როდის დგება სიმსუქნის ოპერაციული მკურნალობის საკითხი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როდის დგება სიმსუქნის ოპერაციული მკურნალობის საკითხი

შემავალი თანდართული სხვადასხვა დაავადებით. ისეთი დაავადებები, როგორებიცაა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, არტერიული ჰიპერტენზია, ღამის აპნოეს სინდრომი, სახსრების, ხერხემლის დაავადებები, პოდაგრა და სხვა, გაცილებით ხშირად აღენიშნებათ გამოხატული სიმსუქნის მქონე პირებს. ასაკთან ერთად კი მათი პროგრესირება იწვევს ინვალიდიზაციას.

სადღეისოდ მთელ მსოფლიოში მორბიდული სიმსუქნის მკურნალობის ეფექტურ და საიმედო მეთოდად ითვლება ბარიატრიული ქირურგია. რას მოიცავს მედიცინის ეს მიმართულება და როგორ ინერგება ის საქართველოში, ამ საკითხებზე გვესაუბრება კლინიკა „ინოვას“ ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი, ხმელთაშუა ზღვის და ახლო აღმოსავლეთის ენდოსკოპისტ-ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი დავით აბულაძე. მას გავლილი აქვს სპეციალიზაცია ბაზისურ ლაპაროსკოპიაში აშშ-ში, ჯორჯიის შტატში, ატლანტის სამედიცინო ცენტრსა და იტალიაში - მოდენას სანტ-აგოსტინოს ჰოსპიტალში; ბარიატრიულ ქირურგიაში ისრაელში რაბინის სამედიცინო ცენტრის ბელინსონის ჰოსპიტალში და ინგლისში, პორტსმუტში, დედოფალ ელისაბედის ჰოსპიტალში.

- ბატონო დავით, რას გულისხმობს ბარიატრიული ქირურგია და როგორ მკურნალობენ სიმსუქნეს ქირურგიულად?

- სიმსუქნის ოპერაციული მკურნალობა სათავეს 1966 წლიდან იღებს, როდესაც აშშ-ში პირველად ჩატარდა გასტროშუნტირება.

ბარიატრიული ქირურგია ლაპაროსკოპიულად ისეთი ოპერაციების წარმოებას გულისხმობს, რომელთა შედეგადაც მიღებული საკვების რაოდენობა და მათი ათვისების უნარი იზღუდება. პაციენტის წონა გამოხატულად მცირდება და მრავალი თანდართული დაავადებაც რეგრესირებს.

- ცნობილია, რომ სიმსუქნის თერაპიული მკურნალობით მიღწეული შედეგი ხშირად ვერ ნარჩუნდება და სიმწრით დაკლებული კილოგრამები ორმაგდება. რამდენ ხანს ნარჩუნდება ბარიატრიული ოპერაციის ეფექტი?

- მკაცრი დიეტით აუცილებლად ხდება წონის კლება, მაგრამ მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შეუქცევადად ბრუნდება უკან თანდართულ დაავადებებთან ერთად. სწორად შერჩეული ბარიატრიული ოპერაციის შედეგი კი მთელი ცხოვრების განმავლობაში ნარჩუნდება და, როგორც წესი, აღარ საჭიროებს მკაცრი დიეტის დაცვას. მნიშვნელოვნად უმჯობესდება სიცოცხლის ხარისხი და იზრდება მისი ხანგრძლივობა.

- რაზეა დამოკიდებული ოპერაციის შემდგომი ეფექტი?

- ოპერაციის შემდეგ წონის კლების ეფექტი უმთავრესად დამოკიდებულია შესრულებული ოპერაციის მეთოდზე. დღეისათვის ყველაზე აპრობირებული და უსაფრთხო ოპერაციაა კუჭის სახელოსებრი რეზექცია, რომლის დროსაც კუჭის მოცულობა 70-80%-ით მცირდება. შესაბამისად, მცირდება შიმშილის ჰორმონის - გრელინის რაოდენობა, აქტიურდება ნაწლავური ჰორმონები - ინკრეტინები, ამიტომ პაციენტს უქვეითდება შიმშილის შეგრძნება და ადვილად ემორჩილება კვების ჯანსაღ რეჟიმს.

ოპერაციის შემდეგ სხეულის საწყისი მასის კლება მერყეობს 45-დან 95%-მდე, ხოლო ოპერაციის ეფექტი ვლინდება 1-1,5 წელში.

ბარიატრიული ოპერაციების თავდაპირველი მიზანი ჭარბი წონისგან გათავისუფლება იყო. დროთა განმავლობაში ცნობილი გახდა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის ეფექტურად განკურნების შესახებაც, რაც ოპერაციის შემდგომ პირველივე თვეში აღინიშნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პაციენტი გახდომას ვერ ასწრებს, რომ შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერქოლესტერინემიისა და სხვა დაავადებების უკუგანვითარება უკვე ვლინდება.

- რა არის ბარიატრიული ოპერაციის ჩვენება?

- მეოთხე ხარისხის სიმსუქნე, როდესაც სხეულის მასის ინდექსი 40კგ/მ2-ზე მეტი ან 35კგ/მ2-ია და აღინიშნება თანხმლები დაავადებები, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი.

- კუჭზე ასეთი ჩარევის შემდეგ მედიკამენტური მკურნალობის საჭიროება ხომ არ დგება?

- შესაძლებელია ვიტამინების, მინერალების, რკინისა და კალციუმის პრეპარატების მიღება.

- სადაზღვევო კომპანიები თუ ანაზღაურებენ ბარიატრიულ ოპერაციებს?

- ამერიკის დიაბეტის ასოციაციამ (ADA) 2009 წელს ეს ოპერაციები შეიტანა სიმსუქნითა და ტიპი 2 შაქრიანი დაიბეტით დაავადებული პაციენტების მკურნალობის სტანდარტში. ამდენად, აშშ-ში ამ ოპერაციებს სადაზღვევო კომპანიები ანაზღაურებენ. ევროპისა და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში (იტალია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი) მორბიდული სიმსუქნის დროს ეს ოპერაციები ასევე შეტანილია დაზღვევის ასანაზღაურებელ სამედიცინო მომსახურების ჩამონათვალში. საქართველოში ჯერჯერობით ასეთი პრაქტიკა არ დანერგილა.