ქირურგებმა ცხიმიანი მუცლისთვის ნავარჯიშევი პრესის ფორმის მიცემა შეძლეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქირურგებმა ცხიმიანი მუცლისთვის ნავარჯიშევი პრესის ფორმის მიცემა შეძლეს

დაეხმარებიან. ამერიკელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს პლასტიკური ქირურგიის ახალი ტექნიკა, რომლის საშუალებითაც ცხიმის ფენა ნავარჯიშევი მუცლის პრესის შესახედაობას შეიძენს.

თავად მეცნიერების აღწერით მეთოდი ეფუძნება ლიპოსაქციას - პროცესს, რომლის დროსაც ცხიმი პირდაპირ გაიწოვება ადამიანის სხეულიდან პლასტიკის მილისა და ელექტროტუმბოს საშუალებით. პლასტიკური ქირურგი იყენებს იგივე ინსტრუმენტებს იმისათვის, რომ წერტილოვნად მოაშოროს ცხიმი და ამით ხაზი გაუსვას მუცლის კუნთების ბუნებრივ ხაზებს. პაციენტის სურვილის გათვალისწინებით „ცხიმოვანი პრესი“ შეიძლება ადაპტირებული იყოს უფრო რბილი მუცლისთვის ან პირიქით გამოიკვეთოს ყველა ანატომიური წვრილმანი.

აღსანიშნავია, რომ ამ პროცედურით უვარჯიშებელი ადამიანის ერთ დღეში მოდელად გარდაქმნა წარმოუდგენელია. ისევე, როგორც ქირურგიული პრაქტიკის უმეტესობაში, აღნიშნულ მეთოდსაც გააჩნია რიგი კონკრეტული რეკომენდაციებისა, რომელთა დაცვაც აუცილებელია ოპერაციის შემდეგ. ის მოიცავს ანატომიური სახვევის აუცილებელ ტარებას ოპერაციის შემდეგ რამოდენიმე კვირის განმავლობაში. გარდა ამისა, აუცილებელია ექიმის რეგულარული მეთვალყურეობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, მკაცრი ფიზიკური ვარჯიში, რათა მუცლის ნაკეცები არ მოდუნდეს.

სამწუხაროდ, მედიცინას ჯადოსნური ჯოხის მოქნევით ადამიანის ათლეტად გარდაქმნა ჯერჯერობით არ შეუძლია. ამიტომ კარგი ტანდეგობისა და სხეულისთვის საჭიროა თავდაუზოგავი შრომა.

ლალი ჩხიკვაძე