებას - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

რა საშუალებით აპირებენ სპეციალისტები მკერდის, დუნდულებისა და სასქესო ასოს გადიდებას

რა საშუალებით აპირებენ სპეციალისტები მკერდის, დუნდულებისა და სასქესო ასოს გადიდებას
"მკერდის, დუნდულებისა თუ სასქესო ასოს გადიდებისთვის გამიზნული სტანდარტული ოპერაციები მალე წარსულს ჩაბარდება" - აცხადებენ კომპანია შტემPროტეცტ-ის ექიმები, რომლებიც უპირატესობას ღეროვან უჯრედებს ანიჭებენ.

მათი რეკომენდაციით, სხეულის ფორმების შესაცვლელად უმჯობესია პაციენტის ცხიმოვანი უჯრედებისა (რომელთა აღება მუცლის არიდან ხდება) და ღეროვანი უჯრედების გამოყენება. ამ მეთოდით შემცირდება გვერდითი ეფექტების რისკი, ალბათობა იმისა, რომ გადანერგილი ცხიმი სისხლში მოხვდება, იმპლანტი დაზიანდება და გაჟონავს, დაიწყება დაინფიცირება.

უფრო მოხერხებულია ასეთი სქემა - ცხიმოვან უჯრედებს აიღებენ ლიპოსაქციის პროცესში, მათი ნახევრიდან მიიღებენ ღეროვან უჯრედებს და დაამატებენ დარჩენილ ცხიმოვან უჯრედებს. მიღებულ ნარევს
კი სხეულის პრობლემურ უბანში შეიყვანენ. ექსპერტთა განმარტებით, ამ მეთოდით მაქსიმალურად ბუნებრივი გარეგნული ეფექტი მიიღება. რაც შეეხება უსაფრთხოებას, არაფერია უფრო უსაფრთხო, ვიდრე საკუთრივ პაციენტის ქსოვილები და უჯრედები. მოცილების რეაქცია გამორიცხულია.

ამგვარად, ღეროვანი უჯრედები თავად შეიძლება მოგვევლინონ ახალი თაობის ფილერებად (საშუალება ფორმის კოსმეტიკური შეცვლისათვის).

თინათინ გოცაძე

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
საკუთარი ღეროვანი უჯრედებიდან გაზრდილი (შექმნილი) ორგანოების გადანერგვა (ტრანსპლანტაცია) რეგენერაციული
24-07-2019
მათ, ვისაც სურს ჰქონდეს ჰერაკლესა და აპოლონ ბელვედერელის სხეული, პლასტიკური ქირურგები
04-06-2019
ცინცინათის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ლაბორატორიაში ღეროვანი უჯრედებისაგან ნამდვილი საყლაპავი მილი გაზარდეს.
15-05-2019
კატეგორიის სხვა სტატიები
მოდის სტანდარტების გათვალისწინებით, პლასტკურ ქირურგებს საკუთარ სხეულსა და სახეზე ზრუნვას უფრო და უფრო მეტი ადამიანი ანდობს.

"ოჯახის მკურნალის" თვის ექიმი ამჯერად პლასტიკური ქირურგი ნინო ქურიძე გახლავთ.
თითოეული ჩვენგანი ინდივიდუალურია და ყველას გვაქვს განსხვავებული გარეგნობა,
პლასტიკური ოპერაციები ბევრისთვის მხოლოდ ესთეტიკას უკავშირდება. ეს სიმართლეა, თუმცა, ქირურგიის ამ მიმართულებას
პლასტიკური ოპერაციის ეფექტის მაქსიმალურად ხანგრძლივი დროით შესანარჩუნებლად საჭიროა რამოდენიმე წესის დაცვა:
პლასტიკურ ქირურგს არ უნდა დაუმალოთ ჩატარებული ოპერაციები, განსაკუთრებით ანალოგიური პლასტიკური ოპერაციები. საქმე ისაა, რომ
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად