რომელი ორგანოების გადანერგვაა შესაძლებელი საქართველოში და რა ღირს ეს ოპერაციები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელი ორგანოების გადანერგვაა შესაძლებელი საქართველოში და რა ღირს ეს ოპერაციები

ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებული დეტალების გასარკვევად ALLNEWS-ი საქართველოს ტრანსპანტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელს გია თომაძეს ესაუბრა.

გია თომაძე: ამჟამად, მსოფლის სხვადასხვა ქვეყანაში, 6 ორგანოს გადანერგვა შესაძლებელი. ეს ორგანოებია: ღვიძლი თირკმელი, პანკრეასი, გული, ფილტვი და წვრილი ნაწლავი. ამათგან საქართველოში მხოლოდ თირკმისა და ღვიძლის გადანერგვა ხდება.

საქართველოში დღეს 257 ორგანოგადანერგილი ადამიანი ცხოვრობს. აქედან ორს გული აქვს გადანერგილი, (ერთს საფრანგეთში, მეორეს რუსეთში) ორმოცდაათს ღვიძლი, დანარჩენს კი თირკმელი.

სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში ყოველწლიურად 120 ათასამდე ახალი ორგანოს გადანერგვა ხდება. აქედან ყველაზე ხშირი

თირკმლის ტრანსპლანტაციაა, შემდეგ მოდის ღვიძლი, პანკრეასი და გული.

ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია საქართველოში პირველად 2014 წელს ჩატარდა და დღემდე სულ 12 გადანერგვაა შესრულებული.

-როგორ ხდება დონორის შერჩევა და რა პროცედურები ახლავს თან?

-ორგანოებით ვაჭრობა ყველა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, აკრძალული საქმიანობაა და კანონით ისჯება. შესაბამისად, ორგანოს ყიდვა შეუძლებელია. დონორის არჩევა რთული თემაა. ჩვენს ქვეყანაში დონორობა წმინდა ალტრუისტული საქმინობაა, იგივე ქველმოქმედებაა. დონორს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ მას ამაში თანხას არ უხდიან. თუ ადამიანს ესაჭიროება თირკმლის ან ღვიძლის გადანერგვა და მას ჰყავს ახლობელი, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს მისი დონორი, ეს შესაძლებელია და კანონით აკრძალული არ არის. ამ შემთხვევაში დონორთან ფორმდება ხელშეკულება.

-რაც შეეხება გვამურ დონაციას, არის თუ არა შესაძლებელი, რომ საქართველოში ტრანსპლანტაცია გარდაცვლილი ადამიანის სხეულიდან განხორციელდეს?

-საერთოდ, დონორი შეიძლება იყოს ცოცხალი ან გარდაცვლილი ადამიანი. იმ ქვეყნებში, სადაც არსებობს გვამური დონაცია დონორად შეიძლება გამოყენებული იყოს გარდაცვლილის ორგანო. გვამური გადანერგვის ტრანსპლანტაციის ასამოქმედებლად საჭიროა გარდაცვლილი ადამიანის ოჯახის წევრების თანხმობა ორგანოს აღებაზე. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ასეთი რამ არ ხდება. არა იმიტომ, რომ კანონმდებლობა არ იძლევა ამის საშუალებას, მოსახლეობა არ არის მზად იმისათვის რომ თავისი გარდაცვლილი ახლობლის ორგანოს გამოყენებაზე დათანხმდეს. საზოგადოებაში ამ საკითხთან დაკავშირებით ფსიქოლოგიური და მენტალური მიმღებლობა არ არის.

-რა ღირს ტრანსპლანტაციის პროცედურა?

-საქართველოში ღვიძლის ტრანსპლანტაცია 50-დან 66 ათასამდე, ხოლო თირკმლის დაახლოებით, ათი ათასი დოლარი ღირს.

წაიკითხეთ სტატია სრულად