რა უნდა ვიცოდეთ სისხლდენის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა ვიცოდეთ სისხლდენის შესახებ

 

ამრიგად, სისხლდენას ორი ძირითადი ფაქტორი იწვევს: მექანიკური და ნეიროტროფიკული. პირველის ზემოქმედების შედეგია სისხლძარღვის კედლის მთლიანობის დარღვევა (გაგლეჯა, ჭრილობა, დამწვ-რობა, მოყინვა და სხვა) და წნევის ცვალებადობა, ხოლო მეორისა - სისხლძარღვის კედლის გამავლობის გაძლიერება ცნს-ის ტროფიკული (კვებითი) ფუნქციის მოშლის ნიადაგზე სისხლძარღვის სანათურის გაფართოების გამო. ასეთი სისხლდენა მოსალოდნელია ზოგიერთი ინფექციური დაავადების (ქუნთრუშა, ყვავილი), სისხლძარღვთა სეპტიკური და ტოქსიკური ცვლილების, აგრეთვე - ენდოგენური ხასიათის ფაქტორების (ნივთიერებათა ცვლის მოშლის, ურემიის, ქოლემიის და სხვათა) ზემოქმედების დროს.

სისხლდენის ადგილის, დაზიანებული სისხლძარღვის ტიპისა და დაწყების დროის მიხედვით განასხვავებენ სისხლდენის რამდენიმე ფორმას.

ადგილის მიხედვით განასხვავებენ გარეგან და შინაგან სისხლდენას. გარეგან სისხლდენაზე ლაპარაკობენ მაშინ, როდესაც სისხლის ნაკადი თვალით ჩანს, ხოლო როდესაც სისხლის დენას თვალით ვერ ვხედავთ და სითხე ქსოვილებსა და დახურულ ღრუებში იღვრება, ლაპარაკია შინაგან სისხლდენაზე. კანქვეშა სისხლჩაქცევას, რომელსაც მომრგვალო ლაქის სახე აქვს, პეტექია ეწოდება. როდესაც კანქვეშა სისხლ-ჩაქცევა დიფუზურია და ქსოვილები სისხლით არის გაჟღენთილი, ლაპარაკობენ ჰემორაგიულ ინფილ-ტრაციაზე. როდესაც სისხლჩაქცევა წარმოშობს მკვეთრად შემოფარგლულ შესივებას, რომლის შეხებისას შეიგრძნობა ფამფალი, საქმე გვაქვს ჰემატომასთან.

შინაგანი სისხლდენა ფარულიც შეიძლება იყოს და აშკარაც. პირველ შემთხვევაში სისხლი იღვრება ისეთ ღრუებში, როგორიც არის პერიტონეუმი, პლევრის ღრუ, პერიკარდიუმი, სუბდურალური სივრცე, სახსრის ღრუ და სხვა, საიდანაც გამოსავალს ვერ პოულობს, მეორე შემთხვევაში კი ლორწოვან ღრუებში - კუჭში, შარდის ბუშტში, საშვილოსნოში, საიდანაც შესაძლოა გამოჰყვეს ამ ღრუებიდან გამოყოფილ სითხეს. საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით გამოყოფენ სისხლდენის არტერიულ, ვენურ, კაპი-არულ და პარენქიმულ ტიპებს. არტერიებში არსებული მაღალი წნევის გამო არტერიული სისხლდენა გამოირჩევა ნაკადის სიძლიერით და შადრევანს მოგვაგონებს.

სისხლი ალისფერია და გულის შეკუმშვათა სინქრონულად პულსირებს. არტერიის გადაჭრის დროს სისხლი დის გადაჭრილი სისხლძარღვის როგორც ცენტრალური, ისე მეორე, პერიფერიული (გულის მხარეს მდებარე) ბოლოდან, თუმცა უკანასკნელ შემთხვევაში ნაკადი უფრო სუსტია. პერიფერიული ბოლოდან სისხლის დენა იმით აიხსნება, რომ ცენტრალურ და პერიფერიულ ბოლოებს, აგრეთვე - ამ უკანასკნელსა  და მეზობელ არტერიებს შორის თითქმის ყოველთვის არსებობს ანასტომოზები. ვენური სისხლდენის დროს სისხლი ღვარად გადმოდის, არ პულსირებს და მუქი წითელი, მოშავოა. ზოგ შემთხვე-ვაში, მაგალითად, უსახელო, ლავიწქვეშა და საუღლე ვენების დაზიანებისას, ვენური ნაკადიც შეიძლება პულსირებდეს. ვენის გადაჭრის დროს სისხლი უმთავრესად პერიფერიული ბოლოდან მოედინება, ხო-ლო დაჭრისთანავე - ცენტრალური ბოლოდანაც, მაგრამ როგორც კი ვენის ცენტრალური სეგმენტი სისხლისგან დაიცლება, სისხლდენა წყდება.

ცენტრალური ბოლოდან სისხლის ძლიერი ნაკადი მაშინ მოედინება, როდესაც დაშავებულს აქვს ვენების სარქვლების ნაკლოვანება ან დაზიანებულია კისრის დიდი ვენები. ვენური სისხლდენა საშიშია იმითაც, რომ არსებობს ჰაეროვანი ემბოლიის საფრთხე. ზოგიერთი ვენა, მაგალითად, კისრისა, გადაჭრის შემდეგ არ ეშვება და მისი სანათური ღია რჩება. თუ ამ დროს ვენებში უარყოფითი წნევა მაღალია (რაც ღრმა ჩასუნთქვისას ხდება), მათში ჰაერი შეიწოვება, რაც უმეტესად ადამიანის სიკვდილს იწვევს. კაპილარული სისხლდენა ნებისმიერმა საყოფაცხოვრებო ტრავმამ შეიძლება გამოიწვიოს. ამ ტიპის სისხლდენის დროს სისხლმდინარი ძარღვი არ ჩანს. სისხლი მუქი წითელი ფერისაა და შესაძლოა, უბრალო ნახვევმა ან დაწოლამაც კი შეაჩეროს, თუ რაიმე პათოლოგიასთან, მაგალითად, ჰემოფილიასთან არ გვაქვს საქმე.

პარენქიმული სისხლდენა, რომელიც შინაგანი, პარენქიმული ორგანოების დაზიანებისას იჩენს თავს, იმ თავისებურებით გამოირჩევა, რომ სისხლი ისე მოედინება, როგორც ღრუბლიდან გამონაწური სითხე და მისი გაჩერება ძნელია, რადგან ერთი კი არა, რამდენიმე წყარო აქვს. ასეთი სისხლდენის შეჩერება მხო-ლოდ დამწოლი ნახვევით ან გაკერვით არის შესაძლებელი. დაწყების დროის მიხედვით განასხვავებენ პირველად და მეორეულ სისხლდენას. პირველადი სისხლდენა სისხლძარღვის დაზიანებისთანავე იწყება, ხოლო მეორეული - დაზიანებიდან რამდენიმე ხნის (რამდენიმე საათის, რამდენიმე დღის) შემდეგ.

მეორეული სისხლდენა შედარებით იშვიათია. მისი მიზეზი შესაძლოა იყოს დაზიანებულ სისხლძარღვზე დადებული კვანძის მოვარდნა, თრომბის მოცილება მეორეული ტრავმის, მაგალითად, უხეში ტრანსპორ-ტირების შედეგად, როდესაც დაჭრილი კიდური საკმარისად არ არის იმობილიზებული, სისხლძარღვის კედლის დარღვევა და ნეკროზი ჭრილობაში არსებული ნამსხვრევით, უცხო სხეულით ან დრენაჟის მი-ლით და სხვა. ეს სახიფათო გართულება თავიდან რომ ავიცილოთ, საჭიროა, ინფიცირებულ ჭრილობას განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ და სათანადოდ ვუმკურნალოთ. კერძოდ, საჭიროა დაზია-ნებული ორგანოს სრული იმობილიზაცია და ჭრილობის ფაქიზი მოვლა, იშვიათი შეხვევა, შეხვევისას - ნაზი მანიპულაცია.

- რომელი შინაგანი ორგანოებიდან სისხლდენაა ყველაზე ხშირი? როგორ ამოვიცნოთ მიზეზი და როგორ დავეხმაროთ ავადმყოფს?

- უწინარეს ყოვლისა, უნდა დავასახელოთ სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, რომელიც, მიზეზის შესაბამისად, შეიძლება იყოს როგორც წყლულოვანი, ისე არაწყლულოვანი. ლოკალიზაციის მიხედვით გამოყოფენ სისხლდენას საყლაპავიდან, კუჭიდან, თორმეტგოჯა ნაწლავიდან, წვრილი და მსხვილი ნაწლავიდან, სანაღვლე გზებიდან (ჰემობილია).

  • საყლაპავიდან სისხლდენის მიზეზი შეიძლება იყოს საყლაპავის ანთება (ეზოფაგიტი), ვარიკოზულად გაგანიერებული ვენები, ზემოხსენებული მელორი-ვეისის სინდრომი, საყლაპავის კიბო, ღვიძლის დაავადება;
  • კუჭიდან სისხლდენისა - წყლული, გასტრიტი, კუჭის კიბო;
  • სწორი ნაწლავიდან სისხლდენისა: თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ავთვისებიანი სიმსივნე, ანთება;
  • მსხვილი ნაწლავიდან და სწორი ნაწლავიდან სისხლდენისა: ჰემოროიდული კვანძები, ინფექციები, წყლულოვანი კოლიტი.

პაციენტებს, რომლებიც იღებენ სისხლის გამათხიერებელ მედიკამენტებს (ვარფარინი), შესაძლოა დაე-წყოთ სისხლდენა და სხვა. სისხლდენა შესაძლოა გამოიწვიოს აგრეთვე საყლაპავის დისტალურ ნაწილში ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების გასკდომამ. საყლაპავის ვენების ვარიკოზის მთავარი მიზეზია ღვიძლის ციროზი და ამ დაავადებით გამოწვეული პორტული ჰიპერტენზია. საყლაპავიდან სისხლდენა ვითარდება ასევე მელორი-ვეისის სინდრომის დროს, როდესაც ხშირი ღებინება კარდიის არეში კუჭის ლორწოვანზე ნახეთქებს აჩენს.


 

ყველაზე ხშირად სისხლდენა კუჭიდან ხდება. მიზეზი შესაძლოა იყოს ჰელიკობაქტერ პილორი, ალკო-ჰოლი, ასპირინისა და მისი შემცველი პრეპარატების ხანგრძლივი მიღება - ეს მედიკამენტები გასტრიტსა და კუჭის წყლულს იწვევს. კუჭიდან სისხლდენის ნიშანია ღებინება ყავის ნალექისფერი სისხლიანი მასით. ყავის ნალექისფერით იმიტომ, რომ ჰემოგლობინი კუჭის მარილმჟავას ზეგავლენით მუქ მარილ-მჟავა ჰემატინად გარდაიქმნება.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილიდან - მსხვილი ნაწლავიდან და სწორი ნაწლავიდან - სისხლდენის შემთხვევაში სიმპტომები სისხლდენის სიმწვავესა და ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. თუ სისხლი მსხვილი ნაწლავის ქვედა ნაწილიდან ან სწორი ნაწლავიდან მოედინება, განავალში მისი მინარევი ალის-ფერია, ხოლო თუ მსხვილი ნაწლავის ზედა ნაწილიდან - მუქი. საყლაპავიდან, კუჭიდან ან თორმეტგოჯა ნაწლავიდან სისხლდენისას განავალი კუპრისფერია. ამ სიპტომს მელენა ეწოდება.

როდესაც სისხლდენა გრძელდება, ადამიანი გრძნობს ზოგად სისუსტეს, ეცემა წნევა, ხშირდება პულსი, გამოიყოფა თხელი, გაუფორმებელი განავალი, კუჭის მოქმედება ხშირია, ხოლო რამდენიმე ჯერის შემ-დეგ შესაძლოა განავალში მოწითალო სისხლიც კი შევამჩნიოთ, რაც იმის მაუწყებელი იქნება, რომ სის-ხლდენა ამჟამადაც გრძელდება და სასწრაფო სამედიცინო ჩარევაა აუცილებელი. ამას ერთვის ადვილად დაღლა, ზერელე, ხშირი სუნთქვა, ძილიანობა, სიფითრე. მოსალოდნელია გულის წასვლაც. ამ სიმპტო-მების არსებობისას სისხლის ანალიზის, კერძოდ, ჰემოგლობინის დაბალი მაჩვენებლის, ერითროციტების ნაკლოვანების, ჰემატოკრიტისა და სხვა ელემენტების განსაზღვრით შესაძლოა ვიეჭვოთ სისხლდენა და დავიწყოთ უფრო ფართო ინსტრუმენტული გამოკვლევა.

თუ დიდი ოდენობის სისხლი დაიკარგა, საჭიროა მისი აღდგენა სისხლის, ერითროციტული მასის ან სისხლის შემცვლელების გადასხმით, რაც მხოლოდ სტაციონარულ პირობებში უნდა მოხდეს. გადასას-ხმელი სისხლის ოდენობა დაკარგული და მოცირკულირე სისხლის ოდენობის, სისხლის ანალიზის საფუ-ძველზე განისაზღვრება. ძლიერი სისხლდენის დროს ადამიანს ვუზომავთ პულსსა და წნევას და ამის მი-ხედვით ვმოქმედებთ. თუ წნევის მაჩვენებლები და პულსის სიხშირე ენდოსკოპიური გამოკვლევის ჩატა-რების საშუალებას გვაძლევს, პაციენტი სტაციონარში გადაგვყავს. ამჟამად თბილისის თითქმის ყველა სამკურნალო დაწესებულება აღჭურვილია სათანადო ტექნიკური საშუალებებით.

ენდოსკოპიური კვლევის მეშვეობით შეგვიძლია დავადგინოთ არა მარტო სისხლდენის წყარო, მისი ლოკალიზაცია და ხასიათი, არამედ უკვე შეჩერებული სისხლდენის შეწყვეტის დროც, განვსაზღვროთ ჰემოსტაზის საიმედოობა და სისხლდენის რეციდივის რისკის ხარისხი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზოგი-ერთი ტიპის სისხლდენის დროს ენდოსკოპიას დიაგნოსტიკურთან ერთად სამკურნალო დანიშნულებაც აქვს, კერძოდ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილიდან აქტიური სისხლდენა ხშირად კონტროლირდება სისხლდენის ადგილას ენდოსკოპით დაკვირვების ქვეშ მედიკამენტების პირდაპირი ინექციით.

სისხლდენის შესაჩერებლად ტარდება აგრეთვე სისხლმდინარი ადგილისა და მის ირგვლივ არსებული ქსოვილის ელექტროკოაგულაცია (მოწვით), ზოგ შემთხვევაში - ლაზეროთერაპია. მედიკამენტურ მკურ-ნალობას მიმართავენ სისხლდენის გასაკონტროლებლად ეზოფაგიტის, წყლულის, ინფექციის, ნაწლავის ანთებითი დაავადების დროს. ომეპრაზოლის, ლანსოპრაზოლის ჯგუფის მედიკამენტების საშუალებით შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ ისეთი ბარბაროსული ოპერაციული ჩარევა, როგორიც არის კუჭის რეზექცია ან ვაგოტომია. თუ ელექტროკოაგულაციით სისხლდენის შეჩერება ვერ მოხდა, საჭიროა სას-წრაფო ოპერაციული ჩარევა, რომლის დროსაც სისხლდენის წყარო ამოიკერება ან მთელი ეს მიდამო ამო-იკვეთება, ხოლო შემდგომ ჩატარდება ზოგადი აღდგენითი თერაპია.

- ზემოთ ბრძანეთ, რომ საყლაპავიდან სისხლდენა ღვიძლის პათოლოგიების დროსაც არის მოსალოდნე-ლი. კერძოდ, რომელ დაავადებებს გულისხმობთ?

- ღვიძლის ციროზს თან სდევს საყლაპავის, კუჭის კარდიისა და მუცლის წინა კედლის ვენების გაფართო-ება, ასციტი. ამ დაავადების მეტად მძიმე გართულებაა სისხლდენა კუჭისა და საყლაპავის ვარიკოზულად გაგანიერებული ვენებიდან. ამ დროს ტკივილის შეგრძნების გარეშე იწყება ღებინება შეუცვლელი სისხ-ლით. მასიური სისხლდენისას, როდესაც სისხლი კუჭში იღვრება, მოსალონდელია ღებინება ყავის ნალექისებრი მასით, მელენა, ვითარდება ტაქიკარდია, ეცემა არტერიული წნევა. ღვიძლის ციროზის დროს პირველადი სისხლდენის შედეგად სიკვდილიანობა მაღალია - 30-50%-ს შეადგენს.

განმეორებითი სისხლდენა, ასციტი, სიყვითლე ღვიძლის ციროზის მოგვიანებითი სტადიის ნიშნებია. ამ დროს შედეგიანი მკურნალობის ალბათობა მცირეა. საყლაპავის ვარიკოზულად გაგანიერებული სისხლძა-რღვებიდან სისხლდენის მკურნალობას იწყებენ კონსერვატიული ღონისძიებებით. ხდება საყლაპავის ტამ-პონადა ბლეკმორის ზონდით, ჰემოსტაზური თერაპია, სისხლისა და მისი შემცვლელი ხსნარების გადას-ხმა, პორტული წნევის შემცირება. ეფექტიანია დაზიანებული სისხლძარღვების კლიპირება ენდოსკოპით.

- საყოფაცხოვრებო ტრავმების შედეგად ხშირია ელენთის დაზიანება, რაც ხშირად ამ ორგანოს ამოკვეთით სრულდება...

- ელენთა შესაძლოა დააზიანოს ცეცხლსასროლმა, მჩხვლეტავ-მჭრელმა იარაღმა, მუცლის ყრუ ტრავმამ. სამედიცინო ლიტერატურაში აღწერილია ნორმალური ელენთის სპონტანური გახეთქვაც, რაც ხშირად ხდება ელენთის გადიდებითა და მისი სტრუქტურის შეცვლით მიმდინარე დაავადების (მალარიის, ინფე-ქციური მონონუკლეოზის) დროს. განსაკუთრებული ადგილი უკავია ელენთის შემთხვევით, იატროგე-ნულ დაზიანებებს მუცლის ღრუს ზედა ნაწილში წარმოებული ოპერაციების (გასტრექტომიის, კუჭის რეზექციის, პანკრეასის რეზექციის) მსვლელობისას.

ელენთის დაზიანებისას წინა პლანზე წამოიწევს შინაგანი სისხლდენისა და შოკის სიმპტომები: სიფითრე, ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება, ჰემოგლობინის, ჰემატოკრიტის, მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირება. შესაძლოა, თავი იჩინოს პერიტონეუმის გაღიზიანების ან ჰემოთორაქსის სიმპტომებმაც. თუ სისხლი სუბდიაფრაგმულ სივრცეში ჩაიღვარა, ავადმყოფი წევს მარცხენა გვერდზე მუცელთან მიტანილი ფეხებით და ზურგზე ან მარჯვენა გვერდზე გადაბრუნებისას მყისვე უბრუნდება პირვანდელ მდგომარეობას დიაფრაგმული პერიტონეუმის ნერვული რეცეპტორების ძლიერი გაღიზიანების გამო.

ელენთის დაზიანებისას ტარდება გადაუდებელი ოპერაციული ჩარევა და ასიდან 80-95 შემთხვევაში ეს ორგანო იკვეთება - სისხლდენის შეჩერება ამ დროს ძალიან ძნელია, თუ შეუძლებელი არა, რადგან ნების-მიერ პარენქიმულ ორგანოში ნემსის გაყრა გასაკერავად, კოაგულაცია შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს. პატარა და ზედაპირული დაზიანების დროს შესაძლოა ელენთა გაიკეროს, მოხდეს მისი ერთ-ერთი პო-ლუსის რეზექცია, ელენთის არტერიის გადაკვანძვა. ეფექტიანია ასევე სპეციალური სამედიცინო წებოსა და ფიბრინოგენის გამოყენებაც. ეს ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაციები არ შეიძლება ჩატარდეს ელე-ნთის ფართო დაზიანების, დაჟეჟვის, კარის მიდამოში გახეთქვისა და ელენთის ფეხის მოგლეჯის დროს.


1983 წელს დაინერგა ელენთის ქსოვილის 4-6 ფრაგმენტის ავტოტრანსპლანტაცია დიდი ბადექონისაგან შექმნილ ჯიბეებში. ეს ოპერაცია ელენთის ისეთი დაზიანებისას ტარდება, როდესაც არ აღინიშნება დაზიანებული ორგანოს პათოლოგია. ტრანსპლანტირებული ქსოვილი შეეზრდება ორგანიზმს და როგორც გამოკვლევები ცხადყოფს, დიდი ხნის შემდეგაც წარმატებით ფუნქციობს.

- რას გვეტყვით პარენქიმულ სისხლდენაზე, როგორია ამ დროს მოქმედების ტაქტიკა?

- პარენქიმული ორგანოებია ფილტვი, ღვიძლი, ელენთა, თირკმელები. თქვენს ყურადღებას ფილტვიდან სისხლდენაზე შევაჩერებ. ისეთი პათოლოგიური პროცესების დროს, როგორიც არის ბრონქოექტაზია, ფილტვის სიმსივნე, აბსცესი, განგრენა, ტუბერკულოზი, ფილტვისმიერი შეგუბება გულის მარცხენა ვე-ნური ხვრელის სტენოზის გამო და ზოგჯერ - კრუპოზული პნევმონიაც კი, შესაძლოა განვითარდეს ჰემო-პტოე - სისხლიანი ნახველის ამოღება. ზოგჯერ ნახველს ცხვირ-ხახიდან, ღრძილებიდან და ტონზილე-ბიდან გამონაჟონი სისხლი ერევა, ამიტომ აუცილებელია ამ ორგანოების საგულდაგულო გამოკვლევა.

ძლიერი, სასიკვდილო სისხლდენა, გარდა ტრავმისა, შესაძლოა გამოიწვიოს ბრონქში ჩაზრდილი აორტის ანევრიზმის გასკდომამ. ჩვენ ზემოთ უკვე ვისაუბრეთ კუჭიდან სისხლდენის შესახებ, რომელიც სისხლიან ღებინებას იწვევს. ასეთი სისხლდენა ჰემოპტოესგან იმით განსხვავდება, რომ წინ უძღვის გულისრევის შეგრძნება, სისხლი მუქი ფერისაა, შეიცავს საჭმლის ნაწილაკებს, ფილტვებიდან ამოღებული სისხლი კი ხველის შემდგომია, წითელი და ჰაერის შერევის გამო ქაფიანი, თუმცა კი კუჭის სისხლისგან სწრაფი დაცლისას ან საყლაპავი მილის კვანძოვნად გაგანიერებული ვენებიდან სისხლდენისას დიფერენციაცია ჭირს.

პლევრის ღრუში სისხლის ჩაქცევისას თავს იჩენს სუნთქვის უკმარისობა, ქოშინი, ციანოზი. პათოლოგი-ური ცვლილებები მოსმენითაც შეიძლება დავადგინოთ. ფილტვის ხმიანობა შეცვლილია, გულის ტონები - მოყრუებული ან ადგილნაცვალი. თუ პაციენტი აქამდე არ უჩიოდა არავითარ ქრონიკულ დაავადებას სისხლიანი ამოხველებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქმე გვაქვს მწვავე დაზიანებასთან, რომელიც ტრავმის შედეგი უნდა იყოს. ამ დროს შესაძლოა საჭირო გახდეს როგორც მედიკამენტური, ისე ქირურგიული მანიპულაციების ჩატარება.

- შეუძლებელია, გვერდი ავუაროთ ისეთ მნიშვნელოვან ორგანოს, როგორიც ღვიძლია...

- ღვიძლი ადამიანის უდიდესი სეკრეციული, ექსკრეციული და სინთეზური ფუნქციის მქონე ჯირკვალია. ეს პარენქიმული ორგანო მარჯვენა ფერდქვეშა არეში მდებარეობს და საკმაოდ ხშირად ზიანდება ტრავ-მით, ცეცხლსასროლი თუ ცივი იარაღით გამოწვეული ჭრილობებით. დახურულ დაზიანებას უმეტესად იწვევს წიხლის ჩარტყმა, სიმაღლიდან გადმოვარდნა... ამ დროს შესაძლოა სუბკაფსულური ჰემატომა ჩამოყალიბდეს. დაზიანება, ჩვეულებრივ, მცირე მასშტაბისაა და ავადმყოფი მალე გამოდის ტრავმით გამოწვეული შოკის მდგომარეობიდან. ტრავმის შედეგად უმეტესად ღვიძლის მარჯვენა წილი იგლიჯება.

ამ დროს დაშავებულს უვითარდება მძიმე შოკური მდგომარეობა, რომელიც მალე მწვავე ანემიის კლინი-კურ სურათში გადაიზრდება: მაჯა ჩქარი და სუსტი ავსებისაა, სისხლის წნევა ეცემა, ავადმყოფი ფერმ-კრთალი და ანემიურია. მტკივნეულია მარჯვენა ფერდქვეშა არე, ნეკნთაშუა სივრცეები, დაჭიმულია მუც-ლის პრესი. ღვიძლის ღია დაზიანებას იწვევს ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა. ამ დროს ხშირად მუცლის ღრუს სხვა ორგანოები, გულმკერდის ორგანოები და დიაფრაგმაც ზიანდება. ღვიძლის დაზიანების ამოსაცნობად დიდი მნიშვნელობა აქვს ჭრილობის ადგილმდებარეობას, შესავალ და გამოსავალ ხვრელებს, მწვავე ანემიას, შოკს და ჭრილობიდან ნაღველშერეული სითხის გადმოსვლას. ღვიძლის დაზიანების როგორც აშკარა, ისე საეჭვო შემთხვევაში აუცილებელია ლაპაროტომია. მუცლის ღრუს გახსნის, ამოსუფთავებისა და ორგანოს დათვალიერების შემდეგ უნდა დაისახოს შემდგომი მკურ-ნალობის გეგმა.

- სისხლდენის დროს, როგორც ზემოთ აღნიშნეთ, მცირდება მოცირკულირე სისხლის რაოდენობა და ვითარდება სისხლნაკლებობა. როგორ ვებრძოლოთ ამ გართულებას?

- მცირეოდენი სისხლის დაკარგვა ადამიანის ორგანიზმზე თითქმის არავითარ გავლენას არ ახდენს, თუ არ ჩავთვლით სისხლის წნევის დროებით დაქვეითებას, რომელიც ძალიან სწრაფად უბრუნდება ნორმას, მაგრამ როდესაც დიდი სისხლძარღვის დაზიანების გამო ბევრი სისხლი იკარგება, ვითარდება მწვავე სისხლნაკლებობა, რომელსაც, თუ სათანადო ზომები არ მივიღეთ, შესაძლოა ადამიანის სიკვდილიც კი მოჰყვეს.

მწვავე ანემიის ნიშნებია: ძალზე სუსტი და აჩქარებული მაჯისცემა, აჩქარებული სუნთქვა, სიფითრე, გაციებული კიდურები, ცივი ოფლი; ავადმყოფი უჩივის წყურვილს, თავბრუხვევას, ყურებში შუილს, კარგავს გონებას და თუ სისხლდენა გაგრძელდა, შესაძლოა დაიღუპოს. სიცოცხლისათვის სახიფათო სისხლის დანაკარგის ოდენობა ყველასთვის ერთნაირი არ არის. ის დამოკიდებულია:

1. ასაკზე - ბავშვები და მოხუცები უფრო ძნელად იტანენ სისხლის დაკარგვას, ვიდრე ახალგაზრდები და მოწიფული ასაკის ადამიანები;

2. სქესზე - ქალები უკეთესად იტანენ, ვიდრე მამაკაცები;

3. ზოგად მდგომარეობაზე - დაავადებული და დასუსტებული ორგანიზმი უფრო ძნელად იტანს, ვიდრე ჯანმრთელი;

4. სისხლდენის სისწრაფეზე - რაც უფრო სწრაფად კარგავს სისხლს ადამიანი, მით უფრო ძნელად იტანს ამ მდგომარეობას. საზოგადოდ, მიღებულია, რომ სისხლის მესამედის დაკარგვას ადამიანი უძლებს, ნახევრის დაკარგვა კი მის სიცოცხლეს საფრთხეს უქადის.

დიდი ოდენობით სისხლის დაკარგვის შემდეგ სისხლდენა ხშირად თავისთავად წყდება. ამას ხელს უწ-ყობს, ერთი მხრივ, წნევის დაცემა გულის მოქმედების დასუსტების გამო, მეორე მხრივ კი სისხლის შედე-დების უნარის გაძლიერება, თუმცა სისხლდენის შეჩერება ამ შემთხვევაში დროებითია - იგი გულის მოქ-მედების აღდგენისთანავე განახლდება, ამიტომ ყველა ის ღონისძიება, რომელიც მიმართულია სისხლის წნევის აღდგენისა და გულის მოქმედების გაძლიერებისაკენ, უნდა ჩატარდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც სისხლდენა საიმედოდ იქნება შეჩერებული.

- ვიცით, რომ არსებობს პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება სისხლდენა გამოიწვიოს, თუმცა ზოგიერთი პათოლოგიის დროს მათ გარეშე ფონს ვერ გავალთ. ასეთია ანტიკოაგულანტები, ასპირინის ჯგუფის პრეპარატები, ვარფარინი... როგორ მოვიქცეთ, რომ მკურნალობა ოპტიმალური იყოს?

- ანტიკოაგულანტები სამკურნალო საშუალებებია, რომლებიც თრგუნავს სისხლის შედედების სისტემის აქტიურობას და ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას. ანტიკოაგულანტები სისხლის შედედების პროცესის სხვადასხვა რგოლზე ზემოქმედებს. სისხლის შედედებას ანელებს, მაგრამ ანტიკოაგულანტებს არ მიეკუ-თვნება ისეთი პრეპარატები, როგორიც არის ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის სალიცილატი, აცეტილ-სალიცილის მჟავა - საყოველთაოდ ცნობილი ასპირინი. ამ პრეპარატებს ფართოდ და წარმატებით იყე-ნებენ ფილტვისა და მიოკარდიუმის ინფარქტის, თრომბოემბოლიური ინსულტის, თრომბოფლებიტისა და სხვა დაავადებების დროს.

ისინი პროფილაქტიკურად ინიშნება კორონარული არტერიების ათეროს-კლეროზის, თავის ტვინის სისხლძარღვების, გულის რევმატული და მიტრალური მანკების შემთხვევაში, ასევე - ოპერაციის შემდგომ პერიოდში თრომბების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად. მათი დანიშვნის უკუჩვენებას წარმოადგენს წყლულოვანი და თირკმელკენჭოვანი დაავადება, სისხლდენისკენ მიდრეკი-ლება, ორსულობა. სისხლდენა ანტიკოაგულანტებით მკურნალობისას ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული გართულებაა, ამიტომ ექიმმა თერაპიის დაწყებამდე აუცილებლად უნდა შეადაროს ერთმანეთს მედიკამენტის მარგებლობის კოეფიციენტი და შესაძლო ჰემორაგიული გამოვლინების პოტენციური ზიანი.

სისხლდენა უმეტეს შემთხვევაში უმნიშვნელოა, თუმცა უსიამოვნო - პაციენტი უჩივის ცხვირიდან სისხლდენას, ჩალურჯებას, ხანგრძლივ სისხლდენას უბრალო საყოფაცხოვრებო ჭრილობის მიღების, პირის გაპარსვის შემდეგ. ეს ყოველივე პაციენტმა წინასწარ უნდა იცოდეს და გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ანტიკოაგულაციური თერაპიის ჩატარების დროს ეს მოვლენები ნორმალურია. ძლიერი სისხლდენა ანტიკოაგულანტებით მკურნალობისას შედარებით იშვიათია. თუ ასეთმა პრობლემამ იჩინა თავი, შესაძლოა საჭირო გახდეს სამედიცინო დახმარება.

ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად ყველამ, ვინც კი ანტიკოაგულაციურ თერაპიას იტარებს, სასურველია, თვეში ერთხელ მაინც გაიკეთოს კოაგულოგრამა. სასწრაფო გამოკვლევაა საჭირო, როდესაც სპონტანურად ჩნდება სილურჯეები, ვითარდება სისხლდენა, რომელიც ძნელად ჩერდება, თავს იჩენს ჰემატურია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის რომელიმე ნიშანი ან სისხლიანი ხველა. ჭარბი ჰიპოკოაგულაციის (სისხლის შედედების უნარის დაქვეითება) აღმოფხვრა, როცა ის სისხლდენის გარეშე ან უმნიშვნელო სისხლდენით მიმდინარეობს, შესაძლებელია პრეპარატის დოზის შემცირებით ან მისი მიღების დროებითი შეწყვეტით.

რაც შეეხება ჰეპარინს, უმჯობესია, მისი გამოყენება სტაციონარულ პირობებში მოხდეს, ვინაიდან არსებობს ჰემორაგიის განვითარების საფრთხე. ჰიპოკოაგულაციის შემთხვევაში საჭიროა ჰეპარინის დოზის შემცირება ინექციებს შორის ინტერვალების გაზრდის გარეშე. უფრო საიმედოა, თრომბოემბო-ლიური გართულებების პროფილაქტიკისთვის გამოვიყენოთ დაბალმოლეკულური ჰეპარინი - ფრაქსი-პარინი (ნადროპარინი) და ინექციისას არ დაგვავიწყდეს პერიოდულად შედედების დროის განსაზღვრა (კოაგულოგრამის გაკეთება).