თმის გადანერგვა და მასთან დაკავშირებული საინტერესო საკითხები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თმის გადანერგვა და მასთან დაკავშირებული საინტერესო საკითხები

თმის ცვენით გამოწვეული კოსმეტიკური დეფექტი, თამამად შეიძლება ითქვას, აღმოუფხვრა.

მე-20 საუკუნის შუა პერიოდამდე ალოპეციით (გამელოტებით) სასოწარკვეთილ ადამიანებს მედიცინა ვერაფერს სთავაზობდა. 1960 წელს კი ყველაფერი შეიცვალა.

ამერიკელმა პლასტიკურმა ქირურგმა, ნორმან ორენტრეიხმა, შეიმუშავა გამელოტებასთან ბრძოლის ეფექტური მეთოდი, რომელიც ეფუძნებოდა დონორული დომინანტის კონცეფციას.

თმის გადანერგვამ ორენტრეიხის მეთოდით მსოფლიო გადატრიალება მოახდინა პლასტიკურ ქირურგიაში.

საყურადღებოა, რომ პლასტიკური ქირურგიის ტექნოლოგიები რეგულარულად იხვეწება, შესაბამისად, თმის გადანერგვის მეთოდებიც სრულყოფას განიცდის და ახლით იცვლება.

სწორედ ამ მეთოდებზე გვესაუბრება საქართველოს თმის ტრანსპლანტოლოგთა და ტრიქოლოგთა ასოციაციის წევრი, ექიმი-ტრანსპლანტოლოგი ლელა პატეიშვილი:

– ქალბატონო ლელა, შეიძლება ითქვას, თმის გადანერგვით ბევრმა დათრგუნულმა და სასოწარკვეთილმა ადამიანმა საბოლოოდ ამოისუნთქა. თმის ტრანსპლანტაცია სულ უფრო მოთხოვნადი ხდება...

– ნამდვილად ასეა, თმის გადანერგვა უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ეს, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია მეთოდების, სამუშაო აპარატისა თუ ინსტრუმენტების დახვეწით, რეაბილიტაციის პერიოდის შემოკლებით ან პრაქტიკულად უქონლობით და შესაბამისად – საუკეთესო შედეგებით.

მაგალითად, ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია თმის გადანერგვა მსოფლიოში არსებული ნებისმიერი მეთოდით, თუმცა ამ ბოლო დროს მეტად მოთხოვნადი გახდა უნაკერო „ოქროს სტანდარტად“ აღიარებული მეთოდი, რომლის დროსაც არ იდება ნაკერი, შესაბამისად, არ რჩება ხაზოვანი ნაწიბური. ამ მეთოდს მრავალი უპირატესობა აქვს ნაკერიან მეთოდთან შედარებით, პირველი და ყველაზე მთავარი გახლავთ გრაფტების რაოდენობა, ჩვენთან ერთ პროცედურაში შესაძლებელია 6000 გრაფტამდე გადანერგვა.

თმის მოპოვება ხდება უახლესი ინტელექტუალური აპარატით (U – Gრაფტ ღევოლუტიონ). ამ აპარატს გააჩნია კომბინირებული ინტელექტუალური ფუნქცია, ის მიჰყვება თმას, არ აზიანებს და ამავე დროს მუდმივად ატენიანებს მას, რაც ხელს უწყობს გადანერგვის 100%-იან ეფექტურობას.

– როგორ ხდება, საზოგადოდ, თმის გადანერგვა? რამდენად უმტკივნეულოა პროცედურა?

– თმის გადანერგვა გულისხმობს თმების (გრაფტების) მოპოვებას სადონორო ზონიდან და გადატანა-გადანაწილებას იქ, სადაც თმა არ არის ან ნაკლებად არის წარმოდგენილი. ძირითადი სადონორო ზონა გახლავთ კეფა, თუმცა თავზე არასაკმარისი სადონორო თმის არსებობის დროს შეგვიძლია თმის მოპოვება წვერიდან და სხეულიდანაც.

პროცედურა გრძელდება რამდენიმე საათს (ხანგრძლივობა დამოკიდებულია გადასანერგი თმის რაოდენობაზე) და მიმდინარეობს ადგილობრივი ანესთეზიით, ანუ სრულიად უმტკივნეულოა. პაციენტი ზის მოხერხებულ სავარძელში, უყურებს ტელევიზორს, საუბრობს ტელეფონზე ან ჩვენთან.

– ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიღოს ეს სერვისი თუ არსებობს გარკვეული შეზღუდვა?

– მნიშნელოვანია – იყოს გადანერგვის ჩვენება. ხშირად მოდის პაციენტი და გვთხოვს, თმა შემითხელდა და გადანერგვა მჭირდებაო. ამ შემთხვევაში ვათვალიერებთ თმის საფარს სპეციალური ინსტრუმენტით, ვითვალისწინებთ ასაკს, სქესს, გენეტიკას და მხოლოდ ამის შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას.

საუკეთესო შედეგი გვაქვს დამწვრობის, ტრავმის, ოპერაციის შემდგომ ნაწიბურში თმის გადანერგვის შემთხვევაშიც.

– სქესი ახსენეთ, რა განსხვავებაა ქალისა და მამაკაცის თმის გადანერგვას შორის?

– ქალბატონების შემთხვევაში თმის გადანერგვის ჩვენება განსხვავებულია, ეს გახლავთ მცირე ხარისხის ანდროგენული (მამაკაცური ტიპის), ტრაქციული, ნაწიბუროვანი ალოპეცია, ანუ თმის ცვენა, და შუბლის ხაზის კორექცია. საქმე ისაა, რომ ქალებთან ანდროგენული ალოპეციის შემთხვევაში თმა ილევა როგორც თხემზე, ასევე – კეფის მიდამოში. ამიტომ სპეციალისტის კონსულტაცია უმნიშვნელოვანესია.

ამავე დროს ქალებისთვის რთულია თმის გადაპარსვა. ჩვენ ვართ ერთადერთი კლინიკა ამიერკავკასიაში, სადაც შესაძლებელია თმის უნაკერო მეთოდით გადანერგვა გაპარსვის გარეშე და გრძელი თმის გადანერგვა. როგორც სახელწოდება გვიჩვენებს, თმას გაპარსვა არ სჭირდება და ამავე დროს არ საჭიროებს ნაკერის დადებას, შესაბამისად, არ რჩება ხაზოვანი ნაწიბური, ე.წ. სმაილიკი. ეს მეთოდი ამ ბოლო დროს უფრო და უფრო პოპულარული ხდება, რადგან ეფექტურობა იგივეა და ამავე დროს პაციენტს არ აქვს ოპერაციის შემდგომი ვიზუალური დისკომფორტი.

გრძელი თმის გადანერგვის შემთხვევაში ბუნებრივი სიგრძის თმა ინერგება.

– ნებისმიერ შემთხვევაში ერთნაირად ეფექტურია თმის გადანერგვა?

– ეფექტურობა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე: ასაკზე, სქესზე, გენეტიკაზე, გაცვენილი თმის რაოდენობაზე, თმის სტრუქტურასა და ა.შ. ყველა ამ კრიტერიუმთა გათვალისწინებით დგინდება შესაძლო შედეგი.

ძალიან მნიშვნელოვანია გაცვენილი თმის რაოდენობა. ხშირად იმედგაცრუებულებს ჰგონიათ, რომ შეუძლებელია კარგი ეფექტის მიღება. ჩვენი კლინიკისთვის უიმედო პაციენტი არ არსებობს! ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ექიმთან დეტალური კონსულტაციის დროს პაციენტს სრული წარმოდგენა ექმნება შედეგზე.

– აქვს თუ არა თმის გადანერგვას უკუჩვენებები, თუ აქვს, რომელი და რატომ?

– თმის გადანერგვის უნაკერო მეთოდს ნაკლები უკუჩვენება აქვს მეორე, სტრიპ ანუ ნაკერიან მეთოდთან შედარებით. სტრიპ მეთოდის დროს აუცილებელია კანის მობილობა. შეზღუდული მობილობის შემთხვევაში გრაფტების რაოდენობა ძალზე შეზღუდულია.

– რა შემთხვევაში არ ნარჩუნდება გადანერგილი თმა?

– გადანერგილი თმა არ ცვივა, იმიტომ რომ ის მოპოვებულია ანდროგენდამოუკიდებელი ზონიდან, შესაძლოა გაცვივდეს არაგადანერგილი, საკუთარი თმა. თუმცა ბუდობრივი ალოპეციის შემთხვევაში შესაძლოა დაიწყოს თმის ცვენა თავის და სხეულის ნებისმიერი ნაწილიდან, ანუ ბუდობრივი ალოპეციის დროს გადანერგვა ნაჩვენები არ გახლავთ.

ამ სიტუაციის ასარიდებლად აუცილებლად ვაგროვებთ პაციენტის ანამნეზს და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ვგეგმავთ ოპერაციას.

– თუ ახლავს თმის გადანერგვის პროცედურას გართულებები და რომელია მათგან ყველაზე ხშირი?

– სწორად შესრულებული რეკომენდაციების შემთხვევაში ამ პროცედურას გართულებები არ გააჩნია. ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენად შეიძლება დასახელდეს ფოლიკულიტი. ის ვითარდება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი არ იცავს ექიმის მიერ დანიშნულ ელემენტარულ ჰიგიენას.

– რას ურჩევდით თმის გადანერგვის მსურველებს?

– მსურველებს ვურჩევდი, არ გადადონ ექიმთან კონსულტაცია. დროულად მიიღონ სრული, ამომწურავი ინფორმაცია: რამდენად ეფექტური იქნება თმის გადანერგვა, ხომ არ სჯობს მკურნალობით დაწყება და სხვა.