ახალი საშუალება ნაწიბურების განვითარების წინააღმდეგ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

ახალი საშუალება ნაწიბურების განვითარების წინააღმდეგ

ახალი საშუალება ნაწიბურების განვითარების წინააღმდეგ
ავსტრალიელი მეცნიერების აზრით, უმჯობესია ნაწიბურების განვითარების თავიდან აცილებაზე ზრუნვა, ვიდრე უკვე ფორმირებული ნაწიბურის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ მიზნით სვამინათან იერმა (Swaminathan Iyer) და დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის (The University of Western Australia) სხვა მკვლევრებმა შეისწავლეს ფერმენტ ლიზილოქსიდაზას ინჰიბიტორების მუშაობა. ეს ფერმენტი მნიშვნელოვანია ჭრილობის შეხორცებისას ნაწიბურის ჩამოყალიბებაში, რადგან მონაწილეობს კოლაგენურ ფიბრილებს შორის კავშირის ფორმირებაში. მათ შექმნეს რამდენიმე ნაერთი, რომლებიც ნაწიბურების განვითარებას ნამდვილად ზღუდავენ.


მკვლევრები განმარტავენ, რომ ჭრილობების შეხორცებისას, ნაწიბურის ჩამოყალიბებისას კანის სტრუქტურა სრულფასოვნად არ აღდგება, ამიტომ უმჯობესია ნაწიბურის ფორმირების თავიდან აცილება, რაც შესაძლებელია
ლიზილოქსიდაზას ინჰიბიტორების საფუძველზე შექმნილი პრეპარატის საშუალებით.

მკვლევრებმა ახალი საშუალება ხელოვნურად შექმნილ მოდელზე წარმატებით გამოსცადეს და ახლა შემდგომ კვლევებს გეგმავენ.

თირკმლის დაავადებამ დიაბეტის განვითარება შეიძლება გამოიწვიოს

ადრე ჩატარებული კვლევების მიხედვით, დიაბეტი ტიპი 2 თირკმლის ქრონიკული დაავადების (თქდ) განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია. მონრეალის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კი დაადგინეს,
რომ თქდ-მ შეიძლება შაქრიანი დიაბეტის განვითარება გამოიწვიოს.

მკვლევართა თქმით, დიაბეტი ვითარდება იმის გამო, რომ თქდ-ს დროს სისხლში შარდოვანა (ცილოვანი ცვლის პროდუქტი) გროვდება. თქდ-ის მქონე ადამიანების დაახლოებით 50%-ს სისხლში გლუკოზის დონე მომატებული აქვს. ექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენა, რომ შაქრიანი დიაბეტისა და თქდ-ის შემთხვევაში პანკრეასის ბეტა-უჯრედებში ინსულინის გამომუშავების პროცესი დარღვეულია.

გარდა ამისა, მკვლევრებმა შენიშნეს, რომ სისხლში შარდოვანას დონის მატებისას გლუკოზის ჟანგვაში მონაწილე ფოსფოფრუქტოკინაზა-1-ის ფუნქციები იცვლება. მეცნიერთა თქმით, საბოლოო დასკვნები კლინიკური კვლევების ჩატარების შემდეგ გამოქვეყნდება.

ექიმები კვების რაციონში ზეთისხილის ჩართვას გვირჩევენ

ზეთისხილი არც ერთ სასარგებლო პროდუქტს არ ჩამოუვარდება (პირიქით, ჯობნის კიდეც). ის სისხლში ქოლესტერინის შემცირებით აქვეითებს არტერიული წნევისა და გულის დაავადებათა განვითარების რისკს. ეფექტისთვის საკმარისია დღეში ერთი ლამბაქი ზეთისხილის მიღება. ამ ხილის სასარგებლო თვისებების საიდუმლო მასში არსებული ე ვიტამინი და ცხიმოვანი მჟავის დიდი რაოდენობაა. გარდა ამისა, ზეთისხილი ანთების საწინააღმდეგო უნარის გამო ტკივილგამაყუჩებელიცაა. ცხიმოვანი მჟავებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი ზეთისხილი იდეალურია თმისა და კანისთვის. ის რკინის წყაროცაა და სისხლში ჰემოგლობინის მატებას ეხმარება.

ზეითუნის ზეთიც თმისა და კანისთვის სასარგებლო პროდუქტების სიაშია. ის მდიდარია ცხიმოვანი მჟავა ომეგა-3-ით. ამიტომ სასარგებლოა თმისა და ფრჩხილებისთვის, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და კანს სინოტივეს უნარჩუნებს. ზეთისხილში არის ფენოლური შენაერთები - ოლეუროპენი და ოლეოკანტალი. ისინი ბუნებაში არსებული ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტებია.

დიკინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევების საფუძველზე დაადგინეს, რომ ოლეოკანტალი არაჩვეულებრივად უმკლავდება კანში არსებულ ანთებით პროცესებს (ისევე, როგორც იბუპროფენი).

მინის ბჟენი

ორეგონის უნივერსიტეტის (Oregon State University) მკვლევრებმა შეიმუშავეს “ბიოაქტიური” მინა, რომელსაც სტომატოლოგებს საბჟენ მასალად სთავაზობენ. ახალი მასალა ბევრად უფრო მდგრადია ბაქტერიების მიმართ, რაც მას გაცილებით გამძლეს ხდის. მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ უახლოეს მომავალში მინის ბჟენის გამოყენება პრაქტიკაშიც დაინერგება.

ჯეიმ კრუზიკისა (Jamie Kruzic) და მისი კოლეგების თქმით, ბიომინა, რომელიც მინის უწვრილესი ნაწილაკია და რომლის შემადგენლობაში კრემნიუმის, კალციუმისა და ფოსფორის ოქსიდები შედის, უკვე რამდენიმე ათეული წელია ძვლების მთლიანობის აღსადგენად გამოიყენება.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ასეთი მინის შემცველობით დამზადებული ბჟენები მაღალი სიმტკიცით იქნება გამორჩეული. გარდა ამისა, მათი გამოყენება კბილის ქსოვილის მიკროორგანიზმებით დაზიანებას აღკვეთს და კარიესის განმეორებითი განვითარების რისკს შეამცირებს. მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ მინის ბჟენი კბილის ქსოვილის რემინერალიზაციას ეხმარება.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
იმ მეტ–ნაკლებად სერიოზული პრობლემებიდან, რომელმაც შეიძლება თქვენი პატარა შეაწუხოს, ერთ–ერთი არის საზარდულის თიაქარი.
ცოტა ხნის წინ, ჩვენს ქვეყანაში ურთულესი ოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგადაც
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად