ქირურგიული ოპერაცია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2019

კითხვა-პასუხი

ქირურგიული ოპერაცია

ქირურგიული ოპერაცია

ქირურგიული ოპერაცია მკურნალობის, დიაგნოსტიკისა და ორგანიზმის ფუნ-ქციათა კორექციის მიზნით ადამიანის ქსოვილებსა და ორგანოებზე კომპლექ-სური მოქმედებაა, რომელიც სხვადასხვა მეთოდით ქსოვილების განცალკევე-ბითა და შეერთებით ხორციელდება.

ცნობილია ადამიანის ქსოვილებზე ზემოქმედების რამდენიმე მეთოდი:
1. ტემპერატურული (კრიოქირურგია, თერმოკაუცია);
2. ელექტრული დენით (ელექტროკოაგულაცია);
3. რადიოსიხშირეებით (რადიოსიხშირული აბლაცია);
4. ლაზერული გამოსხივებით;
5. ულტრაბგერით;
6. მექანიკური (უშუალოდ ქირურგიული ინსტრუმენტებით).
მიზნისა და დანიშნულების კვალობაზე, განასხვავებენ სამკურნალო და სადიაგნოსტიკო ქირურგიულ ჩარევას.

სამკურნალო ოპერაციების ფორმებია:
რადიკალური - მისი მიზანია პათოლოგიური პროცესის სრული ლიკვიდირება, მაგალითად, კუჭის, ნაღვლის ბუშტის, ხილული სიმსივნური წარმონაქმნის სრულად ამოკვეთა. რადიკალური ოპერაციის

მთავარი დანიშნულება მხოლოდ ქსოვილების ან ორგანოს ამოკვეთა არ არის. არსებობს საკმაოდ ბევრი აღდგენით-რეკონსტრუქციული ხასიათის რადიკალური ოპერაციაც.

პალიაციური - მისი დანიშნულება ქსოვილების ან ორგანოთა ნაწილობრივი მოცილებაა. ის ტარდება, როდესაც რადიკალური ოპერაციის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის ან შეუძლებელია.
სიმპტომური - მისი მიზანი პაციენტის მძიმე მდგომარეობის შემსუბუქებაა. ტარდება მაშინ,

როდესაც რადიკალური ან პალიაციური ოპერაციების განხორციელება პაციენტის მდგომარეობის გამო შეუძლე-ბელია. ზოგჯერ სიმპტომური ოპერაცია ხორციელდება როგორც რადიკალური მეთოდის ერთ-ერთი ეტაპი ან მისი დამატება.

სადიაგნოსტიკო ოპერაცია ამა თუ იმ დაავადების დიაგნოზის დასადგენად ტარდება. ასეთია დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპია, ღვიძლის ფუნქციური ბიოფსია, ლიმფური კვანძის რეზექციური ბიოფსია და სხვა. ქირურგიული ოპერაცია გადაუდებელიც  შეიძლება იყოს და გეგმურიც. გადაუდე-ბელია ოპერაცია, რომელიც ტარდება დიაგნოზის დასმისთანავე, უახლოეს 1-2 საათში, რამდენადაც მისი მიზანი პაციენტის გადარჩენაა. გეგმური ოპერაცია წინასწარ იგეგმება და ხორციელდება ყველა წინასაოპე-რაციო ღონისძიების შემდეგ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მისი გადადება განუსაზღვრელი ხნით შეიძლება.

ქირურგიული  ოპერაციის სქემა
ქირურგიული ოპერაციის ჩასატარებლად აუცილებელია კონკრეტული ოპერაციისთვის დადგენილი სქემის განუხრელი დაცვა, რომელიც რამდენიმე მახასიათებლისგან შედგება.
საოპერაციო ჩვენებები. არსებობს სასიცოცხლო (აბსოლუტური) და ნაწილობრივი, შეფარდებითი ჩვენებები. სასიცოცხლოა ჩვენება, რომლის არსებობის დროსაც ოპერაცია აუცილებელია, რადგან სხვაგვარად პაციენტი დაიღუპება.ნაწილობრივი ან შედარებითია ჩვენება, რომელიც დაუყოვნებლივ ოპერაციას არ მოითხოვს, თუმცა აუცილებელია მდგომარეობის ჯეროვანი შეფასება და სათანადო მკურნალობა.

უკუჩვენებები. განასხვავებენ ოპერაციული მკურნალობის აბსოლუტურ და ნაწილობრივ, შედარებით უკუჩვენებებს. ოპერაციის აბსოლუტური უკუჩვენება დღეისთვის სულ რამდენიმეა. მათ რიცხვს ეკუთვნის აგონიური მდგომარეობა. აბსოლუტური უკუჩვენებისას ოპერაცია არ ტარდება, თუნდაც მის პარალელურად ოპერაციის აბსოლუტური ჩვენება არსებობდეს. შედარებითი უკუჩვენების არსებობისას ოპერაციის ჩატარება არასასურველია, თუმცა პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის მიხედვით ქირურგიული ჩარევა შესაძლოა მაინც განხორციელდეს.

პირობები. ოპერაცია უნდა ჩატარდეს სათანადოდ ორგანიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში, რომე-ლიც აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო სპეციალისტით, აპარატურითა და მედიკამენტით. საოპერაციო ინსტრუმენტების ნაკრები. კონკრეტული ოპერაციისთვის საჭირო ინსტრუმენტების ნაკრებს განსაზ-ღვრავს ქირურგი ან საოპერაციო ბლოკის ხელმძღვანელი.

წინასაოპერაციო პერიოდის ღონისძიება. ყოველი, ოპერაციის წინ აუცილებელია პაციენტის სათანადო მომზადება, რაც ითვალიწინებს აუცილებელ გამოკვლევებს და სანიტარულ ღონისძიებებს. პაციენტის მდებარეობა საოპერაციო მაგიდაზე, ოპერაციის ხასიათიდან და შინაარსიდან გამომდინარე, სხვადასხვაა.
გაუტკივარება ქირურგიული მკურნალობის მეტად მნიშვნელოვანი ეტაპია, ამიტომ გაუტკივარების მეთოდს უშუალოდ ქირურგი ირჩევს.

საანესთეზიო ნივთიერებები რამდენადმე მომწამვლელია. როდესაც ადგილობრივსა და ზოგად ანესთე-ზიას შორის არჩევანის საშუალება არსებობს, მეთოდს თავად პაციენტი ირჩევს. ოპერაციულ მეთოდს ქირურგი ირჩევს ოპერაციამდე ან უშუალოდ მისი ჩატარებისას. ოპერაციის შემდგომი პერიოდი გულის-ხმობს ნაკერების მოხსნის, დრენაჟის ამოღების დროსა და ვადებს. ქირურგიულ ოპერაციათა უმრავლე-სობის შემდეგ ნაკერები მე-7-8 დღეს იხსნება.

ოპერაციის თანამდევი საფრთხე და გართულებანი - ასეთია, მაგალითად სისხლდენა, დაჩირქება, ნაკე-რების გახსნა, ჭრილობის შეხორცების შეფერხება და კონკრეტული გართულებანი, რომლებიც მხოლოდ მოცემულ ოპერაციას ახასიათებს. საფრთხემ და გართულებებმა შესაძლოა თავი იჩინოს როგორც ოპერა-ციის მსვლელობისას, ისე ადრეულ და გვიან ოპერაციის შემდგომ პერიოდებში.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
დიეტოლოგია
მაღალცხიმიანი და დაბალნახშირწყლოვანი დიეტა - LCHF: გახდომა სიამოვნებით - ეს დიეტა წვავს ცხიმებს.
ადამიანების დიდი ნაწილი ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ტკბილ, გაზიან, გამაგრილებელ სასმელს იღებს.
სპეციალისტებმა შეისწავლეს ეფექტი, რომელსაც ორგანიზმზე „დროში შეზღუდული“ კვება ახდენს, რაც იმას
კატეგორიის სხვა სტატიები
თუკი ცხოვრების წესის შეცვლა და მედიკამენტები არ არის საკმარისი წონის კორექციისთვის,
ნაღვლის ბუშტი საჭმლის მომნელებელი სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორგანოა.
12 წლის გოგონა, რომელმაც ლეღვის ნახარშის შედეგად 40%–იანი დამწვრობა მიიღო, მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნით, სიმსუქნე “XXI საუკუნის არაინფექციური ეპიდემიაა”.
დღესდღეობით ტონზილექტომია და ადენოიდექტომია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოპერაციებია.
მკვლევარებმა წარმოადგინეს უნიკალური ნივთიერება, რომელიც ნებისმიერ დაზიანებულ ქსოვილს რამოდენიმე
"ჩვენს სანათესაოში თითქმის ყველას ჰქონდა კენჭები, ზოგს - თირკმელში, ზოგს - ნაღვლის ბუშტში.
პაპილომა კანის უჯრედების კეთილთვისებიანი სიმსივნური წანაზარდია.
ანგინა ცხელებით, ინტოქსიკაციითა და ნუშურა ჯირკვლების გამოხატული ანთებით მიმდინარე მწვავე ინფექციური დაავადებაა.
ალბათ ბევრს აინტერესებს, რატომ იღებენ სისხლს ანალიზისთვის მაინცდამაინც უსახელო (მეოთხე) თითიდან?
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად