ჭრილობებისთვის მალე ახალი ანტიბაქტერიული საფენები შეიქმნება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

ჭრილობებისთვის მალე ახალი ანტიბაქტერიული საფენები შეიქმნება

ჭრილობებისთვის მალე ახალი ანტიბაქტერიული საფენები შეიქმნება
რუსმა მკვლევარებმა კრასნოიარსკიდან წარმოადგინეს ბაქტერიული ცელულოზისგან შექმნილი უცნაური აპკები (ერთგვარი გარსები), რომლებიც შევსებულია ანტიბიოტიკებითა და ვერცხლის ნანონაწილაკებით. როგორც ექსპერიმენტებით დასტურდება, ეს აპკები თრგუნავს პათოგენური მიკოორგანიზმების (ნაწლავის ჩხირის, სტაფილოკოკის, კლებსიელას, ლურჯ-მწვანე ჩირქმბადი ჩხირის) განვითარებას. სპეციალისტები ამ აპკების საფუძველზე ჭრილობათა ანტიბაქტერიული საფენების შექმნას გეგმავენ.

შემქმნელთა განმარტებით, გამოყენებული ცელულოზა ბაქტერიათა ცხოველქმედების პროდუქტია. ის მცენარეულ ვერსიას წააგავს, თუმცა, მაღალი ბიოშეთავსებადობით გამოირჩევა, ცოცხალ უჯრედებთან კონტაქტისას არ იწვევს ალერგიულ რეაქციებსა და ტოქსიკურ ეფექტებს. ბაქტერიული ცელულოზა შენებით ადამიანის ქსოვილებს წააგავს.

ცელულოზას მწარმოებელი "ფაბრიკის" სახით მეცნიერებმა გამოიყენეს ძმარმჟავა
ბაქტერიების შტამი - Komagataeibacter xylinus B-12068. მიღებული ცელულოზისგან შექმნილ აპკებს ტვირთავდნენ ანტიბიოტიკებით - ცეფტრიაქსონითა და ამიკაცინით ან ვერცხლის ნანონაწილაკებით. ამისათვის აპკებს თავდაპირველად ალბობდნენ მედიკამენტების ხსნარში, შემდეგ კი აშრობდნენ. რაც შეეხება ვერცხლის ნანონაწილაკებით დატვირთვას, აპკებს ჯერ აცხელებდნენ ვერცხლის ნიტრატის ხსნარში, შემდეგ ყინავდნენ, აშრობდნენ და ვაკუუმში პრესავდნენ.

პათოგენური მიკროორგანიზმების დათრგუნვის თვალსაზრისით აპკების ორივე სახეობა ეფექტური აღმოჩნდა. ანტიბიოტიკების შემცველი აპკები ოდნავ უფრო ეფექტური გამოდგა, ვიდრე ვერცხლის ნანონაწილაკებით დატვირთული, თუმცა, ეს უკანასკნელი ბევრად ნაკლებტოქსიკური იყო კანის უჯრედებთან შეხებისას.

თინათინ გოცაძე
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად