პლასტიკური ქირურგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2019

პლასტიკური ქირურგია

გამობურცული, ე. წ. “გაბუტული” ტუჩები, როგორც მაღალი მგრძნობელობისა და სექსუალობის ნიშანი, ბევრი ქალის ოცნებაა. თანამედროვე კოსმეტოლოგია ამ პრობლემას მარტივად წყვეტს. ჯერ ერთი, ტუჩის საცხისა (პომადა) და ე.წ. კონტურული ფანქრის მეშვეობით ტუჩების გამოკვეთა-გამობურცვა არც ისე რთულია, მთავარია, ეს სწორად მოხდეს; ქალების დიდი ნაწილი ამ ხერხს ყოველდღე მიმართავს და საკმაოდ ოსტატურადაც. მეორეც, არსებობს კორექციის სხვა მეთოდი - ტუჩების დაბერვა სპეციალური მანიპულაციით, რომელსაც თამამი ქალბატონები ასევე არ უფრთხიან და სიამოვნებით იტარებენ. თემაზე, როგორ აღწევენ ქალბატონები ტუჩების სასურველ ფორმას და როგორ ილამაზებენ ღიმილს, გვესაუბრება ავერსის კლინიკის დერმატო-ვენეროლოგი, ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგი, დერმატო-ვენეროლოგიური და დერმატო-კოსმეტოლოგიური დარგების კოორდინატორი - ნინო ლომსაძე:
ბავშვის დაბადებამდე ოჯახის წევრები სასიამოვნო ფუსფუსში არიან, ცდილობენ პატარასთვის საჭირო და აუცილებელი ნივთების: საწოლის, ეტლისა თუ სათამაშოების შეძენას, გულმოდგინედ აწყობენ ბავშვის ოთახს და მრავალი სხვა საზრუნავით არიან გართულნი. ახალგაზრდა მშობლებს გარშემომყოფნი ამზადებენ იმისთვის, რომ ახალშობილს შეაწუხებს კოლიკა, უძილობა, ხშირად ექნება გამონადენი ცხვირიდან და იჭირვეულებს კბილების ამოჭრისას. მაგრამ ასეთ დროს თითქმის არავინ ფიქრობს იმაზე, რომ შესაძლოა ჯანსაღი ბავშვის ნაცვლად, რაიმე ნიშნით გამორჩეული, განსხვავებული ახალშობილი მოევლინოს ოჯახს. ამ ფაქტმა კი პატარას დაბადებით გამოწვეული სიხარული შეიძლება გააფერმკრთალოს კიდეც.
პლასტიკური და რეკონსტრუქციული ოპერაციები საქართველოში რომ წარმატებით ხორციელდება, არახალია. მიკროქირურგიული და რეკონსტრუქციული ჩარევები რომ ქირურგის მაღალ პროფესიონალიზმს, ხელოვნებამდე მიყვანილ ოსტატობას მოითხოვს, არც ეს არის სადავო. ამ დარგის ერთ-ერთი დიდოსტატი თეიმურაზ გურჯიძე გახლავთ. ამ საოცრად თავმდაბალ, სათნო და ყურადღებიან ექიმს, მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, დიდი პრაქტიკული გამოცდილება აქვს და პროფესიონალიზმითაც გამოირჩევა. ჩვენმა მკითხველმა იგი მაჯის გვირაბის სინდრომის მეტად აქტუალურ თემაზე კომენტარით გაიცნო. ამჯერად "ავერსის კლინიკის" პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგი, მედიცინის დოქტორი თეიმურაზ გურჯიძე იდაყვის გვირაბის სინდრომზე გვესაუბრება:
ოტოპლასტიკა პლასტიკური ქირურგიის ნაწილია, რომელიც ყურის ფორმის შეცვლასა და მის რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. მისი მეშვეობით შესაძლებელია ყურის ნიჟარის ზომების, ბიბილოს ფორმისა და ზომის შეცვლა. ოტოპლასტიკა ტარდება როგორც ესთეტიკური, ისე რეკონსტრუქციული მიზნით. პირველ შემთხვევაში იცვლება ყურის გარეგნობა, მეორის დროს კი აღდგება ნაწილობრივ ან სრულად დაზიანებული ნიჟარა. როდის ტარდება ოტოპლასტიკა?ოტოპლასტიკა ყურის ხრტილოვან და რბილ ქსოვილებზე განხორციელებული მანიპულაციაა, რომელსაც აქვს ჩვენებები და უკუჩვენებები. ოპერაცია მიზანშეწონილია მაშინ, როცა ადამიანს აქვს:
თამამად შეიძლება ითქვას, რომ უახლესი ტექნოლოგიების, უნიკალური მეთოდებისა და მაღალი პროფესიონალიზმის წყალობით თანამედროვე ესთეტიკური და პლასტიკური მედიცინა სასწაულებს ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ პლასტიკური ოპერაცია საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, პლასტიკური ქირურგები არც საქართველოში განიცდიან პაციენტთა სიმცირეს. სილამაზე კი, მოგეხსენებათ, მსხვერპლს მოითხოვს და ადამიანები, უმეტესად - ქალები, გარეგნობის ამა თუ იმ ნაკლის საკორექციოდ საკმაოდ რთულ ოპერაციებზე თანხმდებიან, ტკივილსა და რთულ სარეაბილიტაციო პერიოდსაც უძლებენ და საწადელს მაინც აღწევენ.
ცოტა ხნის წინ ცნობილმა პლასტიკურმა ქირურგმა, პროფესორმა ალექსანდრ ნერობეევმა განაცხადა, რომ კავკასიელი ქალები ყველაზე ადრე ბერდებიან და იქვე დასძინა, რომ ამის მიზეზია ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი მწველი მზე და ემოციური ხასიათი. პროფესორის მოსაზრება დამაფიქრებელია. როგორ შეიძლება გაუმკლავდნენ სიბერეს ქართველი ქალები და შეინარჩუნონ სილამაზე, რომელსაც გარდასულ საუკუნეებში ხოტბას ასხამდნენ ევროპელი მოგზაურები? სწორედ ამაზე გვესაუბრება ჩვენი თანამემამულე, რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის პროფესორი, ევროპისა და მსოფლიო პლასტიკური ქირურგიის ასოციაციის წევრი, 2008 წლის პრემია "გრაციას" ლაურეატი, პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაია.
ნაჩვენებია მე-3 გვერ 4 - დან
05 აპრილი 2018
ისევ შეგვახსენა თავი წითელამ, დაავადებამ, რომელსაც “ბატონების” სახელით იცნობს ხალხი და ის ბავშვთა
30 იანვარი 2018
2017 წლიდან საქართველოში წითელას შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
ღორის გრიპის შესახებ გვესაუბრება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ალბათ არ დარჩენილა საქართველოში ადამიანი, ღორი გრპის ვირუსით გამოწვეულ ინფექციას და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს
ბოლო მონაცემებით, საქართველოში გრიპის ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული