როგორ ვუმკურნალოთ და მოვუაროთ ნაწოლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

როგორ ვუმკურნალოთ და მოვუაროთ ნაწოლებს

როგორ ვუმკურნალოთ და მოვუაროთ ნაწოლებს
მწოლიარე ავადმყოფი 24-საათიან მოვლასა და ყურადღებას საჭიროებს. ძირითადი დაავადების განვითარების შეჩერება მომვლელს მოდუნების საშუალებას არ აძლევს, რადგან დაწოლილ ავადმყოფს შეიძლება ნაწოლები გაუჩნდეს.


რატომ უჩნდება მწოლიარე ავადმყოფს ნაწოლები?

ავადმყოფი გამუდმებით ერთსა და იმავე პოზიციაშია, სხეულის ლოგინთან შეხების ადგილებში კი თანდათანობით ირღვევა სისხლის მიმოქცევა და კანი იწყებს ატროფირებას.

მწოლიარე ავადმყოფებს მნიშვნელოვნად აქვთ დაქვეითებული იმუნიტეტი და ორგანიზმის რეგენერაციული უნარი, რაც ამძიმებს უკვე წარმოქმნილი ნაწოლების მიმდინარეობას.

ნაწოლი ავადმყოფს შეიძლება ნებისმიერ ადგილას გაუჩნდეს, ეს დამოკიდებულია წოლისას ადამიანის პოზოციაზე. მაგალითად, თუ ის იძულებულია დიდხანს იწვეს ზურგზე,
ზიანდება კუდუსუნის, ხერხემლის, დუნდულის არე, ბეჭებს შორის მიდამო. თუ გვერდზე უწევს წოლა, ნაწოლი სხეულის მხოლოდ ერთ მხარეს განვითარდება.

ნაწოლის პირველივე ნიშნების გაჩენისთანავე აუცილებელია მკურნალობის დაწყება. სხვა შემთხვევაში კანის რღვევის პროცესი აქტიურად პროგრესირდება, რაც გამოიწვევს ნეკროზულ პროცესებს და ღრმა წყლულებს.

პირველად რაც უნდა მოიმოქმედოთ - ავა­დმყოფის
ისეთი მდგომარეობა უნდა უზრუნველყოთ, რომ უკვე წარმოქმნილი ნაწოლის ადგილი არ ეხებოდეს საწოლსა და ტანსაცმელს. ამისთვის შეიძლება სპეციალური, ნაწოლის საწინააღმდეგო რეზინის რგოლების გამოყენება, რომელთაც საცურაო რგოლის შესახედაობა აქვს. ასე შესაძლებელი ხდება კანის დაზიანებული ადგილები „ჩამოკიდებული“ იყოს, ამით კი უზრუნველყოფთ მათ სრულ სიმშრალეს, რაც ნაწოლის წარმატებული მკურნალობის ძირითადი პირობაა.

ნაწოლების განვითარების რამდენიმე სტადია არსებობს.

I სტადია. კანი გარკვეულ ადგილებში წითელი შეფერილობისაა, თითის დაჭერისას ეს ადგილი არ თეთრდება, ზოგიერთ შემთხვევაში სიწითლეების არეში შეიძლება შეშუპებაც აღინიშნოს. I სტადიას ზედაპირული ეწოდება და უფრო წარმატებულად ექვემდებარება მკურნალობას.

II სტადიის დროს ნაწოლს არა მარტო წითელი შეფერილობა აქვს, მასზე მცირე ზომის ბუშტუკი ან წყლულიც აღინიშნება. მოცემულ ეტაპზე ძირითადი ამოცანა ანთებით/ჩირქოვანი პროცესის განვითარების შეჩერებაა.

III სტადიისას ნაწოლი ღრმა ჭრილობაა, კანი სრულად “შეჭმულია“ ნეკროზული პროცესით. ნათლად ჩანს ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილი, ჭრილობა კი შეიძლება ჩირქოვანი შიგთავსით იყოს სავსე.

IV სტადიაში პათოლოგიური პროცესი აქტიურადაა გავრცელებული მყესებსა და ძვლის ქსოვილზეც კი, ვითარდება ანთება, ჭრილობა სავსეა ჩირქით. III და IV სტადიის ნაწოლის შემთხვევაში კი ავადმყოფს მხოლოდ ქირურგიული ჩარევა დაეხმარება.

როგორია ნაწოლის მკურნალობა?

ნაწოლის სამკურნალო საშუალების შერჩევისას გასათვალისწინებელია პათოლოგიური პროცესის განვითარების სტადია და ამის მიხედვით შეირჩევა სამკურნალო საშუალებაც.

I სტადიის მკურნალობისას:

  • კანის დაზიანებული უბანი ყოველ 2-3 საათში ერთხელ უნდა გაიწმინდოს ქაფურის სპირტით;
  • კანის შეწითლებული უბანი დღეში რამდენჯერმე დაამუშავეთ ქაცვის ზეთით;
  • ყურადღება მიაქციეთ ნაწოლის მიდამოს სიმშრალეს;
  • დაუშვებელია შეწითლებული ადგილების მასაჟი. სპირტით ან ზეთით კი ძალიან ნაზად და ფრთხილად, მინიმალური დატვირთვით უნდა დამუშავდეს, რადგან ძალზე დიდია განლეული და ანთებადი კანის ტრავმირების, ინფიცირებისა და ჩირქოვან-ანთებითი პროცესის განვითარების რისკი.

II სტადიის დროს აუცილებელია სპეციფიკური სამკურნალო პრეპარატების გამოყენება. მხოლოდ ზეთით და სპირტით აქ ფონს ვერ გახვალთ.

  • ჭრილობა დღეში რამდენჯერმე უნდა დამუშავდეს ანტისეპტიკური ხსნარით, ამისთვის ოპტიმალური შეიძლება იყოს ქლორჰექსიდინი.
  • პირველადი დამუშავების შემდეგ ჭრილობაზე მაშინვე წაუსვით სოლკოსერილის ან ლევომიკოლის მალამო. მკურნალობისთვის უნდა შეირჩეს ერთი პრეპარატი. პერიოდულად შეიძლება ჰიდროგელის ნახვევის გაკეთება.

III-IV სტადიების მკურნალობისას შესაძლოა ქირურგის დახმარება გახდეს საჭირო. ექიმი აუცილებლად ჩაატარებს შემდეგ პროცედურებს:

  • ჭრილობის სანაცია;
  • სხეულის დაზიანებული მიდამოს გასუფთავება ნეკროზული მასებისგან;
  • ჭრილობის შემახორცებელი სპეციალური ნახვევების გამოყენება;
  • ღრუბლისებრი მააბსორბირებელი სპეციალური ნახვევების გამოყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ჭრილობაში ბევრი ჩირქი და ნეკროზული მასაა დაგროვებული;
  • ნაწოლის ჭრილობის სრულფასოვნად შეშრობის შემდეგ შეიძლება სამკურნალო პრეპარატების წასმა.

როგორ დავეხმაროთ ნაწოლების მქონე ავადმყოფს

საამისოდ უნდა ვიცოდეთ მწოლიარე ავადმყოფის მოვლის თავისებურებები ანუ ნაწოლების პროფილაქტიკა.

  • მწოლიარე ავადმყოფს ყოველ 2 საათში აუცილებლად უნდა შეუცვალოთ მდგომარეობა - გადააბრუნოთ გვერდიდან გვერდზე, თუ საშუალებაა, აუმაღლოთ სხეულის ზედა ნაწილი;
  • სასურველია ჰაერით ან პენოპლასტის ბურთებით სავსე სპეციალური მატრასის შეძენა. ამ შემთხვევაში თანაბრად ნაწილდება დატვირთვა სხეულის კანზე, მუდმივად იცვლება დატვირთვა ერთი ადგილიდან მეორეზე.
  • თუ ავადმყოფს აღენიშნება უნებლიე შარდვა და დეფეკაცია, რაც შეიძლება ხშირად უნდა გამოუცვალოთ საფენები.
  • ყოველდღიურად უნდა შემოწმდეს ავადმყოფის ტანზე კანის მდგომარეობა - ამით დროულად აღმოაჩენთ ნაწოლის პირველივე ნიშნებს და მყისიერად შეძლებთ აუცილებელი სამედიცინო დახმარების გაწევას.
  • მწოლიარე ავადმყოფი კვირაში 2-ჯერ უნდა გასუფთავდეს საპნიანი ხსნარითა და ღრუბლით.

ნაწოლის მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია და ყოველთვის წარმატებულად არ მიმდინარეობს. თუმცა შესაძლებელია პაციენტის მდგომარეობის მნიშვნელოვნად შემსუბუქება.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
იმ მეტ–ნაკლებად სერიოზული პრობლემებიდან, რომელმაც შეიძლება თქვენი პატარა შეაწუხოს, ერთ–ერთი არის საზარდულის თიაქარი.
ცოტა ხნის წინ, ჩვენს ქვეყანაში ურთულესი ოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგადაც
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად