როგორ ვუმკურნალოთ და მოვუაროთ ნაწოლებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვუმკურნალოთ და მოვუაროთ ნაწოლებს

რატომ უჩნდება მწოლიარე ავადმყოფს ნაწოლები?

ავადმყოფი გამუდმებით ერთსა და იმავე პოზიციაშია, სხეულის ლოგინთან შეხების ადგილებში კი თანდათანობით ირღვევა სისხლის მიმოქცევა და კანი იწყებს ატროფირებას.

მწოლიარე ავადმყოფებს მნიშვნელოვნად აქვთ დაქვეითებული იმუნიტეტი და ორგანიზმის რეგენერაციული უნარი, რაც ამძიმებს უკვე წარმოქმნილი ნაწოლების მიმდინარეობას.

ნაწოლი ავადმყოფს შეიძლება ნებისმიერ ადგილას გაუჩნდეს, ეს დამოკიდებულია წოლისას ადამიანის პოზოციაზე. მაგალითად, თუ ის იძულებულია დიდხანს იწვეს ზურგზე, ზიანდება კუდუსუნის, ხერხემლის, დუნდულის არე, ბეჭებს შორის მიდამო. თუ გვერდზე უწევს წოლა, ნაწოლი სხეულის მხოლოდ ერთ მხარეს განვითარდება.

ნაწოლის პირველივე ნიშნების გაჩენისთანავე აუცილებელია მკურნალობის დაწყება. სხვა შემთხვევაში კანის რღვევის პროცესი აქტიურად პროგრესირდება, რაც გამოიწვევს ნეკროზულ პროცესებს და ღრმა წყლულებს.

პირველად რაც უნდა მოიმოქმედოთ - ავადმყოფის ისეთი მდგომარეობა უნდა უზრუნველყოთ, რომ უკვე წარმოქმნილი ნაწოლის ადგილი არ ეხებოდეს საწოლსა და ტანსაცმელს. ამისთვის შეიძლება სპეციალური, ნაწოლის საწინააღმდეგო რეზინის რგოლების გამოყენება, რომელთაც საცურაო რგოლის შესახედაობა აქვს. ასე შესაძლებელი ხდება კანის დაზიანებული ადგილები „ჩამოკიდებული“ იყოს, ამით კი უზრუნველყოფთ მათ სრულ სიმშრალეს, რაც ნაწოლის წარმატებული მკურნალობის ძირითადი პირობაა.

ნაწოლების განვითარების რამდენიმე სტადია არსებობს.

I სტადია. კანი გარკვეულ ადგილებში წითელი შეფერილობისაა, თითის დაჭერისას ეს ადგილი არ თეთრდება, ზოგიერთ შემთხვევაში სიწითლეების არეში შეიძლება შეშუპებაც აღინიშნოს. I სტადიას ზედაპირული ეწოდება და უფრო წარმატებულად ექვემდებარება მკურნალობას.

II სტადიის დროს ნაწოლს არა მარტო წითელი შეფერილობა აქვს, მასზე მცირე ზომის ბუშტუკი ან წყლულიც აღინიშნება. მოცემულ ეტაპზე ძირითადი ამოცანა ანთებით/ჩირქოვანი პროცესის განვითარების შეჩერებაა.

III სტადიისას ნაწოლი ღრმა ჭრილობაა, კანი სრულად “შეჭმულია“ ნეკროზული პროცესით. ნათლად ჩანს ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილი, ჭრილობა კი შეიძლება ჩირქოვანი შიგთავსით იყოს სავსე.

IV სტადიაში პათოლოგიური პროცესი აქტიურადაა გავრცელებული მყესებსა და ძვლის ქსოვილზეც კი, ვითარდება ანთება, ჭრილობა სავსეა ჩირქით. III და IV სტადიის ნაწოლის შემთხვევაში კი ავადმყოფს მხოლოდ ქირურგიული ჩარევა დაეხმარება.

როგორია ნაწოლის მკურნალობა?

ნაწოლის სამკურნალო საშუალების შერჩევისას გასათვალისწინებელია პათოლოგიური პროცესის განვითარების სტადია და ამის მიხედვით შეირჩევა სამკურნალო საშუალებაც.

