თურქეთში მოღვაწე წარმატებული ქართველი კარდიოქირურგი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თურქეთში მოღვაწე წარმატებული ქართველი კარდიოქირურგი

- 1994 წელს სწავლა დავიწყე ბათუმის სამედიცინო აკადემიის სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც 2002 წელს დავამთავრე და რუსეთში, ქალაქ ეკატერინბურგში გავემგზავრე ორდინატურის კურსის გასავლელად. მისი დასრულების შემდეგ კვალიფიკაციის ასამაღლებლად გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში მინდოდა წასვლა. გერმანიისკენ გზა თურქეთზე გადიოდა. ასე მოვხვდი სტამბოლში. იქ შევიტყვე, რომ გერმანულ კლინიკა “ალმანჰასტანეში” შერჩევა ტარდებოდა და ბედი ვცადე. გამიმართლა, რადგან სკოლიდან ასე თუ ისე ვიცოდი გერმანული. თავდაპირველად ორკვირიანი გამოსაცდელი ვადით მიმიღეს, მერე კი ასისტენტად ჩამრიცხეს გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილებაში, პროფესორ ისმაილ ლუქსელთან, რომელიც გულის ურთულეს ოპერაციებს აკეთებს. პარალელურად უნივერსიტეტში გავაგრძელე სწავლა. ეს იყო 2005 წელს. 2011-2012 წლებში Kავაციკ მედესტატე ჰოსპიტალ-ში გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილებაში ვმუშაობდი მთავარ ექიმად, 2014 წელს - აქსარაყ ვატან ჰოსპიტალ-ში, აქაც - გულ-სისხლძარღვთა ქირურგიულ განყოფილებაში. ამჟამად ჩემი ძირითადი სამუშაო გერმანულ კლინიკაშია, მაგრამ შეთანხმებით სხვა კლინიკებშიც მიწევს მუშაობა.

- საქართველოში თუ ჩამოდიხართ?

- სამუშაო რეჟიმის გამო ხშირად ვერ ვახერხებ ჩამოსვლას, თუმცა საქართველოდან ბევრი პაციენტი ჩამოდის ჩემთან.

- მათ ალბათ დაკვალიანება სჭირდებათ - სად, ვის და რატომ მიმართონ...

- ვაკვალიანებ და ვეხმარები არა მარტო ჩვენს, არამედ სხვა კლინიკებშიც - კარგი ექიმების შერჩევაში, ფინანსური პრობლემების მოგვარებაში...

- როგორია თქვენი სამუშაო დღე?

- ვცხოვრობ აზიაში, მაგრამ ევროპაში ვმუშაობ, ამიტომ დილის 6 საათზე მივდივარ სამსახურში. 8-ზე ვიზიტებს ვიწყებ. 10-ზე კონფერენციაა, მერე - ოპერაციები. დღეში, სულ ცოტა, 3-4 ოპერაცია ტარდება. თავისუფალი მხოლოდ კვირა დღე მაქვს და ვცდილობ, ეს დრო საკუთარ თავს დავახარჯო, თუმცა ისეც ხდება, რომ ამ დღესაც პაციენტებს ვუთმობ. ყოფილა შემთხვევა, ნაშუაღამევსაც წავსულვარ კლინიკაში ოპერაციის გასაკეთებლად. ახლახან გავხსენი სტამბოლში სამედიცინო ტურისტული ფირმა, რომელიც უცხოეთიდან ჩამოსულ პაციენტებს მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს.

- ახალგაზრდა ქართველი ექიმები და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები თუ შეძლებენ თქვენს კლინიკაში სტაჟირების გავლას?

- ამჟამად სწორედ იმისთვის ვმუშაობთ, რომ ახალგაზრდა ქართველმა და უცხოელმა ექიმებმა ჩვენთან სტაჟირება და რეზიდენტურის კურსის გავლა შეძლონ. მაქვს კონტაქტი უნივერსიტეტის კლინიკებთან და მათთან ერთად ვცდილობ ამ საკითხის მოგვარებას.

- რას უსურვებთ ახალგაზრდა კოლეგებს?

- მინდა, ახალგაზრდა ექიმებს კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ ექიმობა ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გულისხმობს. პროფესიონალი რომ გახდე, საჭიროა ბევრი შრომა და უწყვეტი სწავლა, რადგან დღეს მედიცინა დღითი დღე მიიწევს წინ და ახალ-ახალი აღმოჩენებით მდიდრდება.

- თავად თუ აპირებთ საქართველოში დაბრუნებას?

- ჯერჯერობით სტამბულში ვარ და აქედან ვეხმარები ჩემს ქართველ ხალხს. მომავალზე ჯერ ვერაფერს გეტყვით.

- ქირურგია, მით უფრო - კარდიოქირურგია, მედიცინის ურთულესი დარგია. დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ, დაღლილს, რა გგვრით შვებას?

- ჩემთვის ბედნიერი დღეა, როცა ოპერაცია წარმატებით მთავრდება და, საოპერაციოდან გამოსული, ათასობით მომლოდინე ადამიანს გაღიმებული ვეუბნები, რომ კიდევ ერთი სიცოცხლე გადავარჩინე.