ესთეტიკური ქირურგია

უნიკალური ოპერაცია - პაციენტს კანის საფარველის თითქმის 100% გადაუნერგეს

უნიკალური ოპერაცია - პაციენტს კანის საფარველის თითქმის 100% გადაუნერგეს
საფრანგეთში კანის გადანერგვის უნიკალური ოპერაცია ჩატარდა. პაციენტი იყო 33 წლის მამაკაცი, რომელმაც სხეულის 95% დამწვრობა მიიღო. კანის დონორი გახდა მონოზიგოტური ტყუპისცალი - ძმა (თითქმის იდენტური დნმ), რაც მოცილების ალბათობას ამცირებდა.

დღეისათვის პაციენტი დამოუკიდებლად დადის და წერს. ქირურგების თქმით, ასეთი დიდი ფართობის კანის გადანერგვა მსოფლიოში პირველად მოხდა. საუბარია კანის პრაქტიკულად სრულ გადანერგვაზე.

გადანერგვისთვის პაციენტის მოსამზადებლად ექიმებს ორი ოპერაციის ჩატარება მოუწიათ. თავად კანის ტრანსპლანტაცია სამ ეტაპად განხორციელდა - პაციენტის კლინიკაში ყოფნის მე-7, მე-11 და 44-ე დღეს. სულ პაციენტმა გადაიტანა დაახლოებით 10 ოპერაცია.
დონორისგან აიღეს კანის საფარველის 50% (კანის თმიანი ნაწილიდან, ზურგიდან და ბარძაყებიდან).

სპეციალურად ირჩევდნენ კანის თხელი ფენას, რომლის რეგენერაციაც რამოდენიმე დღეში ხდებოდა. ამგვარად, შესაძლებელი იყო ერთი და იგივე უბნიდან კანის რამოდენიმეჯერ აღება. გადანერგვის წინ, დონორის კანი, ბადისებური იმპლანტის მისაღებად, სპეციალურ მოწყობილობაზე იჭიმებოდა.

ლალი ჩხიკვაძე
მსგავსი სიახლეები
(ნაციონალური ქირურგიის თავისებურებანი)
05-02-2019
თუ ადამიანს სურს ცხვირის ფორმის შეცვლა, მას სულაც არ დასჭირდება ქირურგის სკალპელის ქვეშ დაწოლა.
16-04-2019