I სტადიის მკურნალობისას:

  • კანის დაზიანებული უბანი ყოველ 2-3 საათში ერთხელ უნდა გაიწმინდოს ქაფურის სპირტით;
  • კანის შეწითლებული უბანი დღეში რამდენჯერმე დაამუშავეთ ქაცვის ზეთით;
  • ყურადღება მიაქციეთ ნაწოლის მიდამოს სიმშრალეს;
  • დაუშვებელია შეწითლებული ადგილების მასაჟი. სპირტით ან ზეთით კი ძალიან ნაზად და ფრთხილად, მინიმალური დატვირთვით უნდა დამუშავდეს, რადგან ძალზე დიდია განლეული და ანთებადი კანის ტრავმირების, ინფიცირებისა და ჩირქოვან-ანთებითი პროცესის განვითარების რისკი.

II სტადიის დროს აუცილებელია სპეციფიკური სამკურნალო პრეპარატების გამოყენება. მხოლოდ ზეთით და სპირტით აქ ფონს ვერ გახვალთ.

  • ჭრილობა დღეში რამდენჯერმე უნდა დამუშავდეს ანტისეპტიკური ხსნარით, ამისთვის ოპტიმალური შეიძლება იყოს ქლორჰექსიდინი.
  • პირველადი დამუშავების შემდეგ ჭრილობაზე მაშინვე წაუსვით სოლკოსერილის ან ლევომიკოლის მალამო. მკურნალობისთვის უნდა შეირჩეს ერთი პრეპარატი. პერიოდულად შეიძლება ჰიდროგელის ნახვევის გაკეთება.

III-IV სტადიების მკურნალობისას შესაძლოა ქირურგის დახმარება გახდეს საჭირო. ექიმი აუცილებლად ჩაატარებს შემდეგ პროცედურებს:

  • ჭრილობის სანაცია;
  • სხეულის დაზიანებული მიდამოს გასუფთავება ნეკროზული მასებისგან;
  • ჭრილობის შემახორცებელი სპეციალური ნახვევების გამოყენება;
  • ღრუბლისებრი მააბსორბირებელი სპეციალური ნახვევების გამოყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ჭრილობაში ბევრი ჩირქი და ნეკროზული მასაა დაგროვებული;
  • ნაწოლის ჭრილობის სრულფასოვნად შეშრობის შემდეგ შეიძლება სამკურნალო პრეპარატების წასმა.

როგორ დავეხმაროთ ნაწოლების მქონე ავადმყოფს

საამისოდ უნდა ვიცოდეთ მწოლიარე ავადმყოფის მოვლის თავისებურებები ანუ ნაწოლების პროფილაქტიკა.

  • მწოლიარე ავადმყოფს ყოველ 2 საათში აუცილებლად უნდა შეუცვალოთ მდგომარეობა - გადააბრუნოთ გვერდიდან გვერდზე, თუ საშუალებაა, აუმაღლოთ სხეულის ზედა ნაწილი;
  • სასურველია ჰაერით ან პენოპლასტის ბურთებით სავსე სპეციალური მატრასის შეძენა. ამ შემთხვევაში თანაბრად ნაწილდება დატვირთვა სხეულის კანზე, მუდმივად იცვლება დატვირთვა ერთი ადგილიდან მეორეზე.
  • თუ ავადმყოფს აღენიშნება უნებლიე შარდვა და დეფეკაცია, რაც შეიძლება ხშირად უნდა გამოუცვალოთ საფენები.
  • ყოველდღიურად უნდა შემოწმდეს ავადმყოფის ტანზე კანის მდგომარეობა - ამით დროულად აღმოაჩენთ ნაწოლის პირველივე ნიშნებს და მყისიერად შეძლებთ აუცილებელი სამედიცინო დახმარების გაწევას.
  • მწოლიარე ავადმყოფი კვირაში 2-ჯერ უნდა გასუფთავდეს საპნიანი ხსნარითა და ღრუბლით.

ნაწოლის მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია და ყოველთვის წარმატებულად არ მიმდინარეობს. თუმცა შესაძლებელია პაციენტის მდგომარეობის მნიშვნელოვნად შემსუბუქება